ეე, სად წასულა თემა?
გავაგრძელოთ F.A.Q.
1.
აუცილებელია თუ არა დავრეგისტრირდე ინდმეწარმედ, თუ კომერციულ საქმიანობას ვეწევი ათასში ერთხელ. ხო არაა რამე გზა ისე გადავიხადო გადასახადები?
მაგალითად წელიწადში ერთხელ ნაცნობი მიგზავნის 100 წყვილ ჩითის წინდას უზბეკეთიდან. მე ჩემი ხელფასიანი სამსახური მაქ, მაგრამ ეს ისე დამათებითი შემოსავალია. ინვოისში მითითებულია ფასი $0.2 ერთი წყვილის ფასი, ჯამში $200. პლიუს $15 ტრანსპორტირება. მე ამას აქვე ვაბარებ შ.პ.ს. "ნასკები"–ს $315 დოლარად.
შემოსავალი არის $100. მთელი ჩემი ბიზნესი მოიცავს რამოდენიმე საათს მთელი წელიწადის განმავლობაში. ნუთუ ამისათვის საჭიროა დავრეგისტრირდე ინდმეწარმედ? არ შეიძლება მივიტანო ეს მოგებიადნ პროცენტი სადმე , გადავიხადო და ეგაა, გაფორმებების და ქაღალდბის გარეშე...
2.
წინდების შემოტანისას მე რა გადასახადებს ვიხდი კიდე? 18% დღგ და მორჩა? თუ დეკლარაციაც უნდა შევავსო, თუ ტვირთი კომერციულია. მიუხედავად იმისა, რომ სულ
$200 ია?
3.
ინსოისში კი წერია, რომ $0.2 ღირს ერთი წინდა, მაგრამ მებაჟე მედავება $0.7 ღირსო. ვის მხარეზეა კანონი? შეუძლია ეჭვის საფუძველძე მეტი გადამახდევინონ, თუ დოკუმენტია (ინვოისი) მთავარი?
4.
ერთხელაც შ.პ.ს. "ნასკებმა" აღარ მიიღო ჩემი საქონელი და იძულებული გავხდი დავრეგისტრირებულიყავი ინდმეწარმედ, გამეხსნა სექცია სავაჭრო ცენტრში.ფართის იჯარა მიჯდება $100 თვეში. $100 დოლარს ვაძლევ გამყიდველს. კიდე $100 დოლარი ბუღალტერს რომ მივცე, მე აღარაფერი დამრჩება, ამიტომ გეკითხებით აქ

, ესეიგი
საქონელი მაქ $400 დოლარის შემოტანილი ამ თვეს (2000 წყვილი წინდა), მაგრამ პირველ თვეს გავყიდე ნახევარი (1000 წყვილი წინდა), დანარჩენი მიდევს
საწყობში.ამ ნახევარში ავიღე $400 . ესეიგი, 400 – 400 (რადგენ ამდენი ხარჯი მქონად ამ თვეს) –100 და მინუს მიდე ხელფასის 100, გამოდის რომ თვე
მინუსებში დავასრულე (რათქმაუნდა თუ საწყობში დარჩენილ საქონელს არ ჩავთვლით) .
რა გამოდის, რახან ამ თვეს შემოსავალი არ მქონდა, არ ვიხდი საშემოსავლოს? (საშემოსავლო ხო ასე იანგარიშება: შემოსავალი–ხარჯი?)
იგივე, ვთქვათ მეორე თვეს. ვიყიდე შალის წინდები, რაც ასევე მთლიანად არ გაიყიდა და ისევ მინუსებში ვარ ამ თვეს. ისევ არ ვიხდი?
მესამე თვეს კიდე რაღაც შემოვიტანე, მოკლედ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წამგებიანი საქმე მაქ, უბრალოდ დიდი პარტიების შემოტანა მაწყობს, თუნადც 4 თვე დაჭირდეს
ამ სახეობას გაყიდვა, იზრდება მაღაზია და მეტი ხარჯია ვიდრე მოგება. ვიხდი თუ არა ასეთ შემთხვევაში ბიუჯეტში რამეს? თუ ყოველ თვე (მაგალითად შექმნიდან პირველი წელიწადნახევარი) გასავალი მეტია ვიდრე შემოსავალი.
* * *
5.
არი თუ არა რაიმე სახის ნებართვა საჭირო წინდების იმპორტის დროს?
ან ასეთი შემთხვევა: მომხმარებელმა მიჩივლა, რომ ჩემთან ნაყიდმა წინდამ მიცა ფეხზე ალერგია ( და სასამართლომ დაამტკიცა, რომ ეს წინდის ბრალი იყო და არა ალერგიულობის) და მომთხოვა მე 10 000 დოლარი სამკურნალოდ. ინდმეწარმის შემთხვევაში ხო არ მომიწევს ჩემი წითელი პიკაპის გაყიდვა?