სამწუხაროდ გადატვირთული რეჟიმის და უამრავი ოპერაციების გამო ვერ ვახერხებ ამ თემაში ხშირად შემოხედვას
max-14
გამარჯობათ
შლატერის დაავადება ეს გახლავთ დიდი წვივის ძვლის ბორცვის ოსტეოქონდროპათია (ოსგუდ-შლატერის დაავადება)...
ამ დაავადების წინამორბედი გახლავთ დიდი ფიზიკური დატვირთვა რაც ერთერთი პირველი მისი დამახასიათებელი ნიშანია ანამნეზიდან...დაავადებას ძირითადად მოზარდებში ვხვდებით და წარმოადგენს დიდი წვივის ძვლის ბორცვის მიკროტრავმების და ბარძაყის ოთხთავა კუნთის ზედმეტი გადატვირთვის შედეგს,რომლის მყესიც კვირისტავის იოგთან ერთად უმაგრდება დიდი წვივის ძვლის ბორცვს...ამ დროს კლინიკური სურათი უფრო მეტად არის გამოხატული,რათქმაუნდა რენტგენოგრაფიული გამოკვლევაც გვეხმარება დიაგნოზის დადგენაში და დიფერენციალური დიაგნოზის გატარებაში ოსგუდ შლატერია ეს თუ სხვა რაიმე ტიპის პათოლოგიური პროცესი...ამ დროს მუხლის მიდამო და დიდი წვივის ძვლის ბორცვის მიდამო შესივებულია,ჰიპერემიულია,ძალზედ მტკივნეულია და კიდურის ფუნქციონირებას აფერხებს ან სრულად ზღუდავს...
მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია და მდგომარეობს კიდურის მოსვენებაში რაც ისახავს ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავებას და ძირითადად წოლით რეჟიმს ან კიდურის იმობილიზაციას 3-4 კვირის განმავლობაში...კიდევ ფიზიო ან ლაზეროთერაპია და ასევე ადგილობრივათ შესაზელი მალამოები და პერორალურად მედიკამენტები ტკივილის კუპირებისთვის...
ოპერაცია ამ დროს არ კეთდება არანაირი თუ არ მოხდა ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესის და კვირისტავის საკუთარი იოგის მიერ დიდი წვივის ძვლის ბორცვის ატეხვა რისი მკურნალობაც რაღათქმა უნდა ოპერაციულია და მგომარეობს ბორცვის თავის ანატომიურ ადგილზე დაბრუნებაში და ფიქსაციაში...მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება კონსერვატიული მკურნალობის სრულყოფილად ჩატარების შემთხვევაში...
სპორტს,სამომავლოდ კიდურის ჯანმრთელი ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის უნდა ჩამოცილდეს საზრდელი ზონების დახურვამდე მაინც.
როგორც მივხვდი უკვე მკურნალობთ კონსერვატიულად და მკურნალი ექიმის რჩევები შეეცადეთ სრულად გაითვალისწინოთ.
წარმატებებს და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ
მიმაგრებული სურათი