მალე სამი თვე გავა რაც მხარი ამოვიგდე.
ნუ აგვისტოში ბოდივეით კროსფიტულ მოძრაობებს დავუბრუნდი, ძირითადად სინდის ვაკეთებდი უპრობლემოდ, აზიდვები, აჯიმანიები და ჩაჯდომების სუპერსეტები. ცურვაც დავიწყე, თუმცა ბატერფლაიზე დისკომფორტი მაქვს (მაგრამ ნელ ნელა ვეჩვევი უფრო).
მასლ აპები არ მიცდია.
სექტემბრიდან, როცა დავბრუნდი დარბაზში, მხრის ტრამვა მაინც ძალიან შემზღუდველი აღმოჩნდა. ბენჩზე მარცხენა მხრის მყესები მტკივა როცა ბოლომდე მიმაქვს ვაკეთებ, თუნდაც მიკი მაუსი წონით - 60 კილოთი. ამიტომ ბენჩს ვერ ვაკეთებ. ვერც ზურგით ჩაჯდომებს, რადგან მარცხენა მხარში აღარ მაქვს საკმარისი მობილურობა რომ ძელი ზურგს უკან დავიჭირო.

ამიტომ ფრონტ სკვატებს ვაკეთებ მარტო. დედლიფტებს ნელ ნელა შევეჩვიე და 140-ს უპრობლემოდ ვაკეთებ. მეშინია მაღალ წონებზე ასვლა (ტრამვამდე 205 მქონდა გაკეთებული 67 კილო ბოდივეითზე). შოულდერ პრესს სხვათაშორის გაცილებით ადვილად ვაკეთებ ვიდრე ბენჩ პრესს, 60 კილოზე არ მტკივა მხარი. მაგრამ მარცხენა მხარი გაცილებით სუსტი მაქვს მაინც. მარჯვენა მხრით 20 კილოანი კეტლბელით ადვილად ვაკეთებ შოულდერ პრესს, და მარცხენა მხარით ბიძგი უნდა მივცე ფეხებით.
მანქანებით ვაკეთებ მძიმე სკვატებს ხოლმე, და ზურგის ვარჯიშებზე, სიტყვაზე წონით ფულაფები, ლატ ფულდაუნები, ბენდ ოვერ როუ, არ მიშლის ტრამვა ხელს. ვიზუალურად კარგ ფორმაში ვარ.
ყველაზე დიდი დარდი ისა მაქვს რომ მხრის მობილურობა დავიბრუნო ბოლომდე, რომ შევძლო ბექ სკვატების გაკეთება.