r2005მართალია, 3-4 წუთში "ფინიშზე" გასვლა არაა პრობლემა თუ პარტნიორი ახალია, შეუჩვეველი, ან სექსი იშვიათადაა. როგორც შენი პოსტებიდან ჩანს, ამ ახალ ვითარებაში (მუდმივი პარტნიორი და კვირაში 3-5 სექს შეხვედრა) თურმე გქონია პრობლემა, რასაც ადრე ვერ ხვდებოდი-არა გაქვს კონტროლი ორგაზმ-ეაკულაციაზე, ანუ გათავებაზე. ამგვარი კონტროლის გამომუშავება პრინციპში შესაძლებელია, ამის სხვადასხვა ხერხი არსებობს.
1. თუ ეს პრობლემა მართლაც "გადაწყვეტად" გიღირს, სჯობს მიმართო სპეციალისტს და გაესაუბრო სპეციალისტში ვგულისხმობ კვალიფიცირებულ სექსოლოგს და არა ზერელე ან ვიგინდარა ექიმს, რომელიც მომენტალურად დაგიწყებს "პროსტატის" ან "ტრიქომონას" ან "ქლამიდიის" მკურნალობას.
2. თუ პირველი ვარიანტი არ გაწყობს ან ამისი არ გჯერა (როგორც ზევით გითხრეს), არსებობს საკუთარ თავზე "დამოუკიდებლად მუშაობის" სხვადასხვა ხერხი, რომელთა ერთადერთი მიზანია დაეუფლო საკუთარ გათავებაზე ნებელობით კონტროლს. ამისი ყველაზე "ხელმისაწვდომი" და იაფი მეთოდიკაა-მასტურბატორული ტრენინგი პარტნიორის გარეშე. კერძოდ, ეწევი მასტურბაციას, შენთვის ყველაზე ძლიერი სექსუალური სტიმულების ზემოქმედების ფონზე (ვიზუალური, ფანტაზია ან სხვა) ამ დროს ცდილობ "ისწავლო" იმ მომენტის "დაჭერა", რომელიც წინ უძღვის გათავების გარდაუვლობას, შეცვალო სტიმულაცია და გადაავადო გათავება. ეს არის ტრენინგის ზოგადი არსი. შესაძლებელია ეს მეტად ზოგადი და ვიღაცისათვის სასაცილო რეკომენდაციაა, მაგრამ ამ მეთოდს, თუ სერიოზულად მიუდექი და დრო დაუთმე, შეუძლია სექს-გიგანტად გაქციოს.
3.არსებობს სხვა ხერხები, ასევე აუტოტრენინგული (საჭიროა მათში დახელოვნება), რომელთა აქ დეტალურად გადმოცემის არც ადგილია და დაუსწრებლად არცა ღირს.
4.არსებობს აგრეთვე სხვადასხვა მედიკამენტი, როგორც პერორალური (დასალევი), ასევე გარეგანი, რომელთა გამოყენება ახანგრძლივებს სექსუალურ კავშირს, მაგრამ მათი სწორი და უხიფათო გამოყენებისათვის საწიროა მიმარტო პუნქტს №1 .
5.არსებობს ასევე წყვილის სექსთერაპია (sexual counselling), მაგრამ ამისათვის შენც და პარტნიორი უნდა მიბრძანდეთ სექსთერაპევტთან.
6.სასურველია ფლობდე პარტნიორის ორგაზმამდე ან თითქმის ორგაზმამდე მიყვანის სექსუალურ ტექნიკას ასოს საშოში შეყვანის გარეშე, რაც მეტი სექსუალური "მანევრის" საშუალებას მოგცემს სექსის დროს და ნაკლებად დამოკიდებულს გაგხდის საკუთარ გათავებაზე-ამგვარი საკმაოდ მარტივი სექსუალური ტექნიკა ფსიქოლოგიურად ძალიან უადვილებს კაცს გამოიმუშაოს "გათავების კონტროლი".
სამწუხაროდ არც ერთი ზემოთ მოყვანილი პუნქტი არ წარმოადგენს მარტივ რეცეპტს ჩქარი სექსუალური აქტის წინააღმდეგ, მე ეს მესმის, მაგრამ ასეთია რეალობა.
სხვათასორის, არც ისაა გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შენ თავად მიაგნო იმ ხერხს, ნიუანსს, რასაც ეაკულატორული კონტროლი ქვია. უბრალოდ, შეეცადე შემოქმედებითად მიუდგე საკითხს

გისურვებ წარმატებებს!