აუ ჩემი არგენტინელი როგორ დამარცხდა!

ჩემი დელპო

არაუშავს... ენდი კარგად თამაშოდა და რა ექნა? შემაჯამებელ ტურნირზე ვისაც ცხვირიდან სისხლი წამოუვა ის აუცილებლად აგებს... ეგ ამ ტურნირის ტრადიციაა (ზვონარევა)

ისე მართლა რა ველურია, ცხვირიდან სისხლისდენები სულ მაქვს და არ ვიცი რატომო... ნუ უკულტურობა მაინც რა არის რა

ერთი ანალიზს დრო დავიჯერო არ აქვს ამ უბედურს




ენდიმ განაცხდა ხუან მარტინი კარგად თამაშობს მაგრამ მე უფრო კარგი ტაქტიკა შევარჩიეო... ნუ თითქმის ესე თქვა... ამ ბიჭისთვის თავმდაბლობა უცხო ხილია?

დელ პოტრომ, როგორც პატარა ბავშვებმა თითქმის ყველაფერი თავის უიღბლობას დააბრალა... მე კიდევ მგონია, რომ გონებრივი შესაძლებლობები არ უწყობს ხელს, არადა ამხელა ძალის გამოყენება სწორად რომ შეეძლოს უფრო კარგი იქნებოდა
"ენდისთან მე ყოვლთვის მძიმე მატჩი მაქვს, ყველგან ყოველთვის 3 სეტს ვთამაშობთ. მას ცოტა იღბალიც დაეხმარა, მაგრამ სწორედ იღბალი გჭირდება მოსაგებად."


რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელსაც დღეს კოლიასთან (ნიკოლა დავიდენკო) თამაში ელის... ის შეიძლება ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების გმირად ჩაითვალოს, ამდენმა ქება-დიდებამ (და ხოტბის შესხმამ) ეტყობა ჯოკოზეც იმოქმედა და მისის თავმდაბალი განცხადედბიბის უკან უზღვავ ამბიციებს ვამჩნევ... ჩემი აზრით ნოვაკს თავდაჯერებული მცდარ გზაზე არ დააყენებს, პირიქით უფრო და უფრო კარგად თამაშობს

"მე არ ვთვლი რომ ფავორიტი, ან ნომერი პირველი ვარ. ყველა აქ შეკრებილ მოთამაშეს შანსი აქვს ტურნირის მოგების და ამიტომაცაა ასე საინტერესო"

ნადალისა და სოდერლინგის დღევანდელ თამაშში ჩემი უდავო ფავორიტი რაფაა, სოდერლინგის მიმართ არ ვარ ცუდად განწყობილი, მაგრამ როდესაც საქმე სოდერლინგს და რაფას შეეხება ყოველთვის ნადალისკენ ვარ

მაგრამ ვთვლი, რომ ამ შეხვედრაში ორივეს თანაბარი შანსი აქვს... სოდერლინგს კარგი გამონათებები აქვს ხოლმე და ხშირად ძალიან კარგად თამაშობს და მითუმეტეს ამ ბოლო დროს რაფას თამაშით დიდა აღფრთოვანებული არ ვარ

This post has been edited by black_mamba on 23 Nov 2009, 14:05