ქართული (QWERTY) კლავიატურის მხარდაჭერა WinXP-ში1. შედით Control Panel-ში;
2. აირჩიეთ Regional and Language Options პარამეტრი;
![user posted image](http://bp2.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUk5zPUcpI/AAAAAAAAACo/EUK1LL8gqG4/s400/Regional%26Language.jpg)
3. გადადით ჩანართზე Languages;
![user posted image](http://bp3.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUmXDPUcqI/AAAAAAAAACw/J0jT7n4XcYs/s400/Install+Files.jpg)
და შეამოწმეთ არის თუ არა მონიშნული ველი:
Install Files for complex script and right-to-left languages (including Thai)
თუ ველი მონიშნული არაა, მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკზე OK.
ღილაკზე დაჭერის შემდგომ სისტემა მოგთხოვთ Windows XP-ის
საინსტალაციო დისკს. ჩადეთ დისკი დისკწამყვანში და დაელოდეთ
საჭირო ფაილების ჩატვირთვას.თუ იმ მომეტში არ გაქვთ XP-ს საინსტალაციო დისკი, არსებობს შესაბამისი არქივი, რომელშიც თავმოყრილია ყველა საჭირო DLL ფაილი.
ვეცდები უახლოეს მომავალში აგიტვირთოთ ეს არქივიც და სრულად მოგაწოდოთ მის ინსტალაციაზე ინფორმაცია.4. ჩამოტვირთეთ
ka_qwerty.zip არქივი და გაშალეთ იგი თქვენს კომპიუტერში;
5. გაუშვით ფაილი ka_qwerty.msi
![user posted image](http://bp0.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUm2TPUcrI/AAAAAAAAAC4/_b389q7x8rg/s400/ka_qwerty.jpg)
და დაელოდეთ ინსტალაციის დასრულებას სანამ არ
გამოვა ფანჯარა:
![user posted image](http://bp2.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUnSzPUcsI/AAAAAAAAADA/N9zaLFgrrwM/s400/Finish.jpg)
ინსტალაციის დასასრულს დააჭირეთ ღილაკზე Close;
6. შედით ისევ Control Panel -> Regional and Language Options -> Language -> Details…
![user posted image](http://bp1.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUnqjPUctI/AAAAAAAAADI/k4stxc9rPtE/s400/Details.jpg)
ვაჭერთ Add ღილაკს:
![user posted image](http://bp1.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUpIjPUcwI/AAAAAAAAADg/gViXOVE95yU/s400/Add.jpg)
7. გამოსული ფანჯრის პირველ ველში აირჩიეთ Georgian,
ხოლო მეორეში Georgian (QWERTY)
![user posted image](http://bp1.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUn6jPUcuI/AAAAAAAAADQ/sf4zhs_AEJQ/s400/GeoQWERTY.jpg)
8. ვაჭერთ OK ღილაკს
![user posted image](http://bp1.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUoQjPUcvI/AAAAAAAAADY/dIMGpUBiQ9A/s400/OK.jpg)
9. განლაგების დამატების ბოლო ეტაპზე ფანჯარა შემდეგნაირად
უნდა გამოიყურებოდეს:
![user posted image](http://bp1.blogger.com/_ZuPsyBAG1HU/RgUphjPUcxI/AAAAAAAAADo/RoetZznTeRY/s400/Done.jpg)
10. ვაჭერთ OK ღილაკს.
თუ გსურთ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენ წარმატებით დაამატეთ ქართული ენის განლაგება კომპიუტერში თუ არა? დააკვირდით ამოცანათა ზოლზე საათის მაჩვენებლის მარცხნივ მდებარე ენის ნიშანს, სადაც EN განლაგებასთან ერთად დაემატება KA განლაგება. შესაბამისად EN ნიშანის გააქტიურებისას შეგიძლიათ კომპიუტერში აკრიფოთ ტექსტი ლათინური სიმბოლოებით, ხოლო KA-ზე გადართვისას შეგიძლიათ დაწეროთ ქართული სიმბოლოებით. კლავიატურიდან ქართულიდან - ინგლისურზე ან ინგლისურიდან - ქართულზე გადასართავად გამოიყენეთ ცხელი კლავიში ALT + Shift. * * *
მოცემული გადაწყვეტილება აერთიანებს შემდეგ თემებს:
პრობლემები უნიკოდთანსილფაენიც მაქვს და ka-დრაივერიც, მაგრამქართული კლავიატურის მხარდაჭერადამეხმარედ, ჩემი კლავიატურა არ ემთხვევა ქართულ ასოებს.ქართულის ნაცვლად კუბიკებიქართული კლავიატურა Windows XP-ის რუსულ ვარიანტზეუნიკოდის დაყენება მინდოდა და....გადახედეთ ამ თემებს და თუ კიდევ რაიმე შეკითხვები გექნებათ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება არ გახსნათ ახალი თემა და აქ დაწეროთ არსებული პრობლემები.
ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ახალ-ახალი თემები ერთი და იგივე საკითხზე და იქნებ ერთ თემაში გაგვეერთიანებინა
* * *
დიდი მადლობა წინასწარ,
თქვენი კომოდი