უფრო სწორად რომ ვთქვათ, პილინგის დროს მითხრა კოსმეტოლოგმა, ცხვირსაც გაგიწმინდავო,
კი ეს არ შედის პილინგში, მაგრამ ძალიან გასაწმენდს რომ ვხედავ არ შემიძლია ისე გაგიშვაო, ხოდა გამიწმინდა.
დარცმელია და არველაძე ამ პროცედურის წინააღმდეგი არიან მაგრამ ჩვენ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს ამასთან დაკავშირებითო.
ხოდა გამიწმინდა, ძალიან მაგრადაც გამიწმინდა, მაგრამ ეტყობა იქ აკნეს რაღაც ნარჩენები იყო სიღრმეში და ის განითესა სავარაუდოდ სხვადასხვა ადგილებში.
ნუ კოსმეტოლოგმა გამაფრთხილა რომ შეიძლება განითესოსო და სადაც პრობლემა შეგექმნება, იმ ადგილებში წაისვი არგოსულფანის 2%-იანი მაზიო, შემდეგ რომ შეგაშრება
ჩამოიბანო ოქტანისანის გელით და წაისვი სინტომიცინის კრემიო. ანუ დღეში უნდა წამესვა ორჯერ არგოსულფანი, ორჯერ სინტომიცინი. ჩამობანა ოქტანისანით უნდა მომხდარიყო.
ხოო ამ მეთოდმა გაამართლა, მაგრამ ანთების ჩასაცხრობად მაინც დამჭირდა ისევ დარცმელიასთან მისვლა.
მოკლედ ყველას გასაგონად ვიძახი, სახეზე რაღაცები როცა გაქვთ, ნუ იწვალებთ, თორემ უფრო მეტი გამოგივათ.
ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოთ სახეზე თვითნებურ მანიპულაციებს. თუ გამოუვალი სიტუაცია გაქვთ, სადმე მიდიხართ და მუწიკით ნამდვილად ვერ გახვალთ გარეთ.
მაშინ, ნემსი აიღეთ გაახურეთ წვერი, შემდეგ სამედიცინო სპირტით მოუწმინდეთ წვერი და ძალიან ფრთხილად გახეთქეთ. ხელით არ დააწვეთ უხეშად, ორი სპეციალური ყურის საწმენდი ჩხირით ფრთხილად გამოიყვანეთ, ისე რომ სულ ოდნავ რომ აწვებოდეთ, უდრო დრენაჟის, ანუ გამოწოვის სახით იმოქმედეთ ვიდრე ფიზიკურად დაწოლით.
მას შემდეგ წაისვით უკვე, სპეციალური სითხე სახეზე, აი კაციტაძის ხსნარს რომ ეძახიან

ან რომელიმე დერმატოლოგის მიერ დანიშნული ხსნარი.
დაიხსომეთ, უმეტესობას ჰქონია რომ მუწუკის გამორწყვის ადგილას სპირტით დამუშავება უშველის, თურმე უარესი ყოფილა. არ შეიძლება უბრალო სამედიცინო სპირტით სახის დამუშავება.
ხოო კიდევ რა, ფსიქოლოგიას აქვს დიდი მნიშვნელობა, ფორუმში კირკიტი და დერმატოლოგიური თემების კითხვა ჩვენ ნელ-ნელა შეგვშლის

დავანებოთ ინტერნეტს თავი.
თუ ატყობთ რომ სულ რომ ამ თემებში ვართ ჩაძირული, ანუ ჩვენი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი სახის კანით არის მოცული. გავთავისუფლდეთ მეგობრებო!!!!