ეს იყო ძალიან, ძალიან მაგარი დაბრუნება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ იგივე შედეგი იქნება ერთ კვირაში სილვერსტოუნზე.... ანუ წინ ფერარი იქნება... აქ უკვე 5 გვერდი გაგივსიათ რბოლის განხილვაზე, ამიტომ მე აღარაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთ რამეზე გავაკეთებ კომენტარს, რამაც ყველაზე მეტი დისკუსია გამოიწვია... ვგულისხმობ კიმის ვითომდა გატარებას მასას მიერ...
ჩემი აზრით, ასეთი განცხადება არის აბსოლიტურად საფუძველს მოკლებული... და ჩამოვყვები მიზეზებს...
1. მასა უფრო დიდი ხანია არის ფერარის წევრი და უფრო მეტი აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ვიდრე კიმის და არავითარ შემთხვევაში არ უბრძანებდა გუნდი გაეშვათ წინ კიმი...
2. მასას ჩემპიონატში უკეთესი პოზიცია უკავია და თუ ფერარი გადაწყვიტავდა, რომ იმუშავოს ერთ მრბოლელზე იმუშავებს სწორედ მასაზე, რადგან კიმის ჯერ კიდევ უჭირს მანქანასთან და საბურავებთან შეგუება...
3. მასას იმხელა ენთუზიაზმი აქვს წელს, მითუმეტეს შარშანდელს მოყოლებული, როცა აშკარა მეორე იყო, სურს დაამტკიცოს რომ იმსახურებს პირველ ნომერს გუნდში და იბრძვის ჩემპიონობისთვის...
4. ის ფაქტი, რომ მასა 9 წამი მოემსახურნენ და კიმის 7.8 ეს ძალიან ბევრი მიზეზით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული... პირველ რიგში იმით, რომ მასას სამი წრით მეტი საწვავი ჩაუსხეს ვიდერ კიმის, შეიძლება მასას მანქანა უფრო იყო გასაწმენდი და ამანაც დამატებითი დრო დაიწყო ან სულ მცირე (მაგალითად 0.2 წამი) დრო წაიღო სულაც ერთი მექანიკოსის პატარა შეცდომამ, რაიმე განზრახვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...
და თუ ვინმეს ამ მიზეზების მერე მაინც ჰგონია, რომ კიმი გაუშვა გუნდმა ეს უკვე თავისი საქმეა... ხოლო მე ამას საერთოდ არ ვიზიარებ.
და დავუშვათ ეს მართლა ასე იყო, მაშინ მასაზე ერთი რამის თქმა მრჩება...
"ფურთხის ღირსი ხარ შე საცოდავო..." იმიტომ რომ ეს იქნებოდა სუპერ სიჩმორე მასასგან... და ამის შემდეგ არა მგონია მასა ღირსი იყოს ბალეშიკობის...(მაგრამ ვიცი,რომ ეს ასე არ იყო და ტყუილად ვსაუბრობთ ამ თემაზე)
ეს იყო უბრალოდ კიმის რბოლა სტარტიდან დაწყებული ფინიშით დამთავრებული... ვინც უყურებდა კარგად დააკვირდებოდა, რომ კიმის პირველი სტოპის დროს ჰქონდა ტრაფიკი, თორემ შეიძლებოდა მაშინვე გადასულიყო წინ, მას უფრო მეტი საწვავი ესხა და ელოდებოდა მასას პიტში შესვლას... არ გამოუვიდა პირველში მეტწილად ტრაფიკის გამო, გამოპივიდა მეორე სტოპის დროს, ამჯერად მასას ტრაფიკის გამო, მაგრამ მაინც არ გვაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ კიმი მასას ტრაფიკი, რომ არა ვერ გაასწრებდა... და მითუმეტეს იმის თქმის, რომ კიმი გაატარეს...
ხალხო დასრულდა ფერარიში ეგ ერა, ჩემთვის საუკეთესო მრბოლელის წასვლისთანავე... ახლა არ ჰყავს ფერარს ასე გამოკვეთილი ლიდერი ხელმძღვანელობაში, თუმცა მე კიმი ბევრდა ძლიერად მიმაჩნია ვიდრე მასა...
და კიდევ ერთი, რაიკონენმა ფულიც მომაგებინა რადგან დავდე ფული, მაშინ როცა კოეფიციენტი 7.5 ჰქონდა და ძალიან, ძალიან მაგარი გავარტყი... აქ მგონი jean-იც აპირებდა დადებას და თუ დადო ვულოცავ...

P.S. თუ მიაქციეთ ყურადღება ბატონს ჰქონდა ძალიან კონკურენტუნარიანი უსწრაფესი წრე... ფერარის და მაკების გარდა მხოლოდ ფიზიკომ გაასწრო, მან აჯობა უსწრაფეს წრეში კუბიცასაც, ნიკსაც, როსბერგსაც და ა.შ. ასე რომ შეიძლება მალე ჰონდა დაბრუნდეს... თან მასას უსწრაფეს წრესაც 0.671-ით ჩამორჩა...
This post has been edited by rooney on 2 Jul 2007, 00:57