რასტრელირას ერჩი ბაჰრეინს, მე მაგრა მევასება ეგ ტრასა, თან კიდე ყოველთვის ბევრი მაყურებელი და სტუმარი ყავს და შანსი არაა მაგ ტრასის ამოღების. მე მაინც მგონია რომ თურქეთს ამოაგდებან, არადა როგორ არ მინდა, ძალიან საინტერესო ტრეკია და ყოველთვის ლამაზი საყურებელია, მაგრამ, ტოდტმა დაიგინა რო 20 იქნებაო და ... ამერიკა ეხლა დაამატეს, ინდოეთს კიდე იმხელა რეკლამა უკეთდება, წელს შეიძლება მართლა არ არიან მზად და ვერ მოესწროს მაგრამ მომავალ წელს რო მაგ ტრასაზე რბოლა იქნება ეგ უეჭველია. მე თუ მკითხავ 21 კი არაა მეტიც რო იყოს ეგეც გაასწორებს, ბეხბურთზეც ზუსტად ეგეთი ამბავი იყო, ლიგის ფორმატი როშეიცვალა და თამაშების რაოდენობა რო გაზარდეს, გუნდები, მწვრთნელები და ფეხბურთელებიც სულ მაგას იზახოდნენ, ძალიან დაგვეტვირთება განრიგიო, ეროვნული ჩემპიო, თასიო, ლიგაო და პლიუს ნაკრებიო, რამდენი ერთი მოვასწროთო, მაგრამ მაგ პროექტმა მაგრა გაამართლა, ტრანსლიაციების და ბილეთების გაყიდვებით თუ ვიმსჯელებთ, და ფორმულაშიც რატო არ უნდა იყოს კარგი?! კვირაში ერთხელ ან თუნდაც ორ კვირაში ერთხელ რო იყოს რბოლა ძაან კარგი იქნება, მართალია შეგვჭამენ თავიდან წუწუნით, მარა მერე შეეჩვევიან

მონრეალს რაც შეეხება, ფერარის რაღაც სიახლეები ქონია, თან სერიოზულიო და თუ გაქვთ რამე ინფო დაწერეთ რა