ეს არის ლინიჯ 2-ის, როგორც პროექტის, სრული რუკა, რომელიც ჯერ კიდევ 2007-ში გაავრცელა თამაშის ერთ-ერთმა დეველოპერმა. კორეულ ფორუმებზე ჯერ კიდევ T2 (Throne 2) ექსპანსიაში ელოდებოდნენ ამ ყველაფერს (ანუ გოდესამდე ადრე). ფაფურიონის გამოსვლასაც მაგ პერიოდში ვარაუდობდნენ თურმე.
წითელი ისრით მონიშნულია ჯუჯების სამეფო, ლურჯით კი ორკების. ორივე ამ სამეფოს თავისი ციხე-ქალაქი უნდა ჰქონოდა (Mlan ჯუჯებთან, Lyonn - ორკებთან), ანუ სიჯები იქნებოდა ჩვეულებრივ და ტერიტორიალური ომები. ჯუჯების სოფლის თავზე თოვლით დაფარული კუნძულივით ტერიტორიაა თუ დააკვირდებით, ხოლო სოფლის აღმოსავლეთით - Frozen Lands, რომელიც მუდმივი ზამთრის მოახლოების დადასტურებაა (ორკების ქვესთებშია ამ თემაზე დეტალურად).
გრაციის კონტინენტზეც უზარმაზარი ტერიტორიები იგეგმებოდა თუ დააკვირდებით. კონტინენტის ჩრდილოეთით უზარმაზარი კუნძულია (Purgatory Island).
რაც შეეხება ელმორედენის აღმოსავლეთ ნაწილს, მანდ ძალიან საინტერესო და უშველებელი ადგილები უნდა ყოფილიყო როგორც ხედავთ. არის Small და Great Bellion უდაბნოები. ტოპ B კასტეტი როა Bellion Cestus-ი, მაგ ტერიტორიიდანაა იდეაში იმპორტირებული.
სამხრეთ-აღმოსავლეთით არის Avella - ციხე-ქალაქი, რომელიც გირანივით დიდი სავაჭრო სივრცეა და დატვირთული ქარავნები მოემართებიან ადენისაკენ მანდედან (ესეც ქვესთშია რომელიღაცაში ნათქვამი). აგრეთვე, შავი ელფების სოფელში, რომელიღაც ქვესთის დასრულებისას, იარაღს იძლევა NPC, რომელსაც აღწერა აქვს გაკეთებული, რო იმპორტირებულია აველადან. სხვა ეპიზოდებშიცაა ნახსენები აველადან იმპორტირებული საქონელი თამაშში.
კორეულ ფორუმებზე ამ ტერიტორიების დიდ ნაწილს 2007-8 წლებში ელოდებოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა სამწუხაროდ.
This post has been edited by SabArch on 30 Nov 2020, 19:56