#40280524 · 20 Mar 2014, 23:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოტა 2 ისტორიები, ჯაგერნაუტი :
არავის არ აქვს ნანახი ჯაგერნაუტ იურნეროს სახე, რომელიც საგულდაგულოდაა დამალული ნიღბის უკან. ზოგი იმასაც კი ამტკიცებს რომ მას არ აქვს სახე. კორუმპირებული ბატონის უარყოფისთვის, იურნერო სასჯელის სახით გამოაგდეს ნიღბების კუნძულიდან. ეს იყო სასჯელი, რომელმაც იურნერო სიკვდილს გადაარჩინა. კუნძული მალევე გაქრა წლის ქვეშ ბოროტი ძალების ზემოქმედებით. იურნერო დარჩა მისი ტომიდან ერთადერთი, მისი კუნძულის საბრძოლო ტექნიკის უკანასკნელი ოსტატი. ჯაგერნაუტების ტრადიცია მასთან ერთად ცოცხლობს, იურნეროს ამის გამო არასდროს შეუწყვეტია ვარჯიში და ის სულ ცდილობს აჯობოს თავის თავს. მისი სახის გამომეტყველებასავის იდუმალია მისი მოტივები. გმირს, რომელმაც დაკარგა ყველაფერი ორჯერ, აქვს ერთადერთი ცხოვრების აზრი დარჩენილი, გამარჯვება ყველა ბრძოლაში!
წყარო : dota2wiki.com georgian dota2 community
დოტა 2 ისტორიები, საილენსერი :
აეოლ დრიასის ორდერის 7 თაობიანი ფრთხილი და წინასწარ გამიზნული შეჯვარებების, 250 წლიანი სხვადასხვა მაგიკოსების ფრთხილად ამორჩევის და დაქორწინებების შთამომავალი, ნორტრომი უნდა ყოფილიყო ორდერის რჩეული, მათი ამ სამყაროში წარმოჩენის მთავარი ბილეთი, საუკეთესო მაგიკოსი რომლის ვენებში ყველა დროის საუკეთესო მაგიკოსების სისხლი ჩქეფდა. ის იზრდებოდა სხვა ახალგარზრდა მაგიკოსებთან ერთად ორდერის აკადემიაში. როდესაც მისი ჯგუფელები სწავლობდნენ ცეცხლის, ყინულის ან სხვა მაგიების მართვას, ნორტრომი ჩუმად იჯდა კუთხეში, რადგან მას არ გამოსდიოდა არც ერთი ელემენტის მართვა, არც ტრანსფორმაცია, არც ლევიტაცია, უბრალო ჰექსიც კი. დიდხანს ელოდნენ ორდერის მეთაურები ნორტრომის ნიჭის გამოვლენას, მაგრამ ბიჭი ყველანაირად უიმედო ჩანდა. განრისხებულები იმით რომ მათი ამხელა ღვაწლი წყალში ჩაიყარა, ის გარიცხეს აკადემიიდან. როდესაც საბოლოო ტესტირებების დრო მოვიდა, ნორტრომი გამოცხადდა მაგიკოსების შეჯიბრზე და მოითხოვა მონაწილეობის უფლება, რის გამოც ის ორდერის მეთაურმა სასაცილოდ აიგდო და უთხრა რომ ის მაგიკოსის გარდა ყველაფერი იყო. მაგრამ საბოლოოდ მას მაინც მისცეს მონაწილეობის უფლება. როდესაც ყველა ელოდა რომ პირველივე და ყველაზე სუსტი მაგიკოსი მაშინვე გამოაგდებდა ნორტრომს შეჯიბრიდან, ორდერის ლიდერებმა ერთი რაღაც ისწავლეს, მაგიის არ ქონა, ყველაზე დიდი მაგია იყო რაც კი არსებობდა. ნორტრომი სათითაოდ ყველა მაგიკოსს ართმევდა არამარტო მათ მაგიის უნარს, არამედ ლაპარაკის უნარს და სასიცოცხლო ძალასაც, რის შემდეგაც ის ადვილად კლავდა მოწინააღმდეგეს. საბოლოოდ ის გამოვიდა შეჯიბრის გამარჯვებული, მისი ორდერის ყველაზე ძლიერი მაგიკოსი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო.
წყარო : dota2wiki.com georgian dota2 community
--------------------
ბიჭოოო არადა მახსოვს,იმედებით განწყობა, მაგრამ, საქართველო, ჩაწყობა, ნაწყლობა,დედისტყვნა, ბიზნესების აწყობა სიბინძურე აწმყოდან მე კი ეს არასდროს მაწყობდა :)))))))
|