A10ერთი კვირის წინ მქონდა ეგეთი შემთხვევა(ახლობელს დავეხმარე უცხოეთიდან პირადი ნივთების განბაჟებაში) ეხლა რა უნდა გააკეთოთ:
თუ ცალ-ცალკე საქონლის ინვოისები არ გაქვს უნდა გამოაყოლონ პაკინგ-ლისტი( ადგენს გამომგზავნი და იქნება მოხსენიებული მიმღები-ანუ თქვენ გვარი სახელი , მისამართი,იგივე უნდა ეწეროს კონოსამენტშიც!!!) სადაც მითითებული იქნება
ყველა (ვიმეორებ ყველა) საგნის: რაოდენობა ,ფასი(თუ ნახმარია მაშინ სავარაუდო ფასი, შეუძლიათ შეამცირონ ),წონა,
და რაც მთავარია სასაქონლო კოდიიი!(თუ კოდი არ ექნა ყველა ახალ კოდზე დეკლარანტები 10 ლარს გახდევინებენ, ჩვენს შემთხვევაში მარტო დეკლარაციის დაბეჭვდაში აიღეს 950 ლარი ).. ამ პაკინგ ლისტის საფუძველზე შეადგენენ დეკლარაციას თავისი დამატებითი ფურცლებით.
საბაჟო გადასახადი გაუქმებულია (თითქმის ყველაფერზე), მაგრამ 18% დ.ღ.გ- ს გადახდა მოგიწევთ მითითებული ფასებიდან+ ტრანსპორტირება(თუ კონოსამენტში წერია, რომ გადაზიდვა გადახდილია გამომგზავნის მიერ ეს ნიშნავს, რომ პაკინგ ლისტის ფასში გადაზიდვა უკვე შესულია ).
საბაჟო მოსაკრებელი 137 ლარი.
ტერმინალის მომსახურება 60-70 ლარი.
მთავარია კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება გადახდილი იყოს თქვენ ქალაქამდე სხვა შემთხვევაში ფოთიდან ჩამოტანა + 500-600 ლარი.
სამი დღე გექნებათ განბაჟება-ჩამოცლაზე მერე დემერიჯი იწყება.გისურვებთ წარმატებებს!