ბიჯო
ზოგზოგიერთებს მოგმართავთ, ვისაც ვერ შეგიგნიათ.
ეს არის თამაში, ჩვეულებრივი თამაში. ამ თამაშში არის ომიც, პოლიტიკაც, ეკონომიკაც და ამას ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს ის, რაც რეალში. ომს თავგანწირვა და შემართება, პოლიტიკას დაძაბულობა, ეკონომიკას წარმატება თუ კრახი, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც თამაშად და ვირტუალურად რჩება.
ნუ გერევათ ხოლმე რეალურში და ნუ იღებთ პიროვნულად ყველაფერს. კი, ბაზარი არაა, ინტერესი და აზარტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც თამაშის ინტერესი და თამაშის დაძაბულობაა და არავითარ შემთხვევაში რამე მეტი.
მე პირადად არცერთის მიმართ არ ვარ უარყოფითად განწყობილი და ის, რაც თამაშში ხდება, თამაშშივე რჩება.
ნუ არ მაქვს იმაზე საუბარი, ვინმე თუ თვითონ გამოიტანს თამაშიდან გარეთ და უღირს საქციელს იკადრებს.
ისე კი იგივე პოლიტოპონენტები, მტრები თუ კონკურენტები მხოლოდ თამაშში ხართ.
ერთადერთი, თამაშში მოტანილს რასაც მივესალმები და სიამოვნებით გადმოვიტან რეალშიც, ეს არის ჩემი ერესპუბლიკაში შეძენილი ახალი მეგობრები, რომელთა მიმართ ჩემი პატივისცემა უსაზღვროა. ისევე როგორც ყველა კარგი და სასიამოვნო ადამიანის მიმართ დამოუკიდებლად იმისა, ისინი თავს ჩემს ემტრად მიიჩნევენ თუ არა.
მეც მიგიჩნევთ ზოგიერთებს ჩემს ემტრად, სიამოვნებით დაგამარცხებთ, რადგან ამას მოითხოვს თამაში და ესაა ზუსტად თამაშის მუღამი, რომ აჯობო შიდა კონკურენტს თუ გარე მტერს. აგრეთვე იმიტომ დაგამარცხებთ, რომ არ მომწონს ზოგი თქვენი მოქმედება და ყელში ამომიხვედით. ოღონდ, არ მომწონს თამაშში და ყელში ამოხვედით აგრეთვე თამაშში.
სიტყვა თამაში მგონი თვითონ ხსნის ყველაფერს.
იმედია არ მიწყენთ ამ ჭკუის დარიგების გამო. აბსოლუტურ უმრავლესობაზე ასაკით უფროსი ვარ (ზოგზე 20 წლით უფროსიც კი

) და მეკუთვნის მე თქვენი ჭკუის დარიგება.

უბრალოდ ხშირად ვხედავ ზოგ თქვენგანს ხან სასოწარკვეთილს, ხან განრისხებულს, ხან გაცოფებულს და..
მოეშვით, ისიამოვნეთ და იზრუნეთ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ევერსიამ წარმატება მოიპოვოს და სხვაზე უკეთესი თუ ძლიერი გამოჩნდეს.