მოგესალმებით ყველას ძველებო და ახლებო. დიდი ხანია აქ არ შემოვსულვარ. უზერის და პაროლიც გავაუქმე. ადრე ჩემი უზერი magana იყო, ეხლა ახალი უზერი არის Magana1 ანუ ძველი მაგანა ვარ.

და მე არ ვარ ფორექსის ფანი, მე აქციებით ვვაჭრობ საკმაოდ დიდი ხანია.
დიდი ხანია აქ არ მიკამათია

გადავიკითხე რამოდენიმე გვერდი და გაგიჩაღბიათ ამბავი.
ჩემი მოკრძალებული აზრი მინდა შემოგთავაზო.
"მე შენზე ბევრად მეტი ვიცი, market maker-ის პოზიციიდან მაქვს ამ ბაზარზე შეხედული, როცა შენნაირები ვაჭრობენ და გარიგებებს დებენ მე შემიძლია დავინახო რამდენი მილიონი და ხანდახან მილიარდიანი stop loss order-ებია განთავსებული ნიშნულთან, რომლის მიღწევისთანავე ეს სტოპ ლოს ორდერები შესრულდება და კურსს კიდევ უფრო წაიყვანს. შენ ეს ოფცია არ გაქვს იმიტომ რომ პატარა ვაჭრუკანა ხარ, რომელიც მღვრიე წყალში დაცურავს და ზვიგენი როდის გადაყლაპავს არ იცის"
ზემოხსენებული თქვენი ნათქვამია. და სადღაც კიდევ რომელიღაც გვერდზე წავიკითხე რომ საბროკეროში მუშაობთ.
ისე "market maker-ის პოზიციიდან მაქვს ამ ბაზარზე შეხედული" ეს თქვენი ფრაზა არ ვიცი რას ნიშნავს, იქნებ ამიხსნათ.
მილიარდიანი ორდერი??

ეს ციფრი ემოციის შედეგია დარწმუნებული ვარ, პოსტში მომატებული ადრენალინიც იგრძნობა უფრო დამაჯერებლობისთვის

გაცხარდით ალბათ, ადამიანურია და გასაგებია.
მოკლედ ჩემი აზრი ესეთია:
თქვენ რომ შეგიძლიათ დაინახოთ მილიონობით ორდერები level 2 - ის ყურებით, რაღაც დონეებზე ეგ იმას შეიძლება სულ არ ნიშნავდეს რასაც ხედავ. და საბროკეროში მომუშვე ტრეიდერებმა ეს შესანიშნავად იციან. მარკეტ მეიქერები უამრავ ხრიკებს მიმართავენ ტრეიდერების დასაბნევად და ეს თუ ახალბედებმა არ იციან ადვილად ებმევიან მახეში.
ხრიკები და ეშმაკობები რომლებსაც ადგილი აქვთ ხშირად დიდი ტრეიდერების მიერ.
მართალია level2 - ის ყურებით ბევრი რამის თქმა შეიძლება ამა თუ იმ აქციის ფასის მოძრაობაზე, მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ხრიკი რომლებსაც მარკეტმეიქერები ხშირად მიმართავებ:
მარკეტმეიქერებს შეუძლიათ დამალონ თავიანთი დიდი მოცულობის ორდერები, ვთქვათ ვიღაცას უნდა დიდი ორდერის გაყიდვა ვთქვათ 500,000 აქციის ეს ორდერი რომ ask- ის მხარეს დაინახონ ტრეიდერებმა უამრავისთვის გახდება აქციის გაყიდვის არგუმენტი და ფასი შეიძლება მალე დავარდეს, მაშნ როგორ მოიშოროს ვიღაცამ 500,000 აქცია ისე რომ ფასი მაგრად არ დავარდეს? ის დგება და 10.000 იანი ორდერებს ალაგებს რამოდენიმეს Ask-ის მხარეს ხოლო bidის მხარეს დადებს რამოდენიმე პუნქტით ვთქვათ 1 დოლარით ქვემოთ 500.000 იან ორდერს როცა ჩვენ ტრეიდერები ამას ვხედავთ გული გვევსება სიხარულით ვიღაცას ამ აქციის ყიდვა უნდაო თან რამდენისო და ვიწყებთ ჩვენც ყიდვას იმის იმედით რომ ფასი მალე გაიზრდება ამ დროს ის ტიპი ყიდის პატარ პატარა ლოტებად და როცა გაყიდის ყველას იმ 500.000 იან ორდერსაც გააქრობს ჩვენ რომ გვხიბლავდა მაგრად. აი ეს ხდება სინამდვილეში, მე რომ დავიწყე ტრეიდინგი ხშირად ვხედავდი 10.000 იან 100,000 იან ორდერებს level 2 ში ეხლა ეს იშვიათობა გახდა ამხელა ორდერებს ჰეჯ ფონდები ნაწილ ნაწილ ყიდულობენ ერთბაშად ამხელა ორდერს არავი არ აჩენს და დღს თუ ვნახავ ამხელა ორდერს უეჭველი ის სცენარია რაც ძემოთ დავწერე. ამიტომ ჩემთვის level 2 ის ყურებამ აზრი დაკარგა. მე ეხლა ვამჯობინებ უყურო უკვე შესრულებულ ორდერებს: ფასის, რაოდენობის, და დროის მითითებით.
ფორექსში არ ვიცი მაგრამ ქვემოთმოყვანილი ტიპები არიან დიდი მარკეტმეიქერები
UBSW- UBS securiries
LEHM – Lehman Brothers
DBAB – Deutsche Bank Alex.Brown
MLCO – Merrill Lynch
JPHQ – JPMorgan
BEST – Bear Stearns
GSCO – Goldman Sachs
MSCO – Morgan Stanley
FBCO – Credit Suisse First Boston
SBSH – Salomon Smith Batney
NMRA – Nomura Securities
SGAS – SG Americas Securities
ორდერების გასწვრივ ამ ტიპებს დაინახავთ ყველაზე ხშირად.
კიდევ ერთი რამ, ეს მნიშვნელოვანია
არსებობს bid. და ask. ორივე ფასია ის ვინც ყიდულობს რაღაც ფასად და ის ვინც ყიდის. ორდერი სრულდება ორივე ფასზე, შეიძლება მყიდველმა bid ფასადაც იყიდოს და ask ფასადაც იყიდოს. აქ გააჩნია აღმა მიდის თუ დაღმა ფასი. მე მაქვს ალერთი ვთქვათ მაინტერესებს როდის მოხდება ის რომ ask ფასად დაიწყება ყიდვა და მინიმუმი ლოტი იქნება 250 აქცია ( გააჩნია აქციის ფასს ) თუ დაბალია აქციის ფასი მაშ დავაყენებ 500 აქციაზე) და ჩემი პლატფორმა ყვირის ამ შემთხვევაში ვთქვათ ტუკ ტუკ ტუკ არის როცა ბიდ ფასზე ხდება 500 აქციაზე გარიგება ( ფასი ვარდება )და ბახ ბახ ბახ როცა ask ფასზე ხდება გარიგება ( ფასი აღმა მიდის ) ეს შეიძლება გახდეს ჩემთვის ყიდვის და დაშორტვის არგუმენტი, აქ სხვა ფაქტორებსაც ვაქცევ ყურადღებას ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
კიდევ მინდა ერთ რამეზე გავაჩერო ყურადღება არასდროს არ უჯერებ არც ბლუმბერგს არც სიენბისის და არცერთ ტრეიდერს და ინვესტორს ვინც გამოდის ამ ტელევიზიებში და რაღაც იდეებს აფრქვევს. (რამოდენიმეს ვიცნობ კიდეც ნუ ვირტუალურად გვქონია პოლემიკა ტვიტერზე) ხშირ შემთხვევაში გამოდის რომ პირიქით ვიქცევი. იმიტომ კი არა რომ ჯიბრში ვიდგები იმიტომ რომ ჩემი სისტემა და მიდგომა მეუბნება ესე მოიქეციო და მე მჯერა ჩემის ვიდრე სხვისი. ამ ბიზნესში მეგობარი და კარგი მრჩეველი არ არსებობს თუ მეგობარი გინდა ძაღლი იყოლიე სხვა.
ის დანაგუგლი ინფო მე თუ მკითხავბ ბულ შითია. არაფრის მომცემია იდეაა ერთი კორესპოდენტის და არაფერი მეტი ეგ არ არის ოფიციალური წყარო ეგ არის რამოდენიმე საინფორმაციო რესურსიდან გაკეთებული კარგი ანალიზი რომელიც შეიძლება იყოს სწორი და იგივე წარმატებით არასწორი.
და ბოლოს მე არასდროს არ გავკარებივარ ფორექსს. არც არავის ურჩევ, კი გეთანხმებით შეიძლება ფორექსზე ფულის გაკეთბა, მე პირადად არ მაინტერესებს ვინ როგორ აკეთებს ფულს. მაგრამ შეიძლება ბევრს ეწყინოს ეხლა რასაც დავწერ, მაგრამ მაინც დავწერ. ვინ იყიდის ჩემს მანქანას უნახავში 10,000 დოლარად?? არავინ. იგივეა ფორექსი. რას ყიდულობს ფორექსის ტრეიდერი აზზზზე არ არის, და არც არის სჭირო იცოდეს, ესეა მოწყობილი ეს ფორექს ბაზარი, ეს არ არის კომპანია, არ ქმნის პროდუქტს, არ ყავს დირექტორი არ ყავს თანამშრომლები, არ აგენერირებს მოგებას, არ იხდის გადასახადებს რითიც ბიუჯეტი იზრდება, არ არსებობს კორპორატიული მიდგომა, არავინ არ ზრუნავს კონკურენტს აჯობოს, ეს არის უსულო, ერთი ქვეყნის ფული გაყოფილი მეორე ქვეყნის ფულზე და ვსიოოოო. ამიტომ არ მხიბლავს ფორექსი, და ბოლოს ეს არის მარკეტი სადაც არ არსებობს მცნება ძვირია და იაფია. და მე არ მჯერა იმ ბაზრის სადაც ეს ფუნდამენტალური 2 მცნება არ არსებობს. "ეს ძვირი ფასია, ეს იაფი ფასია". კიდევ, ვინ იყიდის ჩემს მანქანას უნახავში 10,000 დოლარად? რა ძვირია? იაფია?

სხვა საკითხია კომპანიის აქციები ეპლი? რატომაც არა შეგიძლია დათვალო მისი ფასი, ძვირია თუ იაფია და დაელოდო და როცა იქნება იაფი იყიდო დივიდენდს მაინც იხდის მე მაგისი, ეს იდეა უფრო მხიბლავს
საკამათოდ და საჩხუბრად არ დამიპოსტავს არავის გამოწვევა არ მინდა. ეს ჩემი აზრია რომელსაც აქვს უფლება არსებობის და შეიძლება იყოს მართალი ან იგივე წარმატებით მცდარის. ისე უბრალოდ ამაზე ღირს დაფიქრება. ახალბედებს მივმართავ და საერთოდ ყველასაც
P.S. ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს, პოსტებში კორექტულობა დავიცვათ, არგუმენტებით ვიკამათოთ თუ კამათია და იდეები გავცვალოთ. ეს აზრი უნდა ქონდეს ამ განყოფილებას და ვისწავლოთ და ვასწავლოთ სხვებსაც. ერთ დროსაც ამიტომ გავაუქმე უზერი.
This post has been edited by Magana1 on 2 Jan 2015, 04:35