ისტორია
ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის 8 მაისს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. თავიდანვე ნათელი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ჯიპიაი ჰოლდინგი ერთადერთი კომპანია იქნებოდა საქართველოს სადაზღვევო სივრცეში, რომლის პრიორიტეტი ქვეყანაში მოქმედი საწარმოების თანამშრომელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა იქნებოდა. ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის წარმოდგენილნი არიან ,,თიბისი ბანკი” – ქვეყნის წამყვანი ბანკი და TBIH ჯგუფი – აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო კომპანია, რომელიც ფლობს და მართავს სადაზღვევო და საპენსიო კომპანიებს ბულგარეთში, რუმინეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, სერბეთსიში, უკრაინასა და რუსეთში.
,ჯიპიაი ჰოლდინგი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე აქტიურად შევიდა 2002 წლის დასაწყისიდან და საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში.
2006 წლის მონაცემებით კომპანია პირველ ადგილზე გადის სადაზღვევო კომპანიებს შორის მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის მიხედვით. 2006 წელის განმავლობაში ჯიპიაი ჰოლდინგის ჯამურმა გაყიდვებმა შეადგინა 8 149 061 აშშ დოლარი, წინა წელთან შედარებით ზრდის მაჩვენებელმა კი 87%-ს მოზიდული პრემიების მიხედვით.
2006 წელს კომპანიის ბაზრის წილმა 21.7% შეადგინა.
2006 წლის მონაცმებით ჯიპიაი ლიდერობს ასევე ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით: აქ კომპანიის გაყიდვებმა 3,745,000 აშშ დოლარი შეადგინა.
საპენსიო დაზღვევა კომპანიის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ჯიპიაი დღეისათვის უცვლელად ინარჩუნებს ბაზრის ამ მიმართულების ლიდერობას: კომპანიის საპენსიო სქემას 9000 - მდე ინდივიდუალური წევრი ყავს; მთლიანმა საპენსიო აქტივებმა 2006 წელს 940,000 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ბაზრის წილმა ამ მიმართულებით 42% შეადგინა.დღეს ჯიპიაი ჰოლდინგს საქართველოში ყველაზე ფართო სააგენტო ქსელი აქვს და შესაბამისად, მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს.
ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილობაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა ჯიპიაი ჰოლდინგის სწრაფი განვითარება ქართულ ბაზარზე.
ჯიპიაი ჰოლდინგის კორპორაციული კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციები. კომპანიას მყარი პოზიციები უკავია საცალო დაზღვევის ბაზარზეც.
მისია და მიზნები
ჩვენი კორპორაციული მიზანია:
შევთავაზოთ საქართველოს მოსახლეობასა და კორპორაციულ სექტორს გრძელვადიანი, ეფექტური და სოლიდური პარტნიორული ურთიერთობები, არასაბანკო ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრით.
ჩვენი სტრატეგიული მიზნებია:
გავხდეთ საქართველოში არასაბანკო მომსახურების ბაზრის ლიდერი;
გავხდეთ საქართველოს მოსახლეობის გრძელვადიანი პარტნიორი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
ჩვენი მიზნებია:
უზრუნველვყოთ კომპანიის სტაბილური ზრდა და მომგებიანობა;
საქართველოს მოსახლეობასა და კომპანიებს შევთავაზოთ თანამედროვე, მაღალი ხარისხის მომსახურება;
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოდ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის კერძო სექტორში დასაქმებულ მოსახლეობას, რომელიც დიდ ყურადღებას ანიჭებს საკუთარი სოციალური გარანტიების შექმნას
ქართულ საწარმოებს, მათ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შევთავაზოდ საიმედო დაზღვევა ბიზნესის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სფეროში.
ჩვენი პრინციპებია:
გამჭირვალობა;
თანამედროვე მენეჯმენტი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
მენეჯმენტი
კომპანიის მენეჯმენტი შედგება მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, ენერგიული და მოტივირებული პიროვნებებისგან, რომელთაც ძლიერი თეორიული და პრაქტიკული ბიზნეს გამოცდილება გაააჩნიათ. მენეჯმენტის ინტელექტუალური აქტივები მიმართულია მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიის შექმნაზე, რათა მაქსიმალურად იქნას დაკმოყოფილებული მათი მოთხოვნები და ამავე დროს მიღწეულ იქნას თვით კომპანიის სტრატეგიული მიზნები.
გიორგი კვირიკაძე – გენერალური დირექტორი
ლევან ზუროშვილი – ფინანსური დირექტორი
პაატა ლომაძე – მარკეტინგის დირექტორი
სოფო გასიტაშვილი – ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი
ნიკო რიჟამაძე – გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი დვალი – პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
მსხვილი კლიენტები
ჯიპიაი ჰოლდინგის კვალიფიციური და თანამედროვე მენეჯერთა ჯგუფი, წარმატებით ახორციელებს საქართველოში მოქმედი მრავალი ლიდერი კომპანიის კოპლექსურ სადაზღვევო მომსახურებას. ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ ყოველ პოტენციურ კლიენტში პარტნიორი, გავითვალისწინოთ მათი გრძელვადიანი მოთხოვნები და ვუჩვენოთ გადაჭრის საშუალებები. ჩვენს პარტნიორ - კლიენტ - კომპანიებს შორის არიან:
მერიოტ თბილისი
მერიოტ ქორთიარდ თბილისი
ფოთის პორტი
ბათუმის პორტი
თიბისი ბანკი
პროკრედიტ ბანკი
ამერიკის საელჩო
ვისოლი
საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია
ბრიტიშ პეტროლიუმი
ყაზტრანსგაზი თბილისი
თბილისის წყალი
ელიტ ელექტრონიქსი
სტანდარტ ბანკი
ჯეოსელი
ბილაინი
მაგთი
გუდვილი
წისქვილკომბინატი
ელიტ ელეკტრონისკი
GPIH -ის კორპორატიული ფასეულობები
ჩვენი კომპანიის საქმიანობის მთავარი არსი ადამიანების სიმშვიდეზე ზრუნვაა. დაარსების დღიდან ჩვენ ვცდილობთ დავამკვიდროთ საქართველოში სადაზღვევო და საპენსიო მომსახურების საუკეთესო ტრადიციები. ჩვენ მივისწრაფით, რომ სულ უფრო უკეთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და შევქმნათ ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ორგანიზაცია ქვეყანაში. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის ადვილი, მაგრამ გვაქვს რწმენა, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას, თუ გავიზიარებთ, განუხრელად დავიცავთ და გავერთიანდებით ამ ფასეულობების გარშემო:
პატიოსნება, ყველასთან და ყველაფერში. ეს ჩვენთვის ნიშნავს ვიყოთ პირდაპირები, ყოველთვის ვილაპარაკოთ სიმართლე და შევასრულოთ დანაპირები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პატიოსნების გარეშე ვერასოდეს მოვიპოვებთ ერთმანეთის, კლიენტების და პარტნიორების ნდობას, ვერასოდეს შევქმნით ჯანსაღ და სიცოცხლისუნარიან ორგანიზმს.
პროფესიონალიზმი, რაც ჩვენთვის ნიშნავს მისწრაფებას და უნარს პირნათლად და სულ უფრო უკეთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მოვეკიდოთ მას ინტერესით და პასუხისმგებლობით. ვეცადოთ გავხდეთ საუკეთესონი იმ საქმეში რასაც ვაკეთებთ. და, ეს ეხება ყველას ვინც ჩვენთან მუშაობს, მიუხედავად პოზიციისა და სტატუსისა. პროფესიონალიზმი არის ის, რის გამოც ჩვენ ვჭირდებით და გვაფასებენ ჩვენი კლიენტები. ამის გარეშე, შეუძლებელი იქნება დასახული მიზნების მიღწევა.
პატიოსანი და პროფესიონალი კადრების სახით ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ მათი გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ძლიერი ორგანიზაცია. ამიტომ, გუნდურობა ჩვენი შემდეგი ფასეულობაა. კომპანიის ყოველი წევრი უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას საერთო შედეგებზე, პატივს სცემდეს და გვერდში ედგას კოლეგებს, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებდეს მთლიანად კომპანიის წარმატებისთვის და განვითარებისთვის.
ეს არის ჩვენი საერთო კორპორატიული ფასეულობები, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი აღიარებს, იზიარებს და განუხრელად იცავს, რადგან მხოლოდ ეს გვაძლევს უფლებას ვიყოთ ჯიპიაი ჰოლდინგის გუნდის წევრები.
პროდუქტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა
ავტოდაზღვევა
ქონების დაზღვევა
საპენსიო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაზღვევა
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა
ტვირთების და გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა
ფინანსური რისკების დაზღვევა
მიმაგრებული სურათი