#41746132 · 24 Jul 2014, 21:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიმიტროვი, რაონიჩი, ტომიჩი მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა ჩემთვის ერთ თაობაში გადიან. ყველაზე ახალგაზრდა ამათში ტომიჩია, 92-იანი, არასტაბილურია მაგრამ იმედია "დალაგდება". დიმიტროვი 91-იანია, და წელს საკმაოდ სტაბილურად თამაშობს და წინსვლის დიდი პერსპექტივაც აქვს. რაონიჩი ამათზე დიდია, 90-იანია. ყველას კარლოვიჩი გონია, მაგრამ ამასაც შეუძლია თამაში და წლევანდელი თიხის შედეგებიც მოწმობს იმას რომ მხოლდო ჩაწოდებით არ იგებს. თავის სიტყვას იტყვიან ესენი ჩოგბურთში, ახალი ფედერერი და ნადალი არამგონია რომელიმე გახდეს თუმცა ამათ სახელებს ხშირად გავიგონებთ მომავალში.
შემდეგ "თაობად" მე ვთვლი ვესელს, ეს 93-იანია, ცაციაა და კარგი ჩაწოდებაც აქვს. ჯერ კიდევ ახალბედაა ტურში. ამავე თაობაში მოვიაზრებ დომინიკ ტიმს, თუმცა რატომღაც მგონია რომ ტიმი თიხის იგროკი იქნება.
ახლახან გამოჩეკილებში გავიყვან კირგიოსს, ზვერევს და კორიჩს. კირგიოსი ყველას გვახსოვს უიმბლდონიდან, ზვერევმაც წინა კვირაში დაგვამახსოვრა თავი, 17 წლსი ასაკში მიყოლებით დაამარცხა ჰაასე,იუჟნი,ჟირალდო და კამკე. თუმცა ფერერთან გაკვეთილი მიიღო. აი კორიჩის თამაში ჯერ არ მინახავს, უმაგის 1/4 ფინალში გავიდა დღეს.
--------------------
22 Grand Slam
Australian Open-2009, 2022 French Open-2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2020, 2022 Wimbledon-2008, 2010 US Open-2010, 2013, 2017, 2019
2 Olympic Gold Medal 2008 Beijing - Singles 2016 Rio de Janeiro - Doubles
|