სეზონი დახურულია ახლა. და ისე როცა ღიაა ხოლმე, შეგიძლიათ დაიწყოთ ტანდემით (ინსტუქტორთან გადაბმაში) ან სტატიკ ლაინით (პარაშუტი თვითმფრინავზეა გამობმული და ნახტომისთანავე იხსნება)... ამით ხდება მიჩვევა და პირველ ნახტომი ყოველთვის ერთ-ერთია, როგორც წესი. აი მერე უკვე საინტერესო და ძვირიანი ნაწილი იწყება - AFF კურსი, ანუ დაჩქარებული შესწავლა. ეს არის დაახლოებით 6 საათიანი ინტენსიური თეორიული კურსი და 8 საფეხურიანი პრაქტიკული კურსი. პრაქტიკული კურსის დროს ხტები ორ ინსტრუქტორთან ერთად, რომლებიც ჰაერში მოგყვებიან ორივე გვერდიდან (ხელი ქამარში, ან ღვედებში ანდა სკაიდაივერის კოსტუმის სპეციალურ საკიდებში აქვთ ჩავლებული) და ვარდნისას სხეულს გისწორებენ, გიკონტროლებენ ვარდნას და ა.შ. შემდგომი ხტომებისას დავალებები რთულდება და ბოლოს ყველაფერს, ძირითადი რაცაა, სწავლობ და ხდება სერტიფიცირება. ამ კურსის მერე სკაიდაივერი ხარ და შეგიძლია შენთვის იმდენი ხტომა გააკეთო, რამდენიც გაგიხარდება, დახვეწო ტექნიკა, სხეულის კონტროლი გაიუმჯობესო, ან უბრალოდ გაერთო..
ახლა ცუდი: ეს კურსი 1300 ევრომდე ჯდება. და საქართველოში არ არის.
აქვთ უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, პოლონეთში..... აი ყველგან, გარდა საქართველოსი

(
* * *
თუ ვინმეს ფული, დრო და სურვილი აქვს, შემომიერთდეს მომავალი სეზონიდან - ერთ-ერთ ქვეყანაში ვაპირებ გამგზავრებას...