HellTicketუნდა ჭამო, მაგრამ მაგდენი ზედმეტია ნამდვილად ძილის წინ
ნახშირწყლების "ფანჯარაც" ღამე სადაო თემაა ჩემი აზრით. მე მაგალითად ეგრე გვიან ძირითადად ცილებს მივიღებდი და მიზერულ რაოდენობა ნახშირწყალს. სხვა სხვანაირად ფიქრობდეს შეიძლება.
კალორიების დათვლა მარტივია. უნდა აწონო რასაც ჭამ და ნახო კალორიების რაოდენობა ან გუგლში, ან კიდევ უკეთესი - შეფუთვაზე.
აწონე ჯამში რამდენ გრამ წიწიბურას ხარშავ მთელი დღისთვის, აწონე ყველი, აწონე ფილე (საშუალოდ 200 გრამიანია 1 ფილეს ნაჭერი).
აი მაგალითად ქათმის ფილეს შემადგენლობა 100 გრამზე:
https://www.google.ge/?gws_rd=cr&ei=PZk0WPT...reast+nutritionწიწიბურაზე ჯობია შეფუთვაზე ნახო, სხვადასხვა წიწიბურა სხვადასხვა რაოდენობას შეიცავს ნახშირწყლებს და ცილებს.
ყველზე როგორც წესი არ წერია ხოლმე წონით რომ ყიდულობ, მაგრამ დაახლოებით გამოთვლა შეიძლება.
აწონე, დათვალე და ჩვენც დაგეხმარებით სწორად კალორიების რაოდენობის დაანგარიშებაში.
იმდენი გამოგდის შენ კალორიები დღის განმავლობაში, რომ მაგდენის დაწვას ვერ ახერხებ ვარჯიშით. შესაბამისად, წონაშიც იმატებ.
ან კიდევ, ვარჯიშის დოზა უნდა გაზარდო, მაგრამ სადამდე? ასეც და ისეც, ჯერ კალორიები უნდა დათვალო აუცილებლად რომ გაიგო რა მიმართულებით უნდა წახვიდე.
ჯერ მარტო რომ შეხედო, 800 გრამ ფილეს თუ ჭამ დღეში, 248 გრამი ცილა გამოგდის მარტო მაქედან (ოვერდოზა) და ქოლესტერინის დღიური დოზის 224% (სერიოზული გადაჭარბება). + ცხიმი 28.8 გრამი.
მერე ყველი ცხიმიანია ზოგადად ძალიან ისედაც. ცხიმის დღიური დოზის გადამეტებაც გექნება ნამდვილად.
მოკლედ, დავთვალოთ და შენით დაინახავ სად უნდა მოაკლო და სად უნდა მოუმატო.
This post has been edited by Power_VANO on 22 Nov 2016, 23:24
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.