bumკი, ამ თამაშზე, აი ვიდეოც ვიპოვე. ლიაონინგის ბრძოლა. (ერთ ერთი)
ეს რეგიონი ერთ დროს ძალიან ძვირფასი იყო, მაღალი დონის რკინა მოიპოვებოდა და სერბებს ჰქონდათ დაკავებული.
რამდენჯერ ვცადეთ მოკავშირეებმა მათი გაგდება, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან ძლიერი არმია რომ ჰყავდა სერბეთს ვიცოდით, მაგრამ ლიაონინგის ბრძოლაში ორმაგად გამანადგურებელ შედეგებს დებდნენ. მოსახლეობა 18 000. აქტიური 10 000 მაინც.
ჩვენი მხრივ პოლონეთზე ვამყარებდით იმედებს. ამ ამბებამდე 1 წლით ადრე პოლონეთში დიდი ბეიბი ბუმი მოხდა და მათი მოსახლეობა 25000 მდე ადიოდა.
დაარტყა პოლონეთმა სერბეთს, გადაგვსხეს სპეცრაზმები ამერიკიდან, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან.
მაშინ Seal team 6-ის წევრი ვიყავი, ამერიკაში მესამე იყო სიძლიერით ჩვენი დანაყოფი. ამ ბრძოლამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა, წელში გაწყდა მთელი ემოსახლეობა ორივე მხარეს.
და მაინც, სერბებმა გვაჯობეს. შემდეგშიც გვქონდა რამდენიმე უშედეგო მცდელობა და ბოლოს მაინც წავართვით. თუ არ ვცდები ეს უნდა იყოს ბოლო ბრძოლის ვიდეო.