გამარჯობა , წლებია უკვე ვებრძვი ამ ვერაგ ინფექციას თუ არ ვიცი რა დავარქვა ,
აღწერა ზუსტად როგორც სტატიის ამონარიდიდან ასეთია: ზედაპირული ფოლიკულიტის დროს ჩნდება 2-5 მმ დიამეტრის ჩირქგროვები (პუსტულები), შემოსაზღვრული ჰიპერემიული ანთებითი ქობით. ტკივილის შეგრძნება, როგორც წესი, არ შეინიშნება. ზედაპირული ფოლიკულიტი გრძელდება რამოდენიმე დღე. მეორე-მესამე დღეს ჩირქგროვის ადგილზე ჩნდება ეროზია და შემდგომ ქერქი, რომლის მოცილების შემდეგაც არ რჩება კვალი (მუქი კანის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს პოსტანთებითი ჰიპო- ან ჰიპერპიგმენტაცია).
გამონაყარი მე მაქვს თავის თმიან არეში ძირითადად. ასევე იდენტური ჩივილები აქვს მეგობარს ოღონდ სახეზე აქვს გამონაყარი.
წლების განმავლობაში სხვადასხვა დერმატოლოგთან და ინფექციონისტთან ვცადე მკურნალობა რათქმაუნდა ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფი და წამლების და სავლებების მთელი კალათა მაქვს მიღებული. მაგრამ შედეგი ნული. ანტიბიოტიკების მიღების დამთავრებისთნავე ჩირქოვანი გამონაყარი ხელახლა იწყება.
ბაქტერიოფაგში მაქვს ასევე ანალიზები გაკეთებული სტაფილოკოკზე და კიდევ რაღაცაზე გავიხსენებ
) , პასუხები ამ წუთში არ მაქვს თან დეტალურად შემიძლია ამოწერა .
რაც დარჩა არის იმუნიზაცია და ჩემთვის უცნობი ნემსების კურსი რაც ჯერ არ მიცდია. რადგან ბოლოს ექიმთან ვიზიტისას გაურკვეველი პასუხი მოვისმინე ,
მოკლედ არ ვიცი ვის მივმართო ექიმს ვინც შეიძლება თქვას რომ იცის ეს კონკრეტული ინფექცია და შეუძლია მკურნალობა
თუ გაქვთ რაიმე გამოცდილება აღწერილ ჩივილებთან დაკავშირებით გთხოვთ დახმარებას.