ერთი 20-30 წლის მერე იმედია ისევ ვიქნებით ცოცხლები

)
კარიერის დასრულების მერე ბევრი რამ ვლინდება..
დღეს ATP-მ ნადალი რომ ამხილოს დოპინგში, ჩოგბურთს ეს უდიდეს ზარალს მიაყენებს
ან WTA თუ დაინტერესდება სერენა უილიამსის ''გარდასახვით''

ჩოგბურთის ბოსებს ძალიან აწყობთ ნადალ-ფედერერ-ჯოკოვიჩი
ბოლო 15 წელია ამ ხალხით არსებობენ, უდიდეს ფულს ატრიალებენ..
ამათ გარეშე ჩოგბურთი როგორც ასეთი დღეს წარმოუდგენელია..
თქვენ კიდევ მართლა გჯერათ რომ ამდენი წლის მანძილზე და ამხელა კონკურენციაში ამ სამი კაცის გარდა არავინ გამოჩნდა
რომლებიც იმტვრევიან, ოპერაციებს იკეთებენ, უწევთ თვეობით იძულებითი შესვენების გაკეთება, ვერ ვარჯიშობენ
მერე ბრუნდებიან და 22-25 წლის უმაგრეს ფიზიკურ ფორმაში მყოფ ბიჭებს ანადგურებენ..
ანადგურებენ არა ტექნიკით როგორც აქ იწერება, არამედ ''დიხანიით''
ძალიან დიდი იმედი მაქვს ციცი-ზვერევ-ტიმ-ხაჩანოვების
თორემ თქვენ 50 წლის ფედერერმა რომ მოიგოს დიდი სლემის ტურნირი, ეგეც არ გაგიკვირდებათ და ნორმალურ ფაქტად შერაცხავთ