როგორც იქნა ვაიძულე თავს და დარბაზში მივედი პირველად ცხოვრებაში. (ნუ წყალბურთზე დავდიოდი მთელი სკოლის პერიოდი

მაგრამ ეგ არ ითვლება 10-15 წლის წინ იყო

)
ნუ ჯერ არაფერი მაგრამ გამისწორდა. 4 დღეა დავდივარ ყოველ დღე. დაახლოებით საათნახევარი-ორი საათი. მგონია რომ გავქაჩავ კაი ხანი სიარულს, ნუ პროგრამა მინიმუმი 6 თვე მაქვს და რაც მეტი მით უკეთესი.
ზოგადად კვირაში 5 დღეს ვაპირებ. ან მერე ხამივით რომ აღარ ვიქნები ყოველ მეორე დღეს.
ჯერ მარტო კარდიოებს ვაკეთებ ველო, ძუნძული/სირბილი და კიბეები, თხილამურები. და ძაან ცოტა პრესს.
დავიბოღმე გარშემო უმრავლესობა რა კარგ ვიდზეა.
მოკლედ ვარ 1.80 , 98 კილო ოღონდ იმენა უვარჯიშებელი, ღიპი და თეძოები და ძუძუები მაქვს

ტეხავს 27 ბიჭი ესეთ ვიდზე : )
ეხლა რას მირჩევთ პირველ რიგში ალბათ წონის დაგდება დამჭირდება ხო?
კვების და ძილის პრობლემა არ მაქვს. ძილით 10-11 ვიძინებ 8-მდე.
ჭამის დაცვაც შემიძლია არაფერი არ მეზიზღება და არ ჭამის ნებისყოფაც მაქვს. ეს 4 დღეა დღეში 3 ჯერ ხან გრეჩიხას-ბრიჯნს ხან კვერცხს-ქათმის ხორცს ვჭამ ძირითადად. ნუ სიაც ვნახე ეხლა პირველ გვერდზე და მივაწვები რაც იქ წერია. სუპები მოჟნა? მაგრა მიყვარს (ტყუილს რომ ეძახიან, სოკოს, მჟაუნას, მაწვნის, ჩიხირთმა და ა.შ. ).
რასაც ეს ტრენაჟორები მიწერს თითო მისვლაზე 800-1000 კალორიას ვწვავ თუ სანდოა.
ღიპი, თეძოები და მკერდისთვის რა უნდა გავაკეთო ან როდის დავიწყო, ჯერ კარდიო ხო არ ვაკეთო სულ, რომ ცოტა დავაგდო წონა?
This post has been edited by ანდროიდი on 12 Nov 2015, 12:36