ბევრი მიზეზია თუ რატომ ვერ უნდა მოიგოს
1) კერბერი გაცილებით უკეთეს ფიზიკურ ფორმაშია ვიდრე სერენა იყო, სერენას რომ თავის მაქსიმუმთან მაიხლოებულ ფორმაში ეთამაშა პლისკოვას მოუგებდა როგორღაც
2) ენჯის ბევრი წაგებული ფინალი დაუგროვდა (უიმბლდონი, ოლიმპიადა, ცინცინატი) დროა მოიგოს დიდი ტურნირი, ცინცინატიმდე პლისკოვასაც წაგებული ჰქონდა ყველა პრემიერ ტურნირის ფინალი და გატეხა ნავსი ეხლა ენჯის დრო მოვიდა
3) ცინცინატიში ასე თუ ისე წნეხი იყი კერბერისთვის, ყველა N1-ზე ლაპარაკობდა და პლისკოვასთან მოგებით N1 ხდებოდა, არ წაუვიდა თამაში და პლისკომ დამსახურებულად მოიგო, მაგრამ იგივე შეცდომას გაიმეორებს ენჯი? ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, N1 უკვე გახდა, სეტის წაუგებლად გავიდა ფინალში, პლისკოსთან დადებითი H2H აქვს.
4)პლისკოვა პირველად გავიდა სლემის მეორე კვირაში, 1/4 ფინალში, 1/2 ფინალში და აგერ უკვე ფინალშიც, ტიტული ნამეტანი ზედმეტია ამ ეტაპზე
რათქმაუნდა ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს მაგრამ 99% მჯერა რომ ენჯი მოიგებს, ეს ზღაპრული ზაფხული ტიტულით უნდა დააგვირგვინოს.
ეხლა დღევანდელ 1/2 ფინალებს რაც შეეხება
1) ნოვაკი-გაელი
გაელი სეტის წაუგებლად გავიდა 1/2 ფინალში, მართალი სერიოზული ძალა ჯერ არ შეხვედრია მაგრამ ის ფაქტი 15 სეტი მოიგო და 0 წააგო ძალიან ბევრს ნიშნავს თანამედროვე საჩოგბურთო ფსიქოლოგიაში და გაელის ბოლოდროინდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ მინიმუმ 1 სეტის მოგებას უდრის ეს ყოველივე, +ამას ჯოკო ნახევრად უთამაშებელი მივიდა 1/2 ფინალში.
რათქმაუნდა რომ ფავორიტი ნოვაკია და ასეც უნდა იყოს მაგრამ 1/2 ფინალში შემთხვევით არავინ გადის, გამოუცდელი ჩოგბურთელი არ არის გაელი და შეუძლია საუკუნის მატჩი დადოს და მოუგოს ნოვაკს, ჯოკოს მაქსიმუმი ამ ტურნირზე ჯერ არ გვინახავს, არც მონფილსს დასჭირვებია თავისი მაქსიმუმის გამოვლენა, ასე რომ გარკვეულწილად ამ მატჩით გამოჩნდება ვინ რისი მკისრებელია ( ნოვაკი ვიცით რაც არის მაგრამ მაინც)
3 სეტს გამოვრიცხავ. გაელის ცანცარის ამბავი რომ ვიცი მეეჭვება ნოვაკის დამარცხება შეძლოს, თუ ჯოკო კონცენტრირებული გამოვიდა შეცდომების კორიანტელი არ დააყენა
საბოლოო ვერდიქტი ჯოკო 4 სეტში, ან თუ რაღაც სასწაული მატჩი დადგეს 5 სეტიც შეიძლება, ოღონდ ჯოკო იგებს
2)სტანი-კეი
თითქმის ამათი ყველა მატჩი ვნახე ამ ტურნირზე და მინდა ავღნიშნო რომ ვავრინკასა და ევანსის შეხვედრა იყო საუკეთესო მატჩი ამ ოუფენზე, თავისი დრამატულობით და MP-ს გადარჩენით, ასეთი მატჩების შემდეგ ცხოველდებიან ხოლმე და ტურნირებს დებენ. 2014 ში კეიმ მოუგო სტანს თუ არ ვცდები 1/4 ფინალი იყო, ეხლა რევანშის დროა, მე კეისკენ ვარ და მინდა სლემი ვინმე ახალმა მოიგოს მაგრამ ენდის რომ არ ედებილა კეი ვერ უნდა მოსულიყო 1/2 ფინალში, ჯერ ხომ გონგს გადააყოლა მეოთხე სეტი ენდიმ და მეხუთეში 2-ჯერ გააკეთე ქამბეკის რიბრეიკი და მაინც ვერ გაქაჩა ბოლომდე. ფიზიკურად სტანი გაცილებით ძლიერია ვიდრე კეი და ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს თუ მატჩი 5 სეტიანი აღმოჩნდა.
ეს მატჩიც არ მგონია 3 სეტიანი. ჩაწოდება თუ წაუვიდა ვავრინკას ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი კოზირი. მიუხედავად იმისა რაც ეხლა დავწერე გული რატომღაც კეის ფინალის მიგრძნობს
ჩემი ვარაუდია კეი 4 სეტში
თქვენ რას ფიქრობთ?
პ.ს. კერბერი N1 გავხადე!!!!!!!!!!!!!!!! მისია შესრულებულია