Aztecვიყავი მაგათთან შეხვედრაზე ნუ ვიბაასეთ ვინც მელაპარაკებოდა მაგარი პლატფორმა არის ჩვენიო და აქ ივაჭრეო მე ვანახე ჩემი და აუხსენი რომ ესეთი პლატფორმა არ არის ეგ რასაც მიხსნითქო. ვანახე უპირატესობები გაჩერდა. კიდევ არ მომეწონა ის რომ ვინც მებაასებოდა და მკერავდა იმას თვითონ ერთხელაც არ უტრეიდერია. არ წაუგია თანხა და არ იცის რას ნიშნავს ტრეიდერი. ანუ ყიდის იმას რაც არ იცის ეგეც აუხსენი, და დავიშალეთ. მერე მაგათმა დირექტორმა დამირეკა ვიღაც რუმინელმა. და ვართ ესე.
ekonomikaშეიძლება კი ოღონდ მანდ წესი მოქმედებს ეგეთი დივიდენდების წინა დღეს რომ იყიდო დივიდენდები არ გერგება რაღაც პერიოდით ადრე უნდა იყიდო არ მახსოვს ზუსთად მგონი 20 დღე იყო.
მაპატიე, ლიბერთი ბანკზე რა გითხრა არ ვიცი
* * *
level2 იძლევა დიდ ინფორმაციას ფასის მოძრაობის შესახებ, აქედან შესაძლოა განისაზღვროს რა ტიპის ტრეიდერები ყიდულობენ ან ყიდიან მომკრეტულ აქციას, შესაძლოა განისაძღვროს აქციის მოზრაობა მოკლე დროში და ასე შემდეგ,
level2 შეიძლება ითქვას რომ, არის ორდერების წიგნი ნასდაკაქციებისთვის. როდესაც ორდერები თავსდება მრავალი სხვადასხვა მარკეტმეიქერების მიერ, level2 გიჩვენებთ სიას bid და ask კოლონებში ამ მარკეტმეიქერების მიერ განლაგებულ ორდერებზის, რომელიც გაძლევთ დეტალურ ინფორმაციას ვინ რამდენს ყიდულობს და რამდენს ყიდის, იმის ცოდნა თუ ვის ააქვს კონკრეტულად ინტერესი კონკრეტული აქციის ზალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მითუმეტეს თუ თქვენ daytrader-ი ხართ.
ბირჟაზე სამი სხვადასხვა ტიპის მოთამაშეა:
Market makers (MM) - უზრუნველყოფს ბაზრის ლიკვიდურობას, ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ყიდულობენ როცა არავინ ყიდულობს და ყიდიან როცა არავინ ყიდის ისინი ქმნიან ბაზარს
Electronic Communication Networks (ECN) - კომპიუტერიზებული ორდერების განსათავსებელი სისტემა. ამ სისტემით ყველას შეუძლია ვაჭრობა მსხვილ ინსტიტუციონალურ ტრეიდერებსაც კი.
Wholesalers ( order flow firms ) - მრავალი ონლაინ ბროკერი ყიდის თავის order flow-ს Wholesaler-ებზე და შემდეგ ეს ფირმები ახორციელებენ ყიდვა-გაყიდვის ოპერეციაბს.
ყველა ბირჟის მონაწილეს ააქვს თავისი 4 ციფრიანი ID რომლების ჩანს Level2 ში მათ მიერ განთავსებულ ორდერებთან ფასის და რაოდენობის მითითებით. ყველაზე პოპულარულები არიან:
UBSW- UBS securiries
LEHM – Lehman Brothers
DBAB – Deutsche Bank Alex.Brown
MLCO – Merrill Lynch
JPHQ – JPMorgan
BEST – Bear Stearns
GSCO – Goldman Sachs
MSCO – Morgan Stanley
FBCO – Credit Suisse First Boston
SBSH – Salomon Smith Batney
NMRA – Nomura Securities
SGAS – SG Americas Securities
ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტმეიქერი არის AX, ეს არის მარკეტმეიქერი რომელიც აკონტროლებს ფასს კონკრეტულ აქციაზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს მარკეტმეიქერი თუ დააკვირდებით level2 -ს რამოდენიმე დღე ნახავთ რომ ეს მარკეტმეიქერი დომინირებს ბაზარზე.
level2-ს შეუძლია გითხრათ ბევრი რამ რა ხდება კონკრეტულ აქციასთან მიმართებაში.
რა ტიპის მყიდველების ორდერებია განლაგებული - საცალო ტრეიდერები არიან თუ ინსტიტუციონალური, თუ დააკკვირდებით ვაჭრობის მონაწილე ტიპს, მსხვილი ინსტიტუციონალური არ იყენებენ იგივე მარკეტმეიქერებს რომელსაც იყენებენ საცალო მოვაჭრეები
თუ დააკვირდებით ECN ორდერების მოცულობას, აქედან შეიძლება ითქვას თუ როდის ყიდულობენ ფარულად ინსტიტუციონალური ტრეიდერები, რომელიც შესაძლოა ფასის საგრძნობი მოძრაობის წინაპირობა იყოს.
ხრიკები და ეშმაკობები რომლებსაც ადგილი აქვთ ხშირად დიდი ტრეიდერების მიერ
მართალია level2 - ის ყურებით ბევრი რამის თქმა შეიძლება ამა თუ იმ აქციის ფასის მოძრაობაზე, მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ხრიკი რომლებსაც მარკეტმეიქერები ხშირად მიმართავებ:
მარკეტმეიქერებს შეუძლიათ დამალონ თავიანთი დიდი მოცულობის ორდერები, ისინი ათავსებენ პატარა მოცულობის ორდერებს და ორდერის აღსრულების შემდეგ ათავსებენ მეორეს ანუ ნაწილ ნაწილ ყიდულობენ ან ყიდიან ეს იმიტომ რომ სხვა ბაძრის მოთამაშეები არ დაფრთხონ, მაგ: თუ უნდათ 500,000 აქციის ყიდვა 10 დოლარად, მაგალითად მე რომ ამხელა ორდერი დავინახო შესაძლოა გაყიდვა გადავიფიქრო ამან შესაძლოა 10 დოლარანი აქცია გააძვიროს ამიტომ ისინი ათავსებენ 10.000 იანი ბლოკებით ორდერებს და ესე ყიდულობენ.
მაგ უნდათ 500.000 აქციის გაყიდვა, ამხელა ორდერის დანახვამ შესაძლოა ისე შეაშინოს ტრეიდერები ( ძირითადად daytrader-ები ) რომ მათ განისაზღვრონ კუთვნილი აქციაბის ნებისმიერ ფასად გაყიდვა რის შედეგადაც ფასი დავარდება, 500,000 აქციის გამყიდველს შესაძლოა ქონდეს სხვა გეგმა მას შესაძლოა გადაწყვეტილი აქვს ამ აქციის იაფად ყიდვა და 500.000 იანი ორდერიც ამიტომ დაგვანახა გაყიდვის მხარეს რომ შიშის შედეგად გამოწვეული დიდი მოცულობით გაყიდვებით ესარგებლა და აქცია დაკლებული ფასით ეყიდა ( სცენარი: მოგვიანებით გააუქმა 500.000-იანი გაყიდვის ორდერი და განათავსა
10.000 იანი ყიდვის ორდერი რამოდენიმეჯერ იაფფ ფასზე ) უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, იგივე ხდება შორტ ტრეიდინგის დროს.
შეჯამება
level2-ს შეუძლია უამრავი ინფორმაციის მოცემა მაგრამ ასევე მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფაქტი რომ ასევე უამრავი ხრიკების კეთება შეუძლიათ მარკეტმეიქერებს რომ დამალონ თავიანთი ფარული განზრახვა, აქედან გამომდინარე მხოლოდ level2 ის იმედად არავითარშემთხვევაში არ უნდა იყოს ტრეიდერი. ეს უნდა გამოიყენებოდეს სინთეზში სხვა ანალიზებთან ერთად რომ განსაზღვრო როდის იყიდო და გაყიდო.
მე თუ მკითხავთ: მე level 2-ს ვიყენებ მხოლოდ რომ დავაკვირდე ფასის ქცევას, ისიც ამდენი წლის გამოცდილების მერე და იმის გათვალისწინებით რომ მე არ ვარ daytrader-ი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) level2- ზე დამოკიდებული არ ვარ და არ ვღებულობ ჩემს გადაწყვეტილებებს ამაზე დაყრდნობით.