ამერიკული ფეხბურთის ლიგა:American Football Conference - AFC» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
AFC Eastნიუ-ინგლენდ პატრიოტსი // ბაფალო ბილსი // მაიამი დოლფინსი // ნიუ-იორკ ჯეტსი
AFC Northცინცინატი ბენგალსი //
ბალტიმორ რეივენსი //
პიტსბურგ სტილერსი // კლივლენდ ბრაუნსი
AFC Southინდიანაპოლის კოლტსი // ჰიუსტონ ტექსანსი // ჯექსონვილ იაგუარსი // ტენესი ტიტანსი
AFC Westსან-დიეგო ჩარჯერსი // ოკლენდ რეიდერსი // დენვერ ბრონქოსი // კანზას-სიტი ჩიფსი

National Football Conference - NFC» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
NFC Eastდალას ქოუბოისი //
ფილადელფია იგლსი //
ნიუ-იორკ ჯაიანთსი // ვაშინგტონ რედსკინსი
NFC Northმინესოტა ვაიკინგსი // გრინ-ბეი პეიკერსი // ჩიკაგო ბეარსი // დეტროიტ ლაიონსი
NFC Southნიუ-ორლეან სეინტსი // ტამპა-ბეი ბაკინერსი // ატლანტა ფელკონსი // კაროლინა პანტერსი
NFC Westარიზონა კარდინალსი // სან-ფრანცისკო ნაინერსი // სიეტლ სიჰოქსი // სენტ-ლუის რემსი

სტატისტიკა და რეკორდები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ყველა დროის პასინგ ლიდერები (იარდები):
1. Brett Favre 71,838 1991-2010
2. Dan Marino 61,361 1983-1999
3.
Peyton Manning 60,957 1998-2013
4. John Elway 51,475 1983-1998
5. Warren Moon 49,325 1984-2000
6. Fran Tarkenton 47,003 1961-1978
7.
Drew Brees 46,940 2001-2013
8. Vinny Testaverde 46,233 1987-2007
9.
Tom Brady 45,820 2000-2013
10. Drew Bledsoe 44,611 1993-2006

ყველა დროის რაშინგ ლიდერები (იარდები):
1. Emmitt Smith 18,355 1990-2004
2. Walter Payton 16,726 1975-1987
3. Barry Sanders 15,269 1989-1998
4. Curtis Martin 14,101 1995-2005
5. LaDainian Tomlinson 13,684 2001-2011
6. Jerome Bettis 13,662 1993-2005
7. Eric Dickerson 13,259 1983-1993
8. Tony Dorsett 12,739 1977-1988
9. Jim Brown 12,312 1957-1965
10. Marshall Faulk 12,279 1994-2005

ყველა დროის რისივინგ ლიდერები (იარდები):
1. Jerry Rice 22,895 1985-2004
2. Terrell Owens 15,934 1996-2010
3. Randy Moss 15,292 1998-2012
4. Isaac Bruce 15,208 1994-2009
5. Tim Brown 14,934 1988-2004
6. Marvin Harrison 14,580 1996-2008
7.
Tony Gonzalez 14,510 1997-2013
8. James Lofton 14,004 1978-1993
9. Cris Carter 13,899 1987-2002
10. Henry Ellard 13,777 1983-1998

1. Jerry Rice 208 1985-2004
2. Emmitt Smith 175 1990-2004
3. LaDainian Tomlinson 162 2001-2011
4. Randy Moss 157 1998-2012
5. Terrell Owens 156 1996-2010
6. Marcus Allen 145 1982-1997
7. Marshall Faulk 136 1994-2005
8. Cris Carter 131 1987-2002
9. Marvin Harrison 128 1996-2008
10. Jim Brown 126 1957-1965

ყველაზე მეტი თაჩდაუნი ქუორტერის მიერ:
1. Brett Favre 508 1991-2010
2.
Peyton Manning 452 1998-2013
3. Dan Marino 420 1983-1999
4. Fran Tarkenton 342 1961-1978
5.
Tom Brady 341 2000-2013
6.
Drew Brees 330 2001-2013
7. John Elway 300 1983-1998
8. Warren Moon 291 1984-2000
9. Johnny Unitas 290 1956-1973
10. Vinny Testaverde 275 1987-2007

ყველაზე მეტი ინტერსეპშენი:
1. Paul Krause 81 1964-1979
2. Emlen Tunnell 79 1948-1961
3. Rod Woodson 71 1987-2003
4. Night Train Lane 68 1952-1965
5. Ken Riley 65 1969-1983
6. Darren Sharper 63 1997-2010
7. Ronnie Lott 63 1981-1994
8. Dick LeBeau 62 1959-1972
9. Dave Brown 62 1975-1989
10.
Ed Reed 61 2002-2013

ყველაზე მეტი სეკი:
1. Bruce Smith 200.0 1985-2003
2. Reggie White 198.0 1985-2000
3. Kevin Greene 160.0 1985-1999
4. Chris Doleman 150.5 1985-1999
5. Michael Strahan 141.5 1993-2007
6. Jason Taylor 139.5 1997-2011
7. John Randle 137.5 1990-2003
8. Richard Dent 137.5 1983-1997
9. Leslie O'Neal 132.5 1986-1999
10. Lawrence Taylor 132.5 1981-1993
სხვა საინტერესო სტატისტიკარაც შეეხება სუპერბოულის ბეჭდებს - ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს:
Charles Haley (ლაინბეკერი) - 5 ჯერ - სან ფრანცისკოსთან და დალასთან ერთად

თამაშის წესები და პოზიციები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თამაშის წესები :თამაშის დაწყებამდე მონეტას აგდებენ რომ გარკვიონ ვინ შეუტევს და ვინ რომელ კარებს აირჩევს დასაცავად.... როგორ ფეხბურთსი აქაც ეგრეა... ვინც კენჭისყრას წააგებს, ანუ ის გუნდი რომელიც არ იწყებს თამაშს ასრულებს თავისუფალ დარტყმას, ურტამენ რაც შეიძლება შორს, ბურთი ამ დროს უნდა დაიჭიროს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ და გაიქცეს წინ...იქამდე უნდა ირბინოს სანამ არ წააქცევენ... შემდეგ გუნდი იქიდან აგრძელებს თამაშს სადაც მოთამაშე წააქციეს...ახლა დავწერ ყველაზე მნიშვნელოვან წესს იმის შესახებ თუ როგორ ვითარდება შეტევა. გუნდს აქვს 4 ცდა რომ გადაკვეთოს 10იარდიანი მონაკვეთი....ქმედებაში ისინი თავისუფლები არიან: ანუ ეს 10 იარდი შეიძლება 1 ქუორთერბექის პასით გადაიკვეთოს ან შეიძლება უბრალოდ დაიჭიროს ვინმემ ბურთი, გაიქცეს და გასცდეს ამ ნიშნულს....მაგალითს დავწერ რომ უფრო ადვილად მიხვდეთ: free kickის შემდეგ დაიჭირა მოთამაშემ თავის კართან ბურთი და გაიქცა და იგი წააქციეს ვთქვათ 20 იარდის ნიშნულზე...ამის შემდეგ გუნდს ექნება 4 ცდა რომ გადაკვეთონ 30იარდიანი ნიშნული.... ვთქვათ გადაკვეთეს ეს ნიშNულიც და მოწინააღმდეგებმა გააჩერეს ამჯერად 35 იარდის ნიშნულზე.... შემდეგ ისევ 4 ცდა ექნებათ რომ 45იანი ნიშNული გადაკვეთონ და ასე შემდეგ სანამ ტაჩდაუნს არ დადებენ ან ბურთს არ დაკარგავენ....ბურთის დაკარგვა შეიძლება 2 შემთხვევაში: თუ პასის დროს მეტოქეებმა interception ანუ ჩაჭრა გააკეთეს ან თუ 4 ცდაში ვერ გაირბინეს 10 იარდი.... მეორე შემთხვევაში შემტევი გუნდი აკეთებს free kicks რის მერეც ბურთი მოწინააღდეგე გუნდს გადაეცემა.... არის კიდევ ერთი გზა ბურთის დაკარგვის: ვთქვათ თუ ხელიდან გაუვარდება ბურთი შემტევ მოთამაშეს და მას მეტოქე დაეუფლება...Touchdown-ის შემთხვევაში (6 ქულა) გუნდი ასრულებს კიდევ ერთ 1ქულიან დარტყმას.... ყველა შეტევის დასრულება TD-თი არაა აუცილებელი...ვთქვათ როცა ცოტა დრო არის დარჩენილი და კართან ახლოს ხართ შეიძლება 3ქულიანი დარტყმის შესრულება.... ეს რაც ეხებოდა შეტევას... ახლა დავწერ დაცვაზე: დაცვის მთავარი მიზანია მოწინააღდეგე გუნდს 10იარდიანი ნიშNული არ გადააეკვეთინოს და თუ მაინც გადაკვეთენ მაშინ შეტევა არ დაასრულებინონ...ნუ დაცვის ფუნქციებზე ბევრს აღარ დავწერ იმიტომ რომ მეტნაკლებად ნათელია მათი მოვალეობა... უბრალოდ 1 რაღაცას აღვნიშნავ: დაცვაშიც არის შესაძლებელი ქულების მოპოვება, თუმცა ეს არც თუ ისე ხშირად ხდება: ეს რომ მოხდეს დაცვის რომელიმე მოთამაშემ თავდამსხმელი უნდა წააქციოს მოწინააღდეგის touchdown-ის ზონაში!!!
ახლა რაც შეეხება გუნდის ფორმაციას: გამოიყო ცალკე შემტევი და ცალკე დამცავი 11 მოთამაშე.... ანუ შეტევის შემდეგ სასტავი იცვლება ხოლმე... ალბათ ამითიცაა გამოწვეული დიდი პაუზები თამაშების დროს...შემტევ მოთამაშეები გამოვყოფ quarterback-ს... ქუორთერბექის ფუნქციაა შორეული და ზუსტი გადაცემები გაკეტება... ალბათ სწორად ეს სძენს ამ თამაშს ტავის ხიბლს.... ასევე გამოვყოფ catcherებს, რომლებმაც ქუორთერბექების შორეული პასები უნდა დაიჭირონ... თუმცა ჩემში ყველაზე დიდ პატივისცემას ისინი იმსახურებენ ვისაც ევალებათ ბურთის დაჭერა და გაქცევა.. ამ პოზიციის მოთამაშეების სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ... ყველაზე ძნელ საქმეს ესენი ასრულებენ.... ასევე მნიშვნელოვანი რლს ასრულებენ თავდასხმაში ბლოკერები, რომლებსაც ევალებათ მცველების დაბლოკვა...ყველაზე მაგარი სანახავია, როცა მოთამაშე მირბის ბურთით და ეს ბლოკერები წინ მიუძრვიან და გზას უთავისუფლებენ.... ძირითადად ამ პოზიაზე ჯანიანი მოთამაშეები თამაშობენ...
კიდევ უნდა აღინიშონოს დროშის ფუნქცია ამ თამაშში: როდესაც მსაჯი დროშას აგდებს მოედაზე ეს იმას ნიშNავს, რომ დაცვამ ან ტავდასმამ რაღაც წესი დაარღVია....როცა თამაშის წესებს არყვევენ თავდასხმელები მაგათ ეკლებათ იარდები(მაგ. არიან 35იარდზე და პირველი ცდა არი გასავლელი ააქვთ მინიმუმ იარდამდე, სიტყვაზე არასწორი ბლოკისთვის დააჯარიმეს თავდასხმელი(აქ უფრო იქნება ქუოთერბექის დამცველები) 5 იარდიტ ბურთი გადადის 30იარდულზე და გასავლელი რჩებათ ისევ 45ზე იქეთ) , და თუ არყვევს დაცვა მაშინ პირიქით წინ წაიწევა ოფენსივში მყოფი გუნდი.
მსაჯებს ააქვთ ყვეთელი დროშა; მწვრთნელებს კიდე წითელი, მოედანზე წითელი დროშა თუ არი მწვრთნელი ითხოვს ვიდეო გამეორებას და მთავარი მსაჯის მაგას აკეთებს.
პოზიციებიშეტევა ანუ Offensive teamქუოთერბექი (Quarterback, QB) – გამთამაშებელი, კომბინაციების და შეტევის ფორმაცია-მიმართულების კოორდინატორ-მარეგულირებელი, ერთი სიტყვით გუნდის ტვინი და მამოძრავებელი ძალა. შეტევის განსახორციელებლად რამოდენიმე ხერხს იყენებს: 1) აძლევს პასს მის უკან ან გვერდით მდგომ რანინგ ბექს, ბურთის ძალისმიერი ამოტანისთვის; 2) აწვდის განივ და წინ პასებს (პასის ნაირსახეობა სამია - მოკლე, საშუალო ან გრძელ) მიმღებებს - რისივერებს ან ტაიტ ენდებს; 3) თვითონ მოძრაობს და გადაადგილდება ბურთით მეტოქის ენდ ზონისკენ;
მორბენალი ანუ რანინგ ბექი (Runing back,RB) - როგორც წესი ჩაფსკვნილი, ჯანიანი და სწრაფი (მოკლედ ბულტერიერ-პიტბულის ტიპის) მოთამაშე, განლაგებაში უკავია ადგილი ქუოთერის უკან ან მის გვერდზე, სათამაშო სიტუაციიდან და დანიშნული კომბინაციიდან გამომდინარე. მისი ძირითადი მოვალეობა ბურთის ძალიისმიერი ამოტანა და დაცვის გარღვევის ანუ რაშინგის ხარჯზე მეტოქის ენდ ზონისკენ გადაადგილება. თუმცა პასის მიცემაც შეუძლია, რიგ შემთხვევებში ბლოკშიც მონაწილეობს, მაგალითად ე.წ. აი ფორმეიშნ-ის (I formation) დროს, როდესაც ორ RB-ს იყენებენ, ამათგან ერთი ბურთის ამომტანია - ჰალფბექი ან თეილ ბექი სასტარტო პოზიციიდან გამომდინარე, მეორე კი ბლოკში მონაწილეობს და მას ფულბექი ეწოდება. თუმცა ბოლო წლებში უფრო და უფრო იშვიათად იყენებენ სუფთა ფულბექის ვარიანტს.
მიმღები (wide receiver, WR) - განაპირა მოთამაშე, რომელიც შედარებით სუსტი აღნაგობით, სწრაფი სირბილით და მაღალი ნახტომით გამოირჩევა. მათი მთავარი დანიშნულება საშუალო და გრძელი პასების მიღება და მეტოქის დატაჩდაუნებაა, აგრეთვე რიგ შემთხვევებში მოწინააღმდეგის დაცვის ე.წ. გაწელვა, რაც მოქმედების არეალს უზრდის ქოუთერს და შესაბამისად ართულებს დაცვის სამუშაოს.
ტაიტ ენდი (Tight ends, TE) - უნივერსალური მოთამაშე, მიღებაც შეუძლია, ქუოთერის დაცვაც, RB-სთვის გზის გასაწმენდად ბლოკზე მუშაობაც და რავი, ყველაფერი ევალება ერთი სიტყვით;
ცენტრი (Center, C) - მოთამაშე, რომელიც ახორციელებს სნეპს ანუ ბურთის თამაშში შეყვანას ყოველი კომბინაციის წინ, ბურთის ფეხებშუა გატარების გზით.
ოფენსივ ლაინმენები (Offencive linemans)- ტანკები, რომლებიც ცენტრის გვერდზე არიან განლაგებულნი და მათი დანიშნულება მეტოქის დამცველთა ბლოკირება-შეკავება და შესაბამისად საკუთარი ქყუოთერის ან რანინგ ბექის დაცვაა. ოფლაინმენები იყოფიან მცველებად (offensive guards, OG) და მბოჭავებად (offensive tackls, OT). როგორც წესი ცენტრის მარჯვნივ და მარცხნივ გარდები დგანა, მათ გვერდზე კი თექლები.
თამაშის წესებით სკრიმიჯის ხაზზე სავალდებულო წესით უნდა იმყოფებოდეს მინიმუმ 7 თავდამსხმელი, დანარჩენები კი შეზღუდულები არ არიან სასტარტო პოზიციის შერჩევასა და გადაადგილებაში, ოღონდ ერთი პირობთ, უნდა განლაგდნენ სკრიმიჯლაინის უკან. რანინგ ბექების, რისივერების და ტაიტ ენდების ოდენობა ყოველი კონკრეტული გათამაშებისას შეიძლება შეიცვალოს მწვრთნელის ან/და ქუოთერის შეხედულებისა და მოთხოვნისამებრ, გამომდინარე თუ რა სახის კომბინაცია თამაშდება, რადგან ყველა კომბინაცია თავის განლაგებას და შემსრულებლებს მოითხოვს. მაგალიტად თუ გუნდს 1 იარდი აქვს გასავლელი პირველი დაუნის მოსაპოვებლად დიდი ალბათობით ამოტანის კომბინაცია, გნებავთ რაშინგი ვუწოდოთ მას, გათამაშდება. შესაბამისად შეიძლება 2 რანინგ ბექი და 3 ტაიტ ენდი ვიხილოთ ამ დროს. სხვა შემთხვევაში კი, მაგალითად როდესაც მესამე ცდაზე გუნდს 22 იარდი აქვს გადასალახი პირველი დაუნის მოსაპოვებლად, ბუნებრივია ის რაშინგით არ ეცდება ამის გაკეთებას, ამიტომ ამ დროს მოედანზე შეიძლება ერთდროულად 4 ან სულაც 5 რისიევრი ვიხილოთ. ეს რაც დავწრე ფრიად პირობითი აღწერილობაა, ყველაფერს განსაზღვრავს სათამაშო სიტუაცია, შესაბამისად დანიშნული კომბინაცია და ამ კომბინაციის განსახორციელებლად შერჩეული ფორმაცია.
დაცვა ანუ defensive teamუკეთ აღსაქმელად პატარა ნახატი გამოვიყენოთ

წინა ოთხი მცველის მოვალეობა, რომელთაც
defensive lineman-ები ეწოდებათ, მეტოქის გარღვევის შეჩერება-დაბლოკვაა. შესაბამისად ესენიც იყოფიან დიფენსივ ენდებად (DE) და დიფენსივ თექლებად (DT). ეს ხალხი უზარმაზარი მასით, აღნაგობითა და უზომო ძალით გამოირჩევა, განსაკუთრებით მბოჭავები არიან ბეგემოტ-მარტორქის ნაჯვარები. თექლებს უფრო ვიწრო სპეციალიზაცია აქვთ - რანინგ ბექის შეჩერება, დიფენდები კი ქუოთერებზეც საკმაოდ ხშირად ნადირობენ. ნუ ქუოთერზე არც თექლი იტყვის უარს თუ მიუშვი, მაგრამ გამომდინარე მათი ამოცანიდან და წონა-კომპლექციიდან, თუ რამე სასწაული არ მოხდა თექლებს სულ წიხლზე კიდიათ ქუოთერიც და ტაიტ ენდიც რისივერთან ერთად

მოკლედ ვიწრო სპეციალიზაცია აქვთ.
მათ უკან სამი ლაინბეკერია განლაგებული, რომელთა ძირითადი მახასიათებლებია სისწრაფე, დიდი ჯანი და რაც მთავარი და ყველაზე სასურველია სწრაფი აზროვნება იმიტომ, რომ ლაინბეკერები უნივერსალური მოთამაშეები არიან და სათამაშო სიტუაცია-მეტოქის კომბინაციიდან გამომდინარე უსწრაფესი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ვარიანტები კი უამრავია, წინა ოთხეულის დაზღვევა ამოტანის დეროს, შეძლებისდაგვარად ქუოთერზე ნადირობა, ბლიცის დროს წინა ზონაზე დაწოლის გაძლიერება, უკანა ზონის დაზღვევაში დახმარება, ბლიცის ილუზიის შექმნა და უცებ უკანა ზონაზე გადაწყობა, ქუოთერის საშუალო პასის აღსაკვეთად და კიდევ უამრავი რამ. ერთი სიტყვით ტაიტ ენდის ერთგვარი სარკისებრი ანარეკლია

სტანდარტულ განლაგებას, რომელიც ნახატზეა წარმოდგენუილი 4-3 ეწოდება, ზოგჯერ ის ფორმას იცვლის და 3-4 გარდაიქმნება. ესაა ძირითადი ფორმაციები თავისი ვარიაციებით.
ამ შვიდეულის უკან განლაგებულია კიდევ ოთხი მცველი, რომელთაც ზოგადად დიფენსივ ბექ ეწოდებათ და შედგება ორი ქორნერბექისა და ამდენივე სეიფთისგან.
ქორნერბექი (cornerback,CB) - განაპირა მცველები, რომელთა ძირითადი ფუნქცია ფლანგების გადაკეტვა და რისივერების პერსონალური ე.წ. მენ თუ მენ მეურვეობაა... ერთი სიტყვით ანტირისივერ-ანტიტაიტ ენდები არიან
სეიფთი (safety, S) - სულ ბოლო უკანა მცველები, არსებობს ორი ტიპის -
სთრონგ სეიფტი (stong safety, SS) და
ფრი სეიფტი (Free safety, FS). პირველი მათგანი აკონტროლებს შუა ზონას ანუ ზონას დიფლაინმენებსა და საკუთარი ენდზონას შორის, ხოლო ფრი სეიფტი კი ყველას მამიდა-მზღვეველია, დაცვის ბოლო კაცია, ადრე ფეხბურთში ლიბერო რომ იყო დაახლოებით მაგ პონტში ანუ მისი მოვალეობა სხვა ყველაფერთან ერთად სხვისი შეცდომების გამოსწორებაცაა.
სუპერ ბოულის ისტორიაწინა თემებიNFL - 1NFL - 2NFL - 3წინა თემის TOP მპოსტავები» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Tom Brady 187
Manchester. 182
true_blood 163
T@chka 163
Donnie 153
pharaoh 130
misterio 125
Valianti 121
Roman Legion 89
MuFaS 73