.... და იყო ლუდის ნიაღვარი და მოგონებანი გარდასულ წამთა..
... და ისხდნენ წევრნი თბილისის ფორუმისანი მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ ბარში და ეროვნული წარმოების ლუდით ცდილობდნენ წაგების სიმწარის ჩამორეცხვას...
დიახ , ბატონებო (და ქალბატონებო) ჩვენ ისევ წავაგეთ!
თუ ვინმე ანგარიშის გაგებას შეეცდება, რომლითაც ჩვენი ისტორიული მატჩი დასრულდა, ამაოდ დაშვრება! და ამის მიზეზი ორია:
1) უბრალოდ ის (ანგარიში) აღარ გვახსოვს
2) რომც გვახსოვდეს, არ ვიტყვით, რათა ჩვენი ისედაც ვარდისფერი ლოყები სირცხვილის ძლიერმა გრძნობამ კიდევ უფრო წითლად არ შეფაკლოს.
და მაინც, მიუხედავად შედეგისა, არსებობს დადებითი მომენტიც:
ჩვენ მეორე ადგილზე მაინც ხომ გავედით! მართალია ორ გუნდში, მაგრამ მაგას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა!
შემდეგ დაპირისპირებაში, გპირდებით, კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობას გავუწევთ
მოწინააღმდეგეს (Mr. Cannabis-ის პროფესონალების გუნდს) და შევეცდებით, გამარჯვების (ჩ)ალისფერი დროშა ამაყად ავაფრიალოთ ფორუმის თავზე!