თვითონ პროექტი საინტერესოა
თუმცა დიზაინით დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი
უფრო კონკრეტულად რომ გითხრა ყველაზე უკმაყოფილოდ დამტოვა Header-მა
ძალიან ცუდი შრიფტით წერია საიტის მისამართი
თანაც არ არის აუცილებელი www. და .ge მიაწეროთ, ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის რო ვუყურებ
ცოტა უფრო სწორი და როგორ ვთქვა არ ვიცი, კლასიკური შრიფტით დაწერეთ...
და არ გინდათ www.iboard.ge-ს დაწერა, ან iboard.ge ან ყველაზე კაი, უბრალოდ iboard (წერტილები ძალიან ცუდად ჩანს ჰედერზე დიდად რა...)
ისე კი ასეთ სათაურებში (რომლის დასაწყისშიც i ფიგურირებს და დავისთავად internet-ს ნიშნავს) მეორე ასო დიდად იწერება და თვალსაც კარგად ხვდება
ანუ iBoard და არა iboard...
(დამატება: ეხლა შევხედე და თვითონ საიტის ტაიტლად სწორედ iBoard გქონიათ, მაშინ ჰედერზე პატარა ასოებით რატო გიწერიათ ვეღარ მივხვდი...)
ამავდროულად ფონი არის შავი, რაც ძალიან არ უხდება და რატო...
აი რო შეხედო იგივე 4chan-ს, რომლის ანალოგიც გააკეთე
ფონის ფერი ძალიან ეხამება თვითონ საიტის დიზაინს და ისეთ შთაბეჭდილებას არ გიტოვებს თითქოს საიტი ერთი პატარა box-ია ეკრანის შუაში...
ხოდა თქვენც გირჩევთ რო ფონად ღია ბეჟი დააყენოთ... არც მთლა თეთრი ანუ...
იმაზე ოდნავ უფრო ღია, ვიდრე თვითონ საიტზე გიყენიათ ეხლა მენიუს ფონად...
ამავდროულად შეიძლება ეხლა რაც გიყენიათ იმისი ოდნავ გამუქება და ზუსტად ამ ფერის ფონზე გადატანა...
საიტის სხვადასხვა ნაწილები ერთსა და იგივე ფერში არ უნდა იყოს შესრულებული...
ანუ რას ვგულისხმობ... ერთი ტონალობა უნდა იყოს და ეს კაი ფერია ძალიან... თუმცა მენიუ ცოტა მუქად გააკეთეთ
ქვემოთ ცოტა ღიად, ან ცოტა უფრო მუქად
ეს საიტის სხვადასხვა ნაწილებს ერთმანეთისგან გამოყოფს და ამავდროულად დიზაინს ძალიან დინამიურს გახდის
სულ ეს იყო... წარმატებები რათქმაუნდა, მეტნაკლებად და ძალიანაც ინოვაციური პროექტია... იმედია ხვდები რომ ყველაფერი რაც გითხარი უბრალოდ რჩევები იყო
* * *
P.S: ქოფირაითიც თარგმნეთ რა...
著作権 © 2011 iBoard.ge。このサイトは、当社グループ(iBoard.Ge)によって設計されました。

)))
თუ ეს იგივეა რაც
Copyright © 2011 iBoard.ge. Designed by iBoard.Ge
??
This post has been edited by Erekle_var_Ra on 4 Mar 2011, 14:16