#7898483 · 28 Dec 2007, 01:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (kobalsky @ 27 Dec 2007, 12:57 ) | რამე კონკრეტული მკურნალობის კურსს ხომ ვერ მეტყვით? იმიტომ რომ ბევრი ქართველი მინახია მაგ ტიკებით და რატომ არ მკურნალობენ მაინტერესებს... |
მკურნალობა, როგორც ადრე ავღნიშნე, დამოკიდებულია მოძრაობის დარღვევის ტიპზე და გამომწვევ დაავადებაზე. ბევრი წამალი იხმარება ზოგადად. კონკრეტულ შემთხვევაში რა წამალი უნდა დაინიშნოს, არის ნეოვროპათოლოგის გადასაწყვეტი.
გარდა წამლებისა, არსებობს აგრეთვე სხვა ტიპის მკურნალობა: მაგალითად, ბოტულინის ტოქსინის ადგილობრივი ინექციები მიკროდოზებით, რასაც ამ საქმეში გამოცდილი ადამიანი აკეთებს. აგრეთვე არსებობს ე.წ. deep brain stimulation (ანუ ტვინის სტიმულაცია ელექტროდენით, ტვინში სპეციალური ელექტროდების ჩანერგვის შემდეგ) და ქირურგიული მეთოდები(პალიდოტომია და თალამოტომია), რომლის დროსაც კვეთავენ ტვინში არსებულ ღრმა ბირთვებს(ნერვული უჯრედების გროვას).
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|