დღეს ჩემმა შვილმა მოიტეხა ხელი. ველოსიპედიდან ჩამოვარდა. თითი ისე ქონდა გვერდზე გადაბრეცილი, ეჭვგარეშე იყო მოტეხილობა. სასწრაფოდ გავქანდით ესე დარეკლამებულ საბავშვო Emergensy -ში, დიღომში. ნუ, კაი, ყველაფერი ჩანთხლეულია, ძუნძგლიანი, არ ვჩივი-მიმღებში ზანტი გოგოს ყურადღება ძლივს მივიქციეთ. --ააა, თქვენ ტრავმატოლოგი გენდომებათ, ალბათ... მერე გასძახა-ლუიზა, ტრავმატოლოგი აქაა??? ტრავმატოლოგი არ აღმოჩნდა ადგილზე. (დღის 4 საათზე) მოვითხოვე მენეჯერი, რომ საბავშვო გადაუდებელი დახმარების ცენტრში ტრავმატოლოგის კუთვნილი სამუშაო საათების გრაფიკი ეჩვენებინა. მანამ ვიბრძოდი-მეთქი რენდგენი გადავიღოთ, რაზეც მიპასუხეს-ჩვენი აპარატი მაინც არ ვარგა, "ჟვანიაში" წადით.
ვთხოვე, ხელწერილი დაეწერათ, რომ აშკარად ტრავმირებულ პაციენტს ისტუმრებენ ამ მიზეზების გამო. გადამამისამართეს სადღაც ზედა სართულზე, მაგრამ რადგან ბავშვი მელოდებოდა, რათქმაუნდა ეს ბრძოლა გადავდე და გავიქეცუთ ღუდუშაურში.
ღუდუშაურშიც სრულიად არაჰიგიენურ პირობებში, მაგრამ გაგვიმართლა-ტრავმატოლოგიც იყო და რენდგენოლოგიც. ნუ გადავიღეთ რენდგენი, თითი მოტეხილი და გადანაცვლებული-ჩასასმელია. ვიკითხე - რა პრეპარატით აპირებდნენ გაყუჩებასაცსასმელად, რაც შეიცხადეს-რათ უნდა ეხლა ამას ანესთეზია??? არადა საშუნლად ტკიოდა და საერთოდ ვერ ვეხებოდით. დაჟინებით და კატეგორიულად მოვითხოვე ანესთეზია. ეგრევე მოიტანეს პრეპარატი და შპრიცი. არც ტესტს გვთავაზობდნენ ალერგიულობაზე
გავაკეთებინე სინჯი ხელზე. ლიდოკაინი აღმოაჩნდათ. (ამ ეტაპზე ცენზურა უკვე კარგად დავიწყებული მქონდა)
მანამ ჩვენი ალერგიულობის ტესტის 1/2 სთ გავიდა, მოვიდა იაპონელი ტურისტი, ბორჯომში მოუტეხია ხელი. წინასწარ გააბრთხილეს - როგორც უცხოელი ორმაგს იხდიო. თარჯიმანს შევთავაზე-წესდება მოეთხოვა, სადაც ეწერა ეს აფსურდი. დაეზარათ.
ამასობაში გაირკვა, რომ არ არის ალერგიული და თვითონ სამედიცინო პროცედურამ მართლა უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩაიარა, იმასაც ავღნიშნავ, რომ ჩემი ქმარი ედგა თავზე და ეს რომ არა, თითებს ერთმანეთზე დადებულს ჩაუთაბაშირებდნენ.
მერე გადახდა - 250 ლარი!!! იქვე, ბანკის ფანჯარაში გადავიხადე, მაგრამ დამაეჭვა თანხამ და მოვითხოვე ამონაბეჭდი, რა პრეისკურანტით დამიჯდა ამდენი. დიდი ჩოჩქოლის მერე გაირკვა, რომ 180 უნდა გადამეხადა-2 რენდგენი-50 (ჩასწორებამდე და შემდეგ) და თითის ჩასწორება-130.
მაგრამ რადგან თანხა უკვე გადახდილი იყო, ვერ ვაბრუნებთო. ნახეს, რომ არ შევეშვებოდი და ხვალ ვარ დაბარებული დილით რაღაც ზედა სართულზე ისევ (ვერ გავარკვიე სად და ვისთან და მანუგეშეს-გიორგი წამოგყვებათო
. )
ძალიან მინდოდა და ვცდილობდი სასიკეთო რეფორმების დაჯერებას, მაგრამ ტრაკში მივდივართ აშკარად. ყველაფერს ვიღონებ, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყანაში არ იცხოვრონ.