სასიხარულოა რომ არამარტო როჯერის გულშემატკივარს უხარია მისი წარმატება, არამედ ნეიტრალურებსაც და კონკურენტებსაც, გარკვეული მიზეზების და გამო, მივესალმები ამ ქმედებას

ძალიან დიდი დადებითი ენერგია მივიღე ამ კონკრეტული თამაშით...
პირველ გეიმზე ისეთივე შემართებით არ გამოიყურებოდა როგორც შემდგომ...
როგორც კი საკუთარი მოწოდება წააგო, გამოცოცხლდა

პირველი 5 გეიმი ორივე ძალიან კარგად თამაშობდა, ლამაზი გათამაშებებით...
ნუ, როჯერი მაინც კლასია, თავისებურად შეიტყუებდა ხოლმე კუთხეში და "კანტროლკას გამოჰკრავდა" (ეს ხუმრობით

)
სხვათაშორის , უნდა აღვნიშნო რომ მოწოდება გამოასწორა, სირცხვილია ისე ამას რომ ვამბობ, თუ გავითვალისწინებთ მის კარიერას, სადაც მოწოდება ყოველთვის კარგი ჰქონდა...
მაგრამ ავსტრალიის შემდგომ ამ კომპონენტში მოიკოჭლა...
დღეს ყველაფერი რიგზე იყო, 80% მოგებული ქულების, სწორედ მოდიოდა მის მიერ კარგად ჩაწოდებული "პადაჩიდან", მშვენიერია...
ბადესთანაც გენიალურად თამაშობდა, 1-ხელ ისეთი რეაქცია გმოავლინა,ვავრინკაც გაოცდა

თავზე გადაგდებაც კარგი იყო ბოლოსკენ...
მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა რომ როჯერ ფედერერი ბრუნდება...
მადრიდი დაიდოს როჯერ!
ხო, სულ მავიწყდებოდა, რა კარგია მადრიდში ბურთის მიმტანი გოგოები რომ არიან...
ველოდები გულბისი-ლოპეზის თამაშის დასრულებას, რომელიც გაარკვევს როჯერის მეტოქეს...
არ დავმალავ და ვიტყვი რომ ფელიციანოს ვგულშემატკივრობ, მაგრამ რევანში მწყურია
This post has been edited by giga_barceloneli on 14 May 2010, 01:08