#58720957 · 23 Dec 2021, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
forumistvis ფინანსურ რჩევას არ ელოდო, არავინ მოგცემთ.
ზოგადად ქონების დივერსიფიკაციაა საჭირო, დოლარიც უნდა გქონდეს, ევროც, ხელოვნების ნიმუშიც, ოქროც და ციფრული ოქრო - ბიტკოინიც შესაბამისი რისკების გადანაწილებით. თუმცა ბევრი აქ რეალური ინვესტორები არ ვართ, და ცოტას ვატრიალებთ, ამიტომ ყველაფრის დივერსიფიკაციას მე პირადად ვერ ვასრულებ.
ბევრი ვინც მილიონერი გამხდარა კრიპტოში, ამდენი არც უფიქრია, უყიდია და დაუგდია. თUმცა იმდენის დასაკარგად უნდა იყო მზად, რამდენიც არ გენანება, და მზად ხარ შეეგუო. ბიტკოინი აქედან 160კ ზე თუ გაიზარდა საკმაოდ დიდი ზრდა იქნება და წარმატებული, ხოლო 100 ლარის ინვესტიცია , 300 ლარის მოგების მიღების მიზნით (ისიც როდის გაურკვეველია), რამდენად აზრი აქვს... არ ვიცი, თუმცა რაღაცებს გასწავლის, ფინანსური ვაჭრობის სფეროში, და შეიძLება გამოგადგეს
ladusha2 კონტრაქტი დააკოპირე და სეთინგები შეუცვალე, ათასი ტუტორიალია. გუნდში გჭირდება
კომუნითი მენეჯერი - ვინც ყველა კითხვას პასუხს გასცემს მარკეტოლოგი - ვინც დაგეგმავს შემოსული და საწყისი თანხების გახარჯვას დეველოპერი - ვინც ჩაუშვებს კონტრაქტს სვაპზე, ლიკვიდურობას შექმნის, დალუქავს, სლიპიჯს დაარეგურილებს და ა.შ. კონტენტ მენეჯერი - ვებსაიტი, ლოგო, სტიკერები, დანარჩენი ართი, ბანერები და ა.შ. 4 პროფესიონალი, რომელიც ერთმანეთს დაეხმარება, საკმარისია მემე პროექტისთვის, ხოლო თუ დანიშნულება უფრო ღრმა აქვს, საჭიროა დეველოპერების გუნდის შექმნა სადაც რამოდენიმე იქნება დეველოპერი.
ეს ოთხი უნდა დაჯდეს და შექმნას ვაითფეფერი, ანუ პროექტის არსი რა იქნება. რომელ ბლოკჩეინებზე ჩაეშვება, იქნება მემე თუ გამოყენეა ექნება და ა.შ. მაგალიტად გეიმინგი, ნფტ, მომსხაურება და ა.შ. უნდა შეიქმნას გაშვების გეგმა: private, public sale თუ stealth, ლიკვიდურობის საწყისი თანხა, ლუქის ხანგრძლივობა და ა.შ.
დაიგეგმოს გაშვებიდან საწყისი მოქმედებები, ფასის შენარჩუნებისთვის და წინსწვლისთვის. შეიძლება უბრალო მემე ტოკენმაც კი დადოს საკმაოდ დიდი წარმატება. თუმცა მემე ტოკენების 99%+ კვდება, უბარლოდ ხალხი არ უნდა დასკამოთ და ლიკვიდურობა ჩატოვოთ რომ ვაჭრობა შეიძლებოდეს (ანუ ლიკვიდურობის ჯიბეში ჩადება არ შეიძლება). ასეთ შემთხვევაში თავიდანვე უნდა გაიწეროს რომ ეს იქნება ქომუნითი ტოკენი, და მისი მამოძრავებელი ძალა საზოგადოება იქნება. რაც უფრო ძლიერი იქნება გუნდი, გარკვეული და პროფესიონალური, მით მეტია მათი ტოკენის წარმატების შანსი. დამწყები ძალიან, ძალიან ბევრია ამიტომაც 99%+ არის ფეილი. ჩვენგანაც ბევრი დასკამულა და დაუკარგავს თანხა.
ქართველებსაც ვიცნობდი ვინც საკუთარი ტოკენები შექმნეს. თუმცა გუნდში უცხოელები აუცილებელია. ტოკენი ვერ იქნება წარმატებული თუ ანონიმურები იქნებით, უბრალოდ არ გენდობიან. საჭიროა ხშირი ვიდეო ზარები და ახსნები. თუ მაინცდამაინც სერიოზულ ტოკენს არ ქმნით. წარმატებები
This post has been edited by Future> on 23 Dec 2021, 22:15
--------------------
þú ert einn ♥
We might be dead by tomorrow
|