სტივიც კი...

სტივი კი არა, რამდენი წავიდა მართლა აქტიური.
სადაა თქვენი მრავალგზის პრეზიდენტი?
სად არის კაატინგა და ვოლფი? რატომ წავიდნენ?
სადაა ის უამრავი ხალხი, ვინც მთელი წელი დღე და ღამეს ათენებდა?
დაჟე ბენდოც კი მიდის!
რაო, რა მოხდა, რა აღარ მოწონთ?
თამაში როგორც ასეთი კარგია, საინტერესო, აზარტული.
თან აგერ ბატონო საქართველოც გვაქვს და საბედნიეროდ ჩვენია, არავინ გვაზის თავზე.
ვერავინ გვაზის თავზე!
არავინ დავისვით თავზე, იმიტომ, რომ თავი შევაკალით.
ბულგარეთი რომ გვაწვალებდა, ისე გამწარდა ყველა, რომ გაგეგდო არ წავიდოდა თამაშიდან.
როგორი იყო, რუსეთი რომ გავაგდეთ აფხაზეთიდან?
მე მაგ ბრძოლაში 60 მილიონი დავდე. მაგდენი კი არა, მაგის ნახევარიც არ დამიდია არც მანამდე და არც მაგის მერე. მესამე დივიზიონსი ვიყავი და 20კ მქონდა სტრენგი.
კარგი იყო?
კარგი იყო, მოსკოვამდე რომ მივედით?
რა მოხდა მერე?
იცი რა მოხდა? თქვენი ერთობა არ გაიშვა არსად.
ერთობა რა გგონიათ იცი სათითაოდ ყველას? ერთი რომ იძახის და დანარჩენმაც ისე უნდა გააკეთოს, როგორც ის ერთი იძახის.
ეს კიდევ იმუშავებდა და ერთი მწყემსი იქნებოდა და დანარჩენი უტვინო ცხვარი, თითოეულს ის "ერთი" თავისი თავი რომ არ მიაჩნდეს.
ჰოდა არ შეიძლება მასე. არ შეიძლება ყველაფერს აკონტროლებდე და შენ იყო სამყაროს ცენტრი. აი ეგ ვერ გაიგეთ.
ამან გამოიწვია დაძაბულობა და გულის აცრუება ყველაში.
ინტერესი და მართლა ერთობა კი არა, ერთმანეთის დაჭმა დაინახა ხალხმა.
მე მაგიტომ არ წავსულვარ. მე ჩემი პირადი პრობლემები მქონდა და თამაშის ნერვი მართლა არ მქონდა. ეხლაც არ მაქვს სიმართლე გითხრა.
უბრალოდ სამწუხარო ისაა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როცა მე პრეზიდენტად ამირჩიეს.
ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ არ ვარ მე დამნაშავე. პრობლემები შეკვეთით არ მოდის. მოდის თავისით და მე ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა.
და არც სანამ წავიდოდი, იქამდე მქონია პრობლემა. მშვენივრად ვთამაშობდი და მგონი დამეთანხმებით, რომ შიდაპოლიტიკური ბატალიები ძალიან აზარტულად წარიმართა მაშინ.
მაგრამ... თქვენ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეთ. ის, რომ ეს თამაშია, ეს თამაში ითვალისწინებს ამ დაძაბულობას, რომ ეს ნორმალურია. თქვენ ეს აღიქვით როგორც პირადი გამოწვევა, მტრული ნაბიჯი და ათასი უბედურება კიდევ. ამან უტირა დედა ყველაფერს. არ უნდა ყოფილიყო ასე. ჩემგან გახსოვთ რომელიმეს ან უტაქტო საუბარი, ან უზრდელობა, ან უხეშობა. ან თუნდაც თქვენთვის ასრერიგად საყვარელი "შენ ეს ვერ გააკეთე, შენ ის ვერ გააკეთე, შენ ამაში არ ვარგიხარ"... დამეთანხმებით, კეკელმაშო დედაკაცების საუბარს უფრო ჰგავს. მე იგივეთი მიპასუხია როდისმე? მიპასუხია კი არა, მაგ ბრალდებებზეც არ გამიცია პასუხი. არადა მაგის პასუხებიც მქონდა და კონტრბრალდებებიც. არ მიქნია, რადგან არ მიმაჩნდა სწორად. კარგი და იდეალური არავინ ვყოფილვართ და რძე არავის მოგვიფსამს. ოღონდ ის არ უნდა დაგვიწყებოდათ, რომ ჩვენ კარგს თუ გავაკეთებდით, ესაქართველოსთვის იქნებოდა ეს და თუ ცუდს გავაკეთებდით, ცუდიც ესაქართველოს დააზარალებდა. არ დაგავიწყდათ, არ იფიქრეთ ამაზე? აღიარეთ გულახდილად.
ვხედავდი, თქვენი ესეთი მიდგომა როგორ აფუჭებდა ყველაფერს და ასე ვთქვათ, გული მწყდებოდა. არ შედგა ქართველების ერთობა, ყველამ თავის მხარეს გადაწია საბანი, ყველამ საქმის გაკეთებად სხვისი საქმის გაფუჭება მიიჩნია.
აი ნახავთ, გავა დრო და საქართველოს უცხოტომელები ჩაიგდებენ ხელთ. აუცილებლად მოხდება ეს.
და იცით ვისი ბრალი იქნება?
თქვენი.
არ მაქვს მარტო დიქტატურაზე საუბარი.
დიქტატურაც მაგარი სირობაა, მაგრამ მარტო დიქტატურა არ აფუჭებს ამას.
ყველაფერი აფუჭებს.
ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერს ეს ბრაუზერული თამაშისთვის, მაგრამ არასახელმწიფოებრივად აზროვნებთ.

ხელს კი ნუ უშლით მოთამაშეებს განვითარებაში, დაეხმარეთ პირიქით. ნუ შეგაშინებთ მათი სიძლიერი. ესაქართველო არაა თქვენი პირადი ქონება და ნუ გგონიათ ასე. შეეშვით ამ სულელურ ექსპერიმენტებს.