.........................................................................
..............იტალიის დიდი პრიზი ..............
..........................................................................................................................................................................monza................................................................................................
.................................................................
ტრასის სიგრძე -------------- 5,793 კმ.
წრეების რაოდენობა ---------- 53
პირველი რბოლა --------------- 1950 წ.
სარბოლო დისტანცია --------- 306,720 კმ.
ჩატარებული რბოლები ------- 58
მოსახვევების რაოდენობა --- 10 (4 მარცხენა, 6 მარჯვენა)
მაყურებლების ტევადობა ---- 115000
საუკეთესო წრე ---------------- 1.21,046 (2004 - რუბენს ბარიკელო - Ferrari F2004)
საუკეთესო კვალიფიკაცია ---- 1.20,089 (2004 - რუბენს ბარიკელო - Ferrari F2004)
წინა რბოლების გამარჯვებულები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

2009 - Rubens Barrichello (Brawn-Mercedes)
2008 - Sebastian Vettel (Toro Rosso)
2007 - Fernando Alonso (McLaren)
2006 - Michael Schumacher (Ferrari)
2005 - Juan Pablo Montoya (McLaren)
2004 - Rubens Barrichello (Ferrari)
2003 - Michael Schumacher (Ferrari)
2002 - Rubens Barrichello (Ferrari)
2001 - Juan Pablo Montoya (Williams)
2000 - Michael Schumacher (Ferrari)
1999 - Heinz-Harald Frentzen (Jordan)
1998 - Michael Schumacher (Ferrari)
1997 - David Coulthard (McLaren)
1996 - Michael Schumacher (Ferrari)
1995 - Johnny Herbert (Benetton)
1994 - Damon Hill (Williams)
1993 - Damon Hill (Williams)
1992 - Ayrton Senna (McLaren)
1991 - Nigel Mansell (Williams)
1990 - Ayrton Senna (McLaren)
1989 - Alain Prost (McLaren)
1988 - Gerhard Berger (Ferrari)
1987 - Nelson Piquet (Williams)
1986 - Nelson Piquet (Williams)
1985 - Alain Prost (McLaren)
1984 - Niki Lauda (McLaren)
1983 - Nelson Piquet (Brabham)
1982 - René Arnoux (Renault)
1981 - Alain Prost (Renault)
1979 - Jody Scheckter (Ferrari)
1978 - Niki Lauda (Brabham)
1977 - Mario Andretti (Lotus)
1976 - Ronnie Peterson (March)
1975 - Clay Regazzoni (Ferrari)
1974 - Ronnie Peterson (Lotus)
1973 - Ronnie Peterson (Lotus)
1972 - Emerson Fittipaldi (Lotus)
1971 - Peter Gethin (BRM)
1970 - Clay Regazzoni (Ferrari)
1969 - Jackie Stewart (Matra)
1968 - Denny Hulme (McLaren)
1967 - John Surtees (Honda)
1966 - Ludovico Scarfiotti (Ferrari)
1965 - Jackie Stewart (BRM)
1964 - John Surtees (Ferrari)
1963 - Jim Clark (Lotus)
1962 - Graham Hill (BRM)
1961 - Phil Hill (Ferrari)
1960 - Phil Hill (Ferrari)
1959 - Stirling Moss (Cooper)
1958 - Tony Brooks (Vanwall)
1957 - Stirling Moss (Vanwall)
1956 - Stirling Moss (Maserati)
1955 - Juan Manuel Fangio (Mercedes)
1954 - Juan Manuel Fangio (Mercedes)
1953 - Juan Manuel Fangio (Maserati)
1952 - Alberto Ascari (Ferrari)
1951 - Alberto Ascari (Ferrari)
1950 - Giuseppe Farina (Alfa Romeo) მონცას ავტოდრომის ოფიციალური საიტი: www.monzanet.it ..................................................................

მონცას ავტოდრომი ერთ-ერთი ყველაზე ძველია იმ ტრასებს შორის, სადაც ფორმულა ერთის რბოლები ტარდება. მისი მშენებლობა მილანური ავტოკლუბის ინიციატივით, 1922 წელს დაიწყო და იმავე წლის სექტემბერში დასრულდა. მონცას პირველი ავტოდრომის სიგრძე 10 კილომეტრი იყო. ფაქტობრივად, ის ორ განსხვავებულ ტრასას აერთიანებდა, რომელთაგან ერთი ოვალური იყო, მეორე კი ჩვეულებრივი სარბოლი ავტოდრომი.
იმდროინდელ მსოფლიოში, ”აუტოდრომო ნაციონალე” რბოლებისთვის სპეციალურად აგებული სულ მესამე ავტოდრომი იყო. ოვალის საერთო სიგრძე 4.5 კილომეტრს შეადგენდა და ის ორი გრძელი (1070-მეტრიანი) სწორისა და ორიც მოსახვევისგან შედგებოდა. ამასთან ერთ მოსახვევს ცვალებადი რადიუსი ჰქონდა. მეორე ტრასის სიგრძე კი 5.5 კილომეტრს შეადგენდა. სტარტ/ფინიშის გასწვრივ, ტრასის ორივე ნაწილის მთავარი სწორი ერთმანეთის პარალელურად მდებარეობდა. მათი გადაკვეთის ადგილზე, იმისათვის, რომ გზები ერთმანეთისთვის აეცდინათ, ერთი მათგანი, რომელიც აღმართს აუყვებოდა, ხიდზე (ამ ხიდის ქვეშ თანამედროვე ავტოდრომის ერთი სწორი მონაკვეთი ახლაც გადის) გაატარეს.
ტრასის პროექტი 6 მილიონ ლირად იყო შეფასებული. მის მშენებლობაზე 3 500 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებმაც საქმე 110 დღეში მოათავეს. ტრასა 3 სექტემბერს გაიხსნა, ერთ კვირაში კი იტალიის მეორე დიდ პრიზს უმასპინძლა, რომელსაც 350 000 ადამიანი დაესწრო.
1928 წელს, მონცაზე იტალიის ავტოსპორტის იტორიაში ყველაზე საზარელი ტრაგედია დატრიალდა - სტარტ/ფინიშის სწორზე, დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ემილიო მატერასის ”ტალბო 700” წინ მიმავალი ჯულიო ფორესტის ”ბუგატი T35C-ს” დაეჯახა, ჰაერში აიჭრა, უზარმაზარ დამცავ ზღუდეს გადაუფრინა და ტრიბუნაზე დაეცა. ინციდენტმა მატერასიანად 27 (ზოგი მონაცემით 22, რომელთაგან ერთი, მიღებული ჭრილობებისგან მოგვიანებით დაიღუპა) ადამიანი შეიწირა... რბოლა მაინც გაგრძელდა და ის მონაკოელმა ლუი შირონმა მოიგო.
ამ ტრაგედიის გამო, მონცაზე ორი წელი რბოლა აღარ ჩატარებულა, 1932 წელს კი ასპარეზობას მხოლოდ ოვალმა უმასპინძლა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ტრაგედა მოხდა, რასაც სამი პილოტის სიცოცხლე შეეწირა და ტრასის პატრონებმაც მისი გადაკეთება გადაწყვიტეს.
ტრასის რეკონსტრუქცია 1938–39 წლებში ჩატარდა, რომლის დროსაც, კონფიგურაციიდან ორი სწორი მონაკვეთი ამოიღეს, ყველაზე ჩქაროსნულ მონაკვეთებს კი შიკეინები (S-მოსახვევი) დაუმტეს. ახალი ტრასის სიგრძე 6.3 კილომეტრამდე დამოკლდა და ის 1954 წლამდეზე აღარც შეუცვლიათ.
ომის დროს ავტოდრომი გაპარტახდა. ის ხან არქივის საცავად გამოიყენეს, ხან ზოოპარკის თავშესაფრად. ბოლოს კი ტანკების აღლუმი მოაწყვეს, რამაც გზის საფარი გაანადგურა. ომის შემდეგ, ბოქსებისგან და ტრიბუნებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. 1948 წელს მილანის ავტოკლუბმა ტრასის აღდგენა გადაწყვიტა და საქმეს კვლავ რეკორდულ დროში მოაბა თავი - სამუშაოს დაწყებიდან ორ თვეში, ავტოდრომი რბოლების სამასპინძლოდ მზად იყო. 17 ოქტომბერს იქ იტალიის დიდი პრიზი ჩატარდა, რომელიც ჟან-პიერ ვიმილმა ”ალფა რომეო 158-ით” მოიგო, ერთი კვირის შემდეგ კი მონცაზე მოტოციკლისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპიც ჩატარდა.
1955 წელს ავტოდრომს მორიგი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ამჯერად ასფალტის საფუძველი გამოცვალეს - ხრეში ბეტონით შეიცვალა და რა თქმა უნდა, ახალი ასფალტი დაიგო. განახლდა ავტოდრომის ინფრასტრუქტურაც. რაც მთავარია, ძირითადი ტრასა 4.25 კილომეტრამდე დამოკლდა. სამაგიეროდ, გადაკეთდა ბოლო მოსახვევი (პარაბოლიკა), რომელსაც ზრდადი რადუსი ჰქონდა. რეკონსტრუქცია ტრასის ათკილომეტრიან ვარიანტსაც ჩაუტარდა. როდესაც რბოლები ამ კონფიგურაციაზე ტარდებოდა, სტარტ/ფინიშის გასწვრივ, პილოტებს ორ პარალელურ გზაზე ერთდროულად უწევდათ ასპარეზობა, რაც ძალიან სახიფათო იყო.
მაგრამ 1961 წელს კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, რის შემდეგაც, ტრასის გრძელ ვარიანტზე და მასთან ერთად, ოვალის დახრილ მოსახვევებზე სამუდამოდ თქვეს უარი. ის ავარია კი გერმანელ ვოლფგანგ ფონ ტრიპსს შეემთხვა, რომელმაც პარაბოლიკას შესასვლელში თავისი ”ფერარი” ვერ დაიმორჩილა, დამცავი ზღუდე გაანგრია და მაყურებლებში შევარდა. შემთხვევას პილოტი და 11 მაყურებელი შეეწირა.
ამის შემდეგ, ტრასას კრიტიკულ მონკვეთებზე რკინის ზღუდე შემოავლეს, მაგრამ 1970 წელს ვერც ამან იხსნა ავსტრიელი იოხენ რინდტის სიცოცხლე. იმავე პარაბოლიკას შესასვლელში, მისი ”ლოტუსის” მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა, დიდი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ ზღუდე საძირკვლიანად მოგლიჯა. პილოტი კი ადგილზევე დაიღუპა. ამის მიუხედავად, რინდტი მაინც ჩემპიონი გახდა (დარჩენილ ეტაპებზე მასზე მეტი ქულა ვეღარავინ დააგროვა).
თუ ადრე მონცას მეპატრონთა მიზანი ის იყო, რომ მათი ტრასა ყველაზე ჩქაროსნული ყოფილიყო, რინდტის ავარიის შემდეგ, მათ რამდენჯერმე ტრასა ისე გადააკეთეს, რომ სიჩქარე შემცირებულიყო.
სულ დღემდე მონცას ავტოდრომზე ტრასის კონფიგურაცია ცხრაჯერ შეიცვალა. ბოლო სერიოზული რეკონსტრუქცია მას 2000 წელს ჩაუტარდა, 2006 წლის რბოლის შემდეგ კი, პილოტების მოთხოვნით, მეორე შიკეინის უსაფრთხოების ზონაში, ხრეშის ნაცვლად ასფალტი დააგეს.
რაც ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატები ტარდბა (1950 წლიდან), ერთის გარდა, იტალიის ყველა დიდ პრიზს მონცამ უმასპინძლა. 1980 წელს რბოლას იმოლა ავტოდრომზე ჩატარდა.
სწორედ მონცაა ის ადგილი, სადაც ფ1-ის ისტორიაში ყველაზე მჭიდრო ფინიში დაფიქსირდა. ეს 1971 წელს მოხდა, როცა ბრიტანელმა პიტერ გეტინმა თავისი ”ბეერემით” ფინიშთან 0.01 წამით მიასწრო ”მარჩით” მოასპარეზე შვედ რონი პეტერსონს. პირველი ხუთი მანქანა კი გამარჯვებულისგან ერთწამიან ინტერვალში ჩაეტია.
1988 წლის მონცას რბოლა იმით იყო საინტერესო, რომ ”ფერარისთვის” ეს ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ პირველი გამოსვლა იყო. და ის ”სკუდერიამ” დუბლით დაასრულა - რბოლა ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა მოიგო, მას კი ნახევარი წამით მიქელე ალბორეტო ჩამორჩა. იმ სეზონში ეს ერთადერთი რბოლა იყო, რომლის მოგებაც ”მაკლარენის” ბრწყინვალე დუეტმა (აირტონ სენა, ალენ პროსტი) ვერ შეძლო და ისიც იმიტომ, რომ ფინიშს ვერცერთმა ვერ მიაღწია - სენას ფინიშამდე ორი წრით ადრე ავარია მოუვიდა, უფრო ადრე კი პროსტს ძრავი დაეწვა. 2000 წელს, მონცაზე თავისი 41-ე გამარჯვება მიხაელ შუმახერმა მოიპოვა და გამარჯვებათა რიცხვით აირტონ სენას გაუტოლდა, რის გამოც, მან პრესკონფერენციაზე იტირა.
http://formula1ge.blogspot.com/მონცას ავტოდრომის რუკა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იტალიის დიდი პრიზის ერთი წრის მიმოხილვა მარკ ვებერის მიერ| მონცა 2004 წ. რუბენს ბარიკელოს პოულის წრე იტალიის დიდი პრიზის ერთი წრის მიმოხილვა Car News TV-ის მიერ|ყველაზე ძლიერი დამუხრუჭების ადგილის მიმოხილვა .............................................................................................................................................................კომპანია Brembo-ს მიერ.....................
.......................................................
.......პირადი ჩათვლა:.........................................კონსტრუქტორთა თასი:
1. ლუის ჰამილტონი - 182.........................1. Red Bull - 330
2. მარკ ვებერი - 179...................................2. McLaren - 329
3. სებასტიან ფეტელი - 151......................3. Ferrari - 250
4. ჯენსონ ბატონი - 147.............................4. Mercedes - 146
5. ფერნანდო ალონსო - 141.......................5. Renault - 123
6. ფელიპე მასა - 109...................................6. Force India - 58
7. რობერტ კუბიცა - 104.............................7. Williams - 40
8. ნიკო როსბერგი - 102..............................8. Sauber - 27
9. ადრიან სუტილი - 45..............................9. Toro Rosso - 10
10. მიხაელ შუმახერი - 44..........................10. Lotus - 0
11. რუბენს ბარიკელო - 30.........................11. HRT - 0
12. კამუი კობაიაში - 21..............................12. Virgin F1 0
13. ვიტალი პეტროვი - 19
14. ვიტანტონიო ლიუცი - 13
15. ნიკო ჰიულკენბერგი - 10
16. სებასტიან ბუემი - 7
17. პედრო დე ლა როსა - 6
18. ხაიმე ალგერსუარი - 3
19. ჰეიკი კოვალაინენი - 0
20. კარუნ ჩანდჰოკი - 0
21. ლუკას დი გრასი - 0
22. იარნი ტრული - 0
23. ბრუნო სენა - 0
24. ტიმო გლოკი - 0
25. საკონ იამამოტო - 0ამინდი:
ტრანსლაციის პროგრამა ჩვენი დროით:
10 სექტემბერი, პარასკევი
12:00 - პრაქტიკა 1
16:00 - პრაქტიკა 2
11 სექტემბერი, შაბათი
13:00 - პრაქტიკა 3
16:00 - კვალიფიკაცია
12 სექტემბერი, კვირა
16:00 - რბოლაპირდაპირ ეთერში საყურებელი ლინკები:
(პრაქტიკები, კვალიფიკაცია, რბოლა) http://debilizator.tv/tv.cgi?kanal=7
http://www.allsport-live.ru/
http://www.atdhe.net/
http://livetv.ru
http://livescorehunter.com
http://k1.ua/uk/live
http://www.p2p4u.net/
http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=17164
http://www.firstrow.net/sports/motosport.html
http://www.smotrisport.com/
http://myp2p.eu/index.php?part=sports
http://www.fromsport.com/
http://eafangames.com/
http://www.channelsurfing.net/ 
შემდეგი ეტაპი:
26 სექტემბერი - სინგაპურის დიდი პრიზი (მონცა) 16:00 სთ. This post has been edited by mrfantom on 7 Sep 2010, 21:07