#59449844 · 26 Jul 2022, 16:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგადად, კარგი ნუტრიციოლოგი და ენდოკრინოლოგი, საქართველოში ძაან იშვიათობაა. (იმ მხრივ ვგულისხმობ რომ გულით ცოტა მოგიდგება ახლობელი თუ არ ხარ, თორემ დაკლების პრინციპები ყველამ იცის :დ). ვისთანაც არ უნდა მიხვიდე, ხშირ შემთხვევაში ყველა ტიპურ დიეტას დაგიწერს ჩემი აზრით - მოხარშული კვერცხი, გრეჩიხა, ქათმის მკერდი, ორაგული, ხაჭო, ბოსტნეული.
ზოგადად, თუ შენ უკვე შედგენილი გაქვს შენით დიეტა, რომლითაც 5კილო დაიგდე უკვე და აგრძელებ კვებას. მაგ დიეტასვე მიაწექი. უბრალოდ შეეცადო რომ არ იშიმშილო და იმდენი საკვები მიიღო, რომ ეგ დიეტა ფსიქოლოგიურად შენარჩუნებადი იყოს.
500 კალორიით ნაკლები მიიღე ვიდრე შენი დღიური საჭიროებაა. (გუგლის მიხედვით გამოთვლი, ზუსტი არაა რა თქმა უნდა, მაგრამ არც ძაან აცდენილი იქნება) თავიდან ცოტა ტვინის ბურღვაა, ყველაფრის თვლა მოგიწევს, მაგრამ მალევე დაამუღამებ და მერე ბუნებრივად მოახერხებ შესაბამისი დღიური რაციონის მიღებას.
ზოგადად შეეცადე, რომ თავი ძაან არ დაისტრესო საკვების შეზღუდვით. შედარებით მარტივად რომ ვთქვათ, დღიური კალორიული ნორმის 80-90% მიიღე ჯანსაღი საკვებისგან, დანარჩენი 10-20 პროცენტი, რაც გაგისწორდება ის შეჭამე, რომ ფსიქოლოგიურად სტაბილურად იგრძნო თავი.
ყველა ადამიანს თავისი მიდგომა ჭირდება, ეფექტურად და ჰუმანურად რომ დაიკლოს/მოიმატოს წონაში. ყველაზე კარგად შენზე მორგებულ მიდგომას თვითონვე იპოვი. ზოგს ნახშირწყლების ამოღება ურჩევნია კვებიდან და ისე დაკლება, ზოგი ცხიმს იღებს მთლიანად. ზოგი კეტო დიეტაზე ჯდება, ზოგი 8საათიან რეჟიმს იყენებს, ზოგი რას, ზოგი რას. ეტაპობრივად გამოცადე რაც დაგაინტერესებს. მთავარია რომ წონაში დაიკლო ისე, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანო. შენითვე იპოვი ყველაზე სწორ რეჟიმს, თან პარალელურად ცოტა გაერთობი კიდეც ექსპერიმენტობით.
ღიპს რაც შეეხება, რას გულისხმობ გააჩნია. თუმცა ზოგადად მუცლის არეში ცხიმის კლება და თუნდაც კუბიკების გამოჩენა, არაფერ განსაკუთრებულს და სასწაულს არ მოითხოვს. იკლებ წონაში, იკლებ სხეულში საერთო ცხიმის რაოდენობას და ეტაპობრივად მუცელიც პატარავდება. საკმარისად დაკლების შემთხვევაში პრესიც გამოჩნდება. დანარჩენი გენეტიკაზეა, ზოგთან შეიძლება მუცლიდან იწყებოდეს კლება, ზოგთან პირიქით, მუცლის არეში ბოლოს იკლებდე. მე მაგალითად ყველაზე ბოლოს კლება გვერდებზე მეტყობა ხოლმე. ინდივიდუალურია, მაგრამ პრინციპი ყველგან ერთია.
ისე, თუ დაგაინტერესებს, ჩემი აზრით ძაან სასარგებლო იუთუბ არხი არის - sean nalewanyj - დასერჩე. კარგ რჩევებს იძლევა, არა მარტო კლებაზე და მომატებაზე, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც და ზოგად საკითხებზეც რა. ვარჯიშის თვალსაზრისითაც სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს. მოკლედ, ამ ტიპის ვიდეოები გამოგადგება.
|