რავი, ვარ დარწმუნებული... პიტი 24 წამიანია... ხოდა წრეზე 1 წამიც რომ აგო, ვგონებ მაინც მოიგებ... გასწრება რთულია...
ხოლო ბოლოში გაწვიმების მე პირადად არ მჯერა და მომკალი თუ გინდა...

ბრენდ ჰენჩზეც იგივე სიტუაცია იყო აბსოლუტურად, განსხვავება დაახლოებით ამდენი იყო და გახსოვს თუ რამდენად მომგებიანი გამოდგა ეგ ტაქტიკა...
ასევე, საწვავის წვის მცირე კოეფიციენტის გამო, ბევრი საწვავით სიარულის გამო, ბევრი დანაკლისი არ იქნება, რადგან 230 ლიტრი ჩვენთან ყველას უნდა ამოუვიდეს წესით ყელში...

ანუ, ძალიანაც არ მძიმდება მანქანა... ამასთან არის შანსი, რომ ბევრმა დაუშვას შეცდომა და წვიმებით დაიწყოს, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ უპირატესობას მოგვცემს სტარტზე...
მოკლედ როკიში მგონია უპრიანი ეგეთი ტაქტიკა... მეტიც, დაბალი ტემპერატურის გამო ვფიქრობ რომ შეიძლება მედიუმმა გაძლოს 1 პიტზე

ასე რომ ჰარდი 1 პიტით და რისკები თუ გვინდა ჰიმნები

მე 0-იანი რისკებით გავალ ჩემი ექაუნთით და ვნახოთ რა იქნება... თუმცა ჯერ კიდევ დავიცდი, იქნებ და სხვა რამ ვარჩიო... მაგალითად მედიუმი 2 პიტით, მაგრამ პირველი ორი სტინტი 95 ლიტრიანი და მესამე 35... ვაიდა წვიმა წამოვიდეს