გასლი ყოველ რბოლაზე, უკეთეს და უკეთეს შედეგს დებს, დიდი პროგრესი განიცადა და შედეგებზეც აისახა.
ჭ კლასის გუნდში კია მაგრამ ფაქტია ფრთები მანდ გაშალა, კარგად მოერგო გუნდსაც და მანქანასაც, ბოლომდე წურავს ბოლიდს, თავადაც მაქსიმუმს დებს, სხვანაირად მეოთხიდან დაწყებულს მეოთხეზე ვერ დაასრულებდა. მემგონი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პილოტია მიღწეული შედეგით.
რაც შეეხება ტრეკს, მაყურებლის თვალით დანახულიდან არ გაინსაზღვრება მაინც. მთავარია პილოტებს როგორ მოსწონთ.
ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია, პილოტებსაც მაგრად უსწორდებათ. ყველანაირად დატვირთული და მგონი ერთ-ერთი რთული ტრეკია ტექნიკურად, საბურავების მჭამელია და ასეთ ტრეკზე, გუნდების მხრიდან პიტსტოპების სტრატეგიაც გადამწყვეტია, შესაბამისად სანახაობაც დაძაბული. ჩემი ფავორიტი ტრეკი გახდა და მრბოლელებისთვისაც სასიამოვნო-საინტერესო და დაძაბული იყო.
რბოლის კულმინაციას რაც შეეხება მაქსმა ყველაფერში აჯობა ლუისას, ყოველ კომპონენტში.
ჯერ კიდევ კვალიფიკაციაზე პოული რომ მოიპოვა, DRS არ გაეხსნა და ლუისას მაინც აჯობა.
სულ მეგონა ბოლო წრეებში აი ეხლა გაუსკდება საბურავი ან ეხლა თქო... შეჭმული იყო ყველანაირად და კიდე უბერავდა მაინც, რატომ არ დააგდო სიჩქარე, ცოტაც და აზერბაიჯანივით დაემართებოდა...
მოკლედ ეს იყო ლუისასთვის ინდიკატორი იმისა რომ, დამთავრდა მისი ზეობაა, თუმცა არ გატყდება და ამას არ აღიარებს.
ეს ჩეკო კიდე რა ხილია... ტრაკიდან უნდა დააწყებინო რბოლა, მაგას ეგრე უფრო კარგად გამოსდის. ტოპ ხუთეულში რბოლას არაა მიჩვეული და რა ჰქნას, ისევ თავის "ტოლებს" თუ გაეჯიბრება
მოკლედ ამ ბოლო ერთ თვიანი პერიოდით პირველად ვისიამოვნე რბოლით, სანახაობა ვნახე რასაც ჰქვია.
This post has been edited by lasha16 on 6 Sep 2021, 01:47