მაგარი ინფო ვნახე კორეის ომზე, შემთხვევით წავაწყდი ისტორიულ დოკუმენტებში
მოლედ ბევრი რომ არ ვისაუბრო კორეაში ქართველი პილოტიც იბრძოდა მიგ-15 ბისზე გრიგორი ბერელიძე.

უბრალოდ არ შემეძლო არ მეთარგმნა ეს მცირე მონაკვეთი მაინც ამ პილოტის ცხოვრებიდან, მთელი ისტორია გადავიკითხე და ყველაზე საინტერესოს დავწერ.
გაიარა მთელი კორეის ომი ისე, რომ ერთხელაც ვერ ჩამოაგდეს ან დააზიანეს, თავისი პოლკიდან 4 კაცი გახდა მარტო ასი და ესეც მათ შორისაა. ოფიციალურად დადასტურებული მონაცემებით შეასრულა 99 საომარი გაფრენა, მიიღო 22 საჰაერო ბრძოლაში მონაწილეობა და 5 ჩამოაგდო, 1 სერიოზულად დააზიანა. (ყველა მსხვერპლი F 86 სეიბრია)
ყველაზე გამორჩეული ბრძოლა ჰქონდა 1953 წლის 7 აპრილს ამერიკელ ორმაგ ას ჰაროლდ ფიშერთან (10 ჩამოგდებული მიგ 15) მისი ჩამოგდება ბერელიძის მიერ რუსებიც და ამერიკელებიც ადასტურებენ. ბაზაზე მიმავალ მიგს აედევნა ფიშერი და ის იყო მე-11 მკვლელობა უნდა ჩაეწერა, ამ დროს ბერელიძე მოვიდა დასახმარებლად.
თვითონ ბერელიძე იხსენებს ასე: "დავალებიდან ვბრუნდებოდით და მეთაურს ვთხოვე რამოდენიმე წუთი ჰაერში დავრჩებით მე და ჩემი მეწყვილე ყოველი შემთხვევისთვის, რაზეც თანხმობა მივიღე, როცა ბოლო მიგმაც შასი ჩამოუშვა და დასაჯდომად გაემართა ამ დროს საიდანღაც მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა ( F86 სეიბრი) და ჩვენს მიგს დაუწყო შეტევა. ამ დროისთვის მე აეროდრომის თავზე მაღალ სიმაღლეზე ვიყავი ჩემს მეწყვილესთან ერთად და რადიოში გავიგონე ხმა: "ვინაა ჰაერში? სეიბრი ჩვენს მიგს უტევს, დაეხმარეთ."
შეტყობინების შემდეგ 9000 მეტრიდან დავეშვი დაბლა და დავიწყე თვითმფრინავის გამოყვანა პიკირებიდან. გადატვირთვის შემდეგე, როცა თვალები გამინათდა, დავინახე რომ მოწინააღმდეგის უკან აღმოვჩნდი 3 კმზე, როგორც ვვარაუდობდი, მაგრამ მაღალი სისწრაფით დავეწიე და ცეცხლის მანძილზე მიახლოებისას მან შემამჩნია, მიატოვა მიგი და წავიდა ვირაჟზე. 500 მეტრ სიმაღლეზე წავიდა ნამდვილი ბრძოლა, ხოლო აეროდრომიდან ყველა ჩვენ გვიყურებდა. ამ ბრძოლაში კი ჩემი ოსტატობის ხარჯზე ჩამოვაგდე მოწინააღმდეგე."
აღსანიშნავია ის, რომ დაბალ სიმაღლეზე სეიბრს უპირატესობა აქვს, მაგრამ მაინც აჯობა ქართველმა

სხვა წყაროში ვნახე რომ 400 მეტრი მანძილიდან ჩამოაგდო ფიშერიო, მეტი დაწვრილებით არსად ეწერა. ესეც ფიშერი

ფიშერის სეიბრი

ბერელიძის მიგი

საყვარელი ილეთი ყოფილა აღმავალი სპრალის გაკეთება, ამის შემდეგ იოლად გავდიოდი ენერგია დაკარგულ სეიბრზე სასროლადო

მეც მიყვარს მაგის გაკეთება

ხო და კიდე კინაღამ დამავიწყდა 1953 წლის 12 აპრილის ცნობილ საჰაერო ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა და იქაც იმსხვერპლა სეიბრი

მოკლედ მაგარი ყოფილა
ესეც წყაროები
http://archive.today/5jba http://soviet-aces-1936-53.ru/korea/aces/berelidz.htm http://acepilots.com/korea_fischer.html This post has been edited by leo_chelo on 23 Jun 2014, 20:53