spinozaეგ ყველა "კომპიუტერშიკის" ამბავია.

მაგას უშველის
1. ტელევიზორი გამორიცხე. თუ ახალი ამბების გარეშე ვერ ძლებ, დახუჭული თვალებით უსმინე.
2. ძილის რეჟიმი. ძალიან გვიან ნუ იძინებ. დღეში 8 საათი (თუმცა ეს ინდივიდუალურია) მაინც გინდა. უძილობა ხშირად თვალის დაღლილობაში ერევათ.
3. რა მონიტორით მუშაობ? ბლიკები ხომ არ აქვს? ხომ არ ციმციმებს და ა.შ. ანუ ერგონომიული სამუშაო ადგილი
4. მოერიდე კითხვას კომპიუტერზე. მაგას სჯობს, თუ შესაძლებელია, ამობეჭდო და ქაღალდიდან წაიკითხო
5. არის ვიტამინები, თუ არ ვცდები, აევიტი და მსგავსი. მაგრამ არამგონია ძალიან შველოდეს. მე არ მიშველა
6. ვარჯიშები კარგია. მაგრამ მაინც ჯერ მიზეზია დასადგენი რატომ გეღლება
7. ზოგჯერ ასე ხდება: შენ მხედველობა დაგიქვეითდა და თავლის კუნთი მის კომპენსაციას ცდილობს. შესაბამისად დაღლილობა იზრდება. წადი თვალის ექიმთან და ნახე მხედველობა როგორი გაქვს. ოღონდ ჯერ უნდა გაიარო კურსი. რაცხაებს გიწვეთავენ თავლის კუნთის მოდუნებისათვის. მოკლედ წადი თავლის ექიმთან.
მე წავედი. ასეც გამზომეს, ისეც გამზომეს და ბოლოს მითხრეს +0.25 გაქვს და ვერაფერს გიშველითო. რომ გაგეზრდება მერეო

8. ხო კიდევ არის ხამხამის დავიწყება

როცა როცა ძაან დატვირთული ხარ თვალს ხამხამი ავიწყდება და შრება. არის სპეციალური გელები და ხელოვნური ცრემლები. პრინციპში კარგი რამეა. ეგეც სინჯე (ოღონდ ჯერ ექიმს კითხე)
ამის გარდა ინტერნეტში მოძებნე