მაინტერესებ აზრი ვისაც გამოცდილება აქვს ამ სფეროში
ვერ დავრწმუნდი რა არის საგადასახადო კოდექსის მიხედვით სოფლის მეურნეობის პროდქუცია( ქვემოთ მოყვანილი მყავს საგადასახადო კოდექსით განმარტება და ბასს 41-ით განმარტება)(ქვემოთ სტანდარტის მაგალითში წერია რომ ცხვარი, მსხილფეხა პირუტყვი , ღორი, მცენარე არის ბიოლოგიური აქტივი)ხოდა ვერ დავრწმუნდი ცოცხლად მიწოდება აღნიშნული ბიოლოგიური აქტივების( ან მცენარის დავუშვათ ნერგად)მიწოდება არის თუ არა დღგ-თი დასაბეგრი (ან საშემოსავლოთი) თუ თავისუფალია ანუ ითვლებიან თუ არა ესენი სოფლის მეურნეობის პროდუქტად საგადასახო მიზნებისთვის.
რა არ უნდა დაიბეგროს დღგ-თი (საშემოსავლოთიც ფიზიკურ პირთან 200000 ლარამდე შემოსავალი და გაცემული ხელფასები სოფლის მეურნეობის წარმოებაში)
ან შეიძლება თუ არა ამ საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება
საგადასახადო კოდექსი
მუხლი 8. ტერმინთა განმარტება
61 . სასოფლო- სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა.
62 . სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სა სოფლო- სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად ( სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41.
5. წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არის საწარმოს მიერ ბიოლოგიური აქტივების ტრანსფორმაციისა და ნაყოფის მიღების მართვა გაყიდვის მიზნით, ან სოფლის მეურნეობის პროდუქციად ან დამატე- ბით ბიოლოგიურ აქტივებად გარდაქმნის მიზნით.
სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის საწარმოს ბიოლოგიური აქტივებიდან მიღებული პროდუქცია.
4. შემდეგ ცხრილში მოცემულია ბიოლოგიური აქტივების, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნაყოფის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების მაგალითები:
https://www.saras.gov.ge/Content/files/IAS-...2017_IAS_41.pdf