Aietgioalhaz თვითონ გეტყვის, ეს საცდელად დააგდო, ახლა მგონი სრულს აკეთებს

სახლში დავაყენე მე, და ქართული არც თუ ისე ძნელი დასამახსოვრებელია.
თუმცა სიჩქარე ჯერ ისევ ნელია.
როგორც ვიცი, ფეხსაცმელზე თასმების შეკვრისას ტვინი აღარ ფიქრობს ამოცანის გადაწყვეტაზე, ანუ თითები ავტომატურად აკეთებენ ამას

(დაახლებით ასეა), ასევეა ამ განლაგების ათვისების პრინციპი, იცი სად არის ყველა ასო, მაგრამ ჩქარი ბეჭდვის დროს თითები ისევ ლატ-ზე გარბიან

ერთი რამე მოხდა კიდევ, ასეთი დაკვირვება , მე ავიღე ისეთი კლავიატურა სადაც მხოლოდ ინგლისური ასოები იყო, დავაწერე ქართულები მწვანე მარკერით, და ახლა ისე ჩანს მწვანე ქართული ასოები რომ ლათინური ბეჭდვის დროს ქართულებს ვხედავდი, გამიჭირდა თვითონ ლათინურადაც ბეჭდვა, მერე თითებს მივანდე , ანუ აღარ შევხედე კლავიატურას და შედარებით გამოსწორდა საქმე,
ახლა ვცდილობ, რომ თვითონ ქართულიც ასეთივე მეთოდით (ბრმა) დავიხსომო, რადგან ყველგან სადაც მიწევს მუშაობა კლავიატურას ვერ გავაფერადებ

მარკერით დაწერილი მაინც იშლება, ასეთი რამე უნდა ვცადო, სუვენირებს რომ აწერენ ასოებს ”პირიმზეში”, მივუტანო კლავიატურა და ამოვაკაწვრინო ასოები, ოდნავ მხოლოდ, მერე ისევ მარკერით, (ან სხვა რამით შევაფერადო ან ამოვავსო) შევაფერადო, მერე არა მგონია წაიშალოს
თბილისი ფორუმი ახალი თაობის კომკავშირელი ქაჯების სამფლობელოს დაემსგავსა...
სიკეთეში მოგახმაროთ.