აქა მშვიდობა
ვათვარიელებ ამ თემას და ბევრ საინტერესო ინფოს ვაწყდები, რომელიდანაც ბევრი გამომადგა. რაც შევამჩნიე, ბევრი დამწყები შემოდის კითხულობს სავარჯიშო პროგრამაზე, იქნებ ჩემი მაგალითი გამოადგეთ, რადგან დაწყებაა ყველაზე ძნელი.
მეც დამწყები ვარ, ოთხი თვეა რაც დარბაზში დავდივარ რეგულარულად (კვირაში 4-ჯერ). მანამდე ფეხი არ მქონდა შედგმული, და პირველად რო შევედი როგორც პირველკურსელი უნივერსიტეტის კორიდორებში, ისე გზააბნეული დავეხეტებოდი ტრენაჟორებს შორის.
თუმცა გზააბნეულობის პერიოდმა გაირა და ოთხი თვის თავზე შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დარბაზში სიარული ცხოვრების სტილად იქცა, ისეთივე ნატურალურ პროცესად როგორიც თუნდაც ჭამა და სექსია.
მთავარი კითხვა: რას მინდა რო მივაღწიო? დავიწყებ იქიდან რო მასაში არ მინდა წასვლა. არ მინდა "ბალქინგ" და "გამოშრობის" რეჟიმები, ანუ კვება სულ ერთ რეჟიმში რო მაქვს. ნელი ტემპით კუნთის მატება/შენარჩუნება და ფორმის მიცემაა მიზანი. იდეალური აღნაგობა? ვულვერინი. მოვიმატო ჯანი და ჯანმრთელობა. აი "თავს რო შენს ტყავში"-ს პონტი.
კვება 80% იაო რო ამბობენ მართალია:
კვების მთავარი წესები: 1) ჭამე ნატურალური (რაც შეიძლება ნაკლებდამუშავებული პროდუქტები), 2) ჭამე ბევრი ბოსტნეული 3) არანაირი გადამუშავებული შაქარი (უარი ყველანაირ ტკბილეულს,გამაგრილებელ სასმელები მათ შორის 100% ხილის წვენები), 3) მაქსიმალურად შეამცირე ნახშირწყლები ბურღულეულისგან (პური, მაკარონი, ბრინჯი), 4) ჭამე ხშირად
თითქოს შემბოჭველია, მაგრამ ესე გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია. გამონაკლისებიც არის: მაგალითად დღიური 25 გრამი შავი შოკოლადი (70%+ კაკაო), კვირაში ერთხელ ნაყინი. ზოგადად ოპტიმალური 85%-15% რეჟიმი. (სადაც 15% ჩითინგია).
მაკრონუტრიენტების საუკეთესო კომბინაცია ჩემთვის არის 40% ცხიმი - 30%/30% ცილები და ნახშირწყლები.
ვარჯიში:
აკეთე რთული მოძრაობები (ჩაჯდომა (სასურველია ყოველ ვარჯიშზე), დედლიფტი, წოლჟიმი) მაქსიმალურად დიდი წონით (80% 1რმ). ასევე ვუნაცვლებ pull ups, dips, pec flys, rows. 5x5 ოპტიმალურია პირველი ტიპის ვარჯიშებისას, 12X4 ზე მეორე ტიპის ვარჯიშებისას. სუფთა ვარჯიშის დრო (პირველი სეტიდან ბოლო სეტამდე ) 1:10-1:30. შესვენებები სეტებს შორის 30-90 წამი.
შედეგად, მოვიმატე ორი კილო, ძირითადად კუნთის ხარჯზე, ძალა გამეზარდა საგრძნობლად (ჩაჯდომას ჩემი წონის 150% ით ვაკეთებ უკვე ხუთი გამეორებით, 23 აზიდვა ორძელზე ერთი მისვლით), მაქვს სიქს პექ, მკერდი კიდე უფრო გამომეკვეთა წელის ფონზე (მკერდი 104, წელი 72).
საკვები დანამატებიდან მხოლოდ 100% ვეი იზოლატს ვსვავ (ზერო) ბოლო ორი თვეა (დღეში ერთხელ 20 გრამი პროტეინის შემცვევლი დოზა). ვფიქრობ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია მულტივიტამინების, თევზის ქონის და კრეატინის მიღება დავიწყო თუ არა. არ მინდა ორგანიზმი ზედმეტი ქიმიით დავტვირთო..
მოკლედ ეს ყველაფერი მე შედეგს მაძლევს ამ ეტაპზე. თუმცა ყველა ინდივიდუალურია.