nesta
Biancoceleste

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9894
წევრი No.: 5985
რეგისტრ.: 18-August 04
|
#1061996 · 25 Feb 2005, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
• "სპორტის" გუშინდელი ინფორმაცია დადასტურდა - ჯაბა კანკავა ვლადიკავკაზის "ალანიის" წევრი უკვე ოფიციალურად გახდა.
ეს შეთანხმება ორშაბათს მოხდა. ვლადიკავკაზის "ალანია" ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიიდან, სწორედ ორშაბათს, მოსკოვის გავლით დაბრუნდა და გუნდის ხელმძღვანელებმა წინასწარ გაცხადებული ჩანაფიქრი, სისრულეში მოიყვანეს.
21 თებერვალს, ვლადიკავკაზში, "ალანიის" ოფისში, 18 წლის თბილისის დინამოელმა 5-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერით, რუსეთის პრემიერლიგაში თამაშის სურვილი დაადასტურა. ერთი შეხედვით, ასეთი ხანგრძლივი ხელშეკრულება, მოთამაშისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ "ალანია" ერთგვარ სავაჭრო ცენტრად იქცა, სადაც ქართველ მოთამაშეებს ყიდულობენ და შემდეგ უცხოეთში, უფრო ძვირად ასხვისებენ. თანაც, ჯაბამ, ზუსტად შარშან ამ დროს, "დინამოსთანაც" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რათა გუნდი შეეცვალა და უფრო სასურველ ლიგაში გადასულიყო.
მეორე მხრივ და ერთი შეხედვით, თბილისის "დინამოს" თავკაცთა გადაწყვეტილება, ჯაბა კანკავას გასხვისების თაობაზე, გაუგებრად მოჩანდა. როდესაც ივო შუშაკის დროინდელი ლიდერები გუნდიდან გაუშვეს, ითქვა, რომ აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე იქნა აღებული.
ერთი ხანობა გავრცელდა ცნობა, თითქოს ჯაბა "დინამოში" თავისი კონტრაქტით უკმაყოფილო იყო. თუმცა, საქმე ოდნავ სხვაგვარად გახლდათ.
ჯაბას "ალანია" იწვევდა და საქართველოს მოქალაქის პირობებთან შედარებით, საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოსაც სთავაზობდა. ბუნებრივია, 18 წლის ბიჭს ზღაპრულ თანხებს არ შეპირებიან, მაგრამ ქართული გუნდის პირობებს კი ნამდვილად სჯობდა.
"დინამო" არ აპირებდა ჯაბას გაშვებას, ის კი არა, უახლოეს პერიოდში იმედებს, პირველ რიგში, მასზე ამყარებდნენ, მაგრამ მოთამაშეს ხელი მაინც არ შეუშალეს. ძალიან ძნელია, გუნდში ისეთი ფეხბურთელის გაჩერება, რომელიც გონებით სხვაგან არის. ასეთი საკუთარ პოტენციალს ვერაფრით გამოავლენს. დინამოელთა მესვეურებმა ჯაბას ოჯახური მდგომარეობა, მისი წინსვლის პერსპექტივები გაითვალისწინეს და წასვლაზე უარი ვერ უთხრეს.
ორშაბათსვე, "ალანიასთან" კონტრაქტი ქართული ფეხბურთის კიდევ ერთმა გაზრდილმა - ჯაბა ბაზაევმა გააფორმა. ჯაბა 14 წლამდე რუსთავში ცხოვრობდა და ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. თუმცა, სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მისმა ოჯახმა საქართველო დატოვა. "ალანიაში" მისი ძმა, ასევე რუსთავის სკოლის გაზრდილი გიორგი ბაზაევიც თამაშობს.
"სპორტ-ექსპრესის" ინფორმაციით, ჯაბა ბაზაევი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე ან ცენტრში ითამაშებს. რადგან ორივე პოზიციაზე მისი კონკურენტები ქართველები არიან, რომელიმე მათგანის შევიწროება მოუხდება. ჯაბა რუსეთის ეროვნული ნაკრების კანდიდატი და ახალგაზრდული კრებულის ლიდერი იყო. ასეთებს კი "ალანია" სკამზე არ დასვამს.
გუშინ "ალანია" სოჭში, სეზონისწინა ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრა.
|