qeto555
გამარჯობათ
სხვა რაიმეს კიდევ ხომ არ უჩივით? მარტო ტკივილით შემოიფარგლება თქვენი ჩივილები? სახსარში მოსვენებულ მდგომარეობაში მოძრაობის ამპლიტუდა როგორია? შეადარეთ მოძრაობა მეორე კიდურის იგივე სახსართან შედარებით და განსაზღვრეთ შეზღუდული ხომ არ არის.წონის პრობლემა ხომ არ გვაქვს? რომელი კუნთი გისივდებათ ხოლმე დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას რომ გადააჭარბებთ? რა ასაკის ბრძანდებით?
ზაფხული მოვა და გაგივლის რას ნიშნავს ვერ მივხვდი სამწუხაროდ

.
თუ გაქვთ რომელიმე გამოკვლევის დასკვნა იქნებ დაწეროთ აქ.
საინტერესო იქნება მუხლის სახსრის ულტრასონოგრაფიული კვლევის ან მაგნიტურ რეზონანსული ტიპის კვლევის პასუხი.ასევე მუხლის სახსრის რენტგენოგრაფია 3 პროექციაში პუირდაპირში გვერდითში და ნახევრად გვერდითში.მიღებული კვლევების შედეგები და ზოგადი ანამნეზური მონაცემები სავარაუდო დიაგნოზზე მაინც მიგვითითებს.არაფერი გვაწუხებს და ზაფხული მოვა და გაგვივლის ჩემთვის პირადად მიუღებელია.ფაქტია რომ მუხლის სახსრის ფუნქციონირება და ნორმალური ანატომიურ-ფიზიოლოგიური მონაცემები ფათოლოგიურისკენ იხრება.უმჯობესი იქნება ტრავმატოლოგთან ვიზიტი,კონსულტაციის გავლა და სრულად შეფასება არსებული მდგომარეობის და ყველანაირი პრევენციული თუ სამკურნალო ღონისძიებების გატარება რათა სამომავლოდ მუხლის სახსრის ფუნქციონირების შეზღუდვა და სახსარში მიმდინარე დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესი ადრეულ ასაკში არ დაიწყოს.
წარმატებებს გისურვებთ
brutal_88
გამარჯობათ
თაბაშირით იმობილიზაციის მოხსნის შემდგომ კიდურის შეშუპება ჩვეულებრივი მოვლენაა და ფუნქციონირება შეზღუდული კიდურის რეაბილიტაციური პერიოდის ერთერთი დამახასიათებელი ნიშანია.დეფორმირებული გეჩვენებათ იმიტომ რომ კიდური იყო იმობილიზირებული და მოხდა კუნთოვანი ქსოვილის განლევა რაც კიდურის ფუნქციონირების შეზღუდვით არის გამოწვეული.(დეფორმაცია ასევე შეიძლება მოტეხილი ფრაგმენტების არასწორი კონსოლოდაციით იყოს გამოწვეული).
თაბაშირით იმობილიზაციის მოხსნის შემდგომ მკურნალი ექიმისგან რეაბილიტაციური პერიოდის საკითხებზე რჩევა დარიგება არ მიგიღიათ?.
რა ტიპის დაზიანება გვქონდა საერთოდ? და რა სახის თაბაშირის ნახვევი გვქონდა და რამდენი ხნით?
ცოტა უფრო ვრცლად იქნებ აღწეროთ რა ტიპის დაზიანებას ქონდა ადგილი.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ
leont
გამარჯობათ

ფიზიკური დატვირთვა ერთი თვის განმავლობაში მაინც რომ შეზღუდოთ იქნება კარგი.იხმაროთ რომელიმე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მალამო(კეტონალი-2 კვირა მტკივნეულ მიდამოზე დილა საღამოს თხლად შესაზელად).ასევე შეინარჩუნოთ კიდურის მაქსიმალურად მოსვენებული მდგომარეობა.არ იქნება კარგი არყიანი,სპირტიანი და სხვადასხვა ტიპის კომპრესები და ცხელი წყლის აბაზანები.ასევე არ იქნება კარგი მტკივნეული მიდამოს მასაჟი.
სამომავლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს უმჯობესი იქნება ორივე მუხლზე იხმაროთ დატვირთვის დროს სამუხლე.საერთოდ არადოზირებული ფიზიკური დატვირთვებით მიმდინარე სპორტი არა ორგანიზმის გამაჯანსაღებელია არამედ ნორმალური ფუნქციონირების დამანგრეველია.
1 თვის განმავლობაში იქნება კარგი სპორტული დატვირთვების შეზღუდვა 1 თვის შემდგომ კი უმჯობესი იქნება ცურვით დაკავდეთ პარალელურად.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ
This post has been edited by E-36 on 3 Aug 2010, 23:57