მარჯვენა თირკმელი - "მენჯში"/"მენჯ-შარდსაწვეთის კუთხესთან" ისახება კონკრემენტი ზომით:
კტ-ს მიხედვით - 5 მმ (სიგანე) x 11მმ (სიგრძე)
ულტრასონოგრაფიის მიხედვით : 12,2-დან 13,5 მმ-მდე
ყალიბდებოდა დიდი ხნის (20-25 წელი) განმავლობაში, იდგა მიახლოებით ერთ ზომაზე, არც გაზრდილა და არც შემცირებულა დიდად. სითხეს ატარებს, კოლიკას არ ქმნის, მაგრამ დამაგდო ყრუ სპაზმურმა ტკივილებმა, განსაკუთრებით ბოლო დროს - დახრა, მიხრა-მოხრა, სიარული იწვევს ტკივილს, გულირ რევას, შარდვა ნორმალური, იშვიათად მაგრამ იმღვრევა.
კენჭის შემადგენლობა უცნობი, pH ბალანსი 5.6 (მჭავისკენ), არ ადის ზევით, სავარაუდოდ ურატია...
მკურნალობა:
1. დისტანციური ლითოთრიფსია - არ შლის, შედეგი 0;
2. ბლემარენი, ნოვანეფრონი
, რამოდენიმე ხანგრძლივი კურსი - შედეგი 0;
3. ხალხური - უზომო რაოდენობით ლუდი, მაღაზიის "საირმე" (იქ არ ავსულვარ ჯერ), "ღვინო, დუდუკი, ქალები" - შედეგი 0;
4. ფიტოთერაპია, დავით ვაშაძის (ბრწყინვალე პიროვნება) ბალახეული 3 კურსი (4 თვე) - შედეგი 0;
პაციენტის ანუ ჩემი ზოგადი მდგომარეობა:
დეპრესიული, შრომისუუნარო, "გლიახათ ვარ", "მეტი აღარ შემიძლია", "თავს მოვიკლავ"...
კონსულტაცია/რჩევები ნაცნობ უცნობი ექიმებისგან და არა მარტო:
1. შინაურული - "...არაა ახლა ეგ ისეთი ზომის კენჭი რომ თირკმელი გააჯიჯგნიო..." URS /PCNL გულისხმობენ ალბათ ან დიდ ოპერაციას...
2. "...უნდა გაიკეთო ოპერაცია აბა მაგას ხომ არ მოაკვლევინებ თავს..."
3. "... კედელთან დადექი თავით ქვევით, ფეხები ზევით კედელზე და თვითონ წამოვა კენჭი..."
რა ვქნა? გავიკეთო ოპერაცია თუ არის ვინმე კიდე ხალხურ წამალს რომ ამზადებდეს? ერთი ვიცი, მეუბნება რომ დალევ მეორე დღესვე დაგიძრავს კენჭსო (მართლა ეგრეა), მაგრამ სადინარში თუ გაიჭედა მაგაზე პასუხისმგებელი არა ვარო...
ხო სადინარი ვიწროა, აქვს მიდრეკლება გაჭედვისკენ, ქვედა მესამედში გაიჭედა 1მმ რამოდენიმე წლის წინ, კოლიკა წარმოიშვა, სასწრაფოთი წამიყვანეს რესპუბლიკურში ისე მტკიოდა კედელს ვანგრევდი ფეხებით და თავით, მონაცვლეობით...
მირჩიეთ უროლოგებო და არა უროლოგებო რამე!