სეტანტას შეგნებული სტილია, როგორც ჩანს, ეგეთი ტიპის წამყვანები: ფეხბურთზეც ძალიან მიჭირს მათი რეპორტაჟების მოსმენა - უძლიერესი, უზუსტესი, ულამაზესი, სასწაული და ა.შ. თან იგრძნობა, ა ლ'ა ხატოვანი და ჩახუჭუჭებული ტექსტებიც წინასწარ აქვთ მომზადებული და დროს ელოდებიან, რომ ჩააკვეხონ ხოლმე სადმე

დონ'თ გეთ მი ვრონგ, მომზადება ცუდი კი არ არის, მაგრამ უადგილოდ ნათქვამი ძალიან ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ფეხბურთზე. ფორმულაზე ადრეც დავწერე აქ: ახალი აუდიტორიის მოზიდვისთვის, ალბათ, ასეთი მიდგომაც საჭიროა - დაახლოებით იმას ჰგავს, სიტკომებს რომ ადებენ ხელოვნურად სიცილებს

მაგრამ ჩემთვის, პირადად, ძალიან დამღლელია. დიდ ეკრანზე თუ არ ვუყურებ, "ლევი" სტრიმებს ვრთავ ხოლმე. ადრე ჰყავდათ წამყვანი, ნიკა ერქვა მგონი, ნორმალურად საუბრობდა, მაგრამ კარგა ხანია, აღარ გამოჩენილა. მეორე უკიდურესობა პირველ არხზე მევლუდ მელაძე იყო - მანდ ჩამოგეძინებოდა სულ რომ სუპერ რბოლა ყოფილიყო

ასე, რომ, როგორც ყველაფერში, აქაც ზომიერებაა საჭირო.
ბარსელონას რაც შეეხება, ეს ტრეკი ყოველთვის ერთგვარი ეტალონი იყო, სადაც წინასასეზონო ტესტები ტარტებოდა. შესაბამისად, უმეტესად კარგი გუნდი და მანქანა იმარჯვებდა აქ ანუ მაკები ჩვენ შემთხვევაში, თუმცა როგორც წინა რბოლებმა გვანახა, სწრაფ მოსახვევებიან ტრეკებზე (სუზუკა, ჯიდა, იმოლა) რედბულები საკმაოდ კონკურენტულები არიან და კარგი ბრძოლა გველის.
This post has been edited by kwinto on 31 May 2025, 15:33