X_Datka_Xგაუმარჯოს. კარგად ვარ, თავად?

მოკლედ, წონაში მომატება დაკლებას რაც შეეხება, არსებობს ერთი ფიზიკის კანონი, რომელსაც ემორჩილება ყველა ჩვენგანი. ეს ფიზიკის კანონი ბოდიბილდინგისა და ფიტნესის თემაში გამოიხატება შემდეგნაირად - მიღებული ენერგია (კალორიები) აღემატება დახარჯულ ენერგიას (კალორიებს)? მაშინ ხდება წონაში მატება. ხოლო, თუ მიღებული კალორიების რაოდენობა უფრო ნაკლებია ვიდრე დახარჯულის, მაშინ ხდება წონაში კლება. ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონი თერმოდინამიკიდან

ანუ გვაქვს შემდეგი განტოლება მიღებული კალორიები = დახარჯული კალორიები. ინგლისურად ამ საკითხს შემოკლებით ეძახიან CICO (calories in, calories out).
კალორიების მიღება ხდება საკვებიდან და სასმლიდან, ხოლო დახარჯვას რაც შეეხება იხარჯება ორგანიზმის სასიცოცხლოდ (ყველაზე მეტი წილი ამაზე მოდის), მერე საჭმლის მონელებაზე (საშუალოდ მიღებული საკვების კალორიულობის 10%), სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებზე რასაც აკეთებ დღის განმავლობაში და ბოლოს ვარჯიშზე.
შესაბამისად, შენს შემთხვევაში თუ გინდა რომ არ მოხდეს წონაში კლება სულ მიცრე ანდა სულაც წონაში მატება წავიდეს, მაშინ უნდა მოუმატო კვებას ან/და მოუკლო ფიზიკურ დატვირთვას დღის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში სასწორი გადაიხრება მიღებული (შენარჩუნებული, არადახარჯული) კალორიების მხარეს და წონაში აღარ დაიკლებ.
ეს არის თეორია რომელსაც წყალი არ გაუვა, რადგან დაფუძნებულია ფიზიკის კანონებზე და მრავალჯერ არის უკვე დამტკიცებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა სწრაფი მეტაბოლიზმი გაქვს თუ ნელი, დღის განმავლობაში შუაზე იხევი ჭამისგან თუ რას აკეთებ, თუ ვერ იმატებ წონაში ეს უეჭველად ნიშნავს იმას, რომ დახარჯული კალორიები უფრო მეტია ვიდრე მიღებული და ამ პროცესის უკუშექცევისთვის მოგიწევს კიდევ უფრო მეტის ჭამა

პრაქტიკას რაც შეეხება, ერთადერთი შემიძლია ჩემი გამოცდილება გაგიზიარო წონის მატებასთან დაკავშირებით:
ჩემი დღიური რაციონი, როდესაც მოვიმატე წონაში და 90 კილოგრამიდან ავედი სადღაც 105-მდე იყო შემდეგი-
დილით 5 შემწვარი კვერცხი, ნახევარი პური, ტყემალი
შუადღეს 1 ქათმის ძვლიანი მკერდი (სადღაც 600 გრამი, შეიძლება მეტიც), ნახევარი პური, ტყემალი, სალათი.
დღის განმავლობაში ასევე თუ რამე სნექი გაიჩითებოდა იმაზეც არ ვამბობდი რა თქმა უნდა უარს.
საღამოს 2 შეკვრა ხაჭო, თაფლი ბანანი, ჰერკულესი რძითა და ქიშმიშით, რამე ტკბილეული.
ასევე ვაკეთებდი სახლში მასსგეინერ შეიკებს - პროტეინი 1-2 კოვზი, რძე/წყალი, ბლომად ჰერკულესი, არაქისის კარაქი - ერთი 1200 კალორიაზე თავისუფლად ადიოდა. ვსვამდი სადღაც 10 წუთში, და კუჭი ცარიელი იყო უკვე სადღაც 1-1.5 საათში, მაშინ როდესაც იმავე კალორიულობის საკვები რომ მიმეღო ერთი 4-5 საათი ვერაფერს ვერ შევჭამდი.
ასევე წონაში მატებას ხელი შეუწყო - სამსახურის დაწყებამ და ოფისში ჩაჯდომამ, მერე სატრანსპორტპო საშუალების ყიდვამ, ანუ მაქსიმალურად შემცირდა ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა ცუდია ჯანმრთელობისთვის - ჯობია ფიზიკური აქტივობა შეინარჩუნო და კვებას მოუმატო.
* * *
Ikidebaსავარჯიშო წონებს და მოცულობას (მისვლაXგამეორებებზე) თუ არ მოუმატებ მაშინ იმ დონეზე შეგინარჩუნდება, რა დონეზეც გაქვს, შეიძლება ოდნავ გაიზარდოს/გამკვრივდეს.