ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ.
ყველა ფირმა, რომელიც საქართველოში ნერგავს ბიზნესის ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფას - ქართულია. ჩემი აზრით, ნულიდან დაწერილი პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაცია და განვითარება (შესაბამისად მომსახურებაც) უფრო მარტივია ავტორებისთვის, იმასთან შედარებით, ვინც უცხოურ პროგრამებს თარგმნის და ახალ ფუნქციონალს ამატებს.
აპექსი - საქართველოშია დაწერილი ეს პროგრამა და წარმატებით მუშაობს დიდ კომპანიებში. გარდა სტანდარტული მოდულებისა, ვაწარმოებთ კლიენტის მოთხოვნებზე მორგების სამუშაოებს. რიგ შემთხვევაში სპეციფიკური მოდულების დამატებასაც კი.
თქვენს მიერ ნახსენები ("ავტომატურად დააგენერიროს შესყიდვების ორდერები") მოდულის აღწერა იხ. ამ ლინქზე:
http://support.apex.ge/HelpERP/frames.html...file=index.html თემის სათაურში "ლოჯისტიკა". მარაგების შევსების განსხვავებულ ალგორითმებს თვითონ აყალიბებს კლიენტი.
დემო ვერსიაში (შეგიძლიათ გადაწეროთ და დააყნოთ ქედან:http://support.apex.ge/ERPDEMO/) ეს მოდული არ შედის, ამიტომ, დოკუმენტაციის ლინქი დავდე.
ალბათ ჩვენი ბრალია, რომ არ ვაკრთებს საკმარის პიარს და არ იცნობთ ჩვენი პროდუქტის შესაძლებლობებს. წელს ჩვენი კომპანიის 10 წლის იუბილეა და შემოდგომიდან ვაპირებთ აქტიური პირ-კამპანიის დაწყებას.
საერთოდ, ეს თემა სარეკლამო გვერდს უფრო გავს (მათ შორის, ჩემი ეს გზავნილიც).
თავდაპირველი თემის იდეა ალბათ იმაშია რომ, არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს ადამიანს.
ამიტომ გთავაზობთ იდეას, მოეწყოს რაიმე ღონისძიება, სადაც ჩატარდება ბიზნესის მართვის ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის პრეზენტაციები. ალბათ იქნება კითხვა-პასუხი, საინტერესო საკითხების გარჩევა, შენიშვნები...
რადგან ყველა დაინტერესებული ღონისძიებას ვერ დაესწრება, ჩემი აზრით, მასალების (ვიდეო, პრეზენტაციები და ა. შ) განთავსება (თუნდაც ამ ფორუმზე) უფრო დაეხმარება ადამიანს არჩევანის გაკეთებაში.
როგორც ვიცი, პროგრამული უზრუნველყოფის გამოფენები ტარდება ყოველწლიურად. შეიძლება ამ ღონისძიების ფარგლებშიც გაკეთდეს...