აუ ისე რას გადაეკიდეთ ერთმანეთს ეს ბავარიისა და რეალის ხალხი.
გაიგეთ ერთი, გერმანულ მანქანასთან იშვითად თუ რამეს გააწყობს რეალი და საერთოდ ესპანური კლუბები. იმ ერთხელ 2:0 მოუგეთ და სამი წაგება გგონიათ ამით ჩამორეცხეთ???
მე არც ერთი მევასება და არც მეორე, მაგრამ გადაჭრით მაინც ნუ ამბობთ იმას რეალი ბავარიას უეჭველი ჯობიაო.
ყველას თავის გემოვნება აქვს და მე შეიძლება ვთვლიდე რომ ამ წყვილს რუსთავის გორდა სჯობია, მაგრამ ვიქნები ობიექტური? არამც და არამც არა. ამიტომაც მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ. დღეს ევროპაში არის 10-12 ისეთი გუნდი, რომლების ერთნაირი სიძლიერისანი არიან და დანარჩენებს ერთი თავით აღემატებიან. მიუხედავად ამისა, ურთიერთშეხვედრებში მათში ხან ერთი ჩაგრავს მეორეს (ბოლოდროინდელი მილანი-ინტერი), ხანაც მეორე პირველს მაგრამ მათ ძალებში იმდენად მცირე განსხვავებაა, რომ ძალიან ეჭვი მეპარება აქ რომელიმე ფორუმელი ამას აცნობიერებდეს. ეს რომ ასე იყოს, ყველა კაპელოები და ბენიტესები ვიქნებოდით.
მოკლედ ვეღარ დავასრულე ჩემი ეს პათოსი

.
კაი წავედი თორემ სიტყვა ძალიან გამიგრძელდა.