EXTRAORDINARY
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1594
წევრი No.: 64846
რეგისტრ.: 18-June 08
|
#11498072 · 12 Nov 2008, 21:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზღვის წყალი - სასარგებლო თვისებები
იცით თუ არა რომ ჩვენ ძარღვებში ძველი ზღვის წყალი ჩქეფს? მეცნიერებმა დაადგინეს პალეოზოური ერის დროინდელი ზღვის წყლის ფორმულა. აღმოჩნდა, რომ მისი შემადგენლობა მთლიანად ემთხვევა ჩვენი სისხლის მინერალურ შემადგენლობას. ზოგადად სიცოცხლის ზღვაში ჩასახვის თეორია საკმაოდ ახალგაზრდაა, დაახლოებით საუკუნისაა. 1898 წელს იგი გამოთქვა მეცნიერმა ბუნგემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ცხოველებმა წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს სისხლის არაორგანული შედგენილობა.
ოდესღაც წყალი ცოცხალი ორგანიზმების შიდა და გარე საარსებო გარემო იყო, ამიტომ ისინი შეეგუენ ძველი სამყაროს დამახასიათებელ იონთა თანაფარდობას. დედამიწაზე ზღვების შემადგენლობა წლების განმავლობაში იცვლებოდა. ორგანიზმები ან უნდა შეცვლილიყო, ან უნდა შეენარჩუნებინა შიდა გარემო. ბუნებამ გამოიყენა ორივე შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენში არის ძველი ზღვა და მას მემკვიდრეობით გადავცემთ.
შეგვიძლია ეს ინფორმაცია ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგ. აზოვის და კასპიის ზღვაში ბანაობა მეტად სასარგებლოა, თუ კომფორტს და წონასწორობას ესწრაფვით. უფრო მარილიან ზღვებზე მაგ. ხმელთაშუა და მკვდარ ზღვაზე შეინიშნება სწრაფი გახდომის მომენტი. თუმცა რეალურ გახდომასთან მას კავშირი არ აქვს. მაღალი მარილიანობის გამო სხეული თითქოს გარეთ გამოდის, ჩვეულებრივ პირობებში სხეული სტატუს კვოს აღიდგენს.
პირველი ნაშრომი ზღვის წყლის სარგებლობის შესახებ გამოქვეყნდა ოქსფორდში 1750 წელს. ამის შემდეგ დაიწყეს ზღვის აბაზანების გამოყენება სამკურნალო მიზნით. ზღვაში ბანაობა კი დაიწყეს მე-19 საუკუნეში, როცა კოჭის ზევით ფეხის გამოჩენა ფრივოლური აღარ იყო. მანამდე ბანაობად ითვლებოდა სანაპიროზე მეჩხერ წყალში გასეირნება.
დღესდღეობით მეცნიერები თვლიან, რომ ზღვაზე ბანაობა აუმჯობესებს ცალკეული ორგანოების სისხლის მიმოქცევას, ამცირებს წნევას, გულისცემის სიხშირეს. და რაც მთავარია აკაჟებს ორგანიზმს.
რევმატოლოგები აგიხსნიან, რომ ზღვის წყალი მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით, ამიტომ დადებით ზეგავლენას ახდენს ართროზით დაავადებულებზე.
პულმონოლოგები თვლიან, ზღვის წყალი და ჰაერი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგაც.
დერმატოლოგები ზღვაში ბანაობაში მხოლოდ ერთ მინუს ხედავენ: ბანაობის შემდეგ იზრდება კანის მგრძნობელობა ულტრაისფერი სხივებისადმი, ამიტომაც შესაძლოა პლაჟზე მზის დამწვრობა მიიღოთ. ბანაობისას ეპიდერმისში აღწევს ელექტროლიტები, რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებენ უჯრედების მდგომარეობას.
იმუნოლოგებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები: ზღვის წყალი შეიცავს მაგნიუმის იონებს, რომლებიც ასტიმულირებენ სასიცოცხლო პროცესებს: ძვლის ტვინის წარმოქმნას, უჯრედების გაყოფას და ა.შ. ასე რომ საკმაო მიზეზი გაქვთ ზღვაში საბანაოდ.
ზღვის წყალი და ჰაერი შეიცავს იოდსაც, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ მინერალს. იგი აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, აძლიერებს ნერვულ და იმუნურ სისტემას. ააქტიურებს ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
ზაფხულობით წყლის სანაპიროზე გასეირნებას მეტად სასარგებლოა. ერთი-ორი კვირის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე სირბილი ააქტიურებს კანის ტემპერატურულ და ტაქტილურ რეცეპტორებს, ასევე მის ქვედა ფენებს. ამ მარტივი პროცედურის თერაპიულ ეფექტს ზრდის ქვიშა და წვრილი ქვები, რომლებიც ქუსლის რეფლექსურ წერტილებს გააქტიურებს. ამასთან სწრაფი სირბილი მოძრავ ქვიშაზე საკმაოდ ძნელია, ფიზიკურ დატვირთვას იღებს ფეხების, მუცლის, თეძოების ყველა კუნთი. მთავარი მომენტია, რომ ფეხი მუდმივად უნდა ამოწიოთ წყლიდან.
ასევე სასარგებლოა დილა-საღამოს ცვარიან ბალახზე გასეირნება. რაც დაგეხმარებათ უძილობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას...
მოკლედ გამოიყენეთ დრო თქვენ სასარგებლოდ პლაჟზე, როცა გვერდით უნიკალური ბუნებრივი ტრენაჟორი გაქვთ. * * *
სიმართლე პიტნის ჩაის შესახებ
პიტნის ჩაის ძველ რომში განწყობის ასამაღლებლად და გასაუმჯობესებლად იყენებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე, ხოლო რუსეთში იყენებდნენ მადის გასაუმჯობესებლად და ასევე ამატებდნენ შესასუნთქ თამბაქოში. პიტნის მთავარ სამკურნალო კომპონენტს წარმოადგენს მენთოლი, რომელსაც შეიცავს ამ მცენარის ეთერზეთი. პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებების, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას.
ცნობილია, რომ ბევრ მამაკაცს არ უყვარს პიტნის ჩაი, რადგან იგი ერთგვარ "მოდუნებას" იწვევს. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვანაირად იღებს, მაგრამ რეაქცია პიტნის ჩაიზე ყველა მამაკაცისათვის ერთმნიშვნელოვანია. ქალის ორგანიზმი ამ მცენარის ჩაის ცოტა თავისებურად ითვისებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ჯერ კი მამაკაცებზე ვისაუბროთ:
ერთის მხრივ პიტნის ჩაი ძალიან სასარგებლო საშუალებაა: ხსნის გაღიზიანებას, ნევროზულობას, აუმჯობესებს ძილს. მეოეს მხრივ – აქვეითებს აღგზნებულობას, მათ შორის სექსუალურს. თანაც ეფექტი ხანგრძლივი მიღებისაგან გროვდება, და ერთ მშვენიერ დღეს მამაკაცი, რომელიც მუდმივად იყენებს პიტნის ჩაის, აღმოაჩენს, რომ "საერთოდ აღარ უნდა". უბრალოდ აღარ უნდა და მორჩა.
რა თქმა უნდა ეს უკიდურესი შემთხვევაა, და "დამუხრუჭება" მაშინვე გაივლის, როგორც კი ჩაის სმას თავს დაანებებს. თანაც რეაქცია მასზე ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ასე რომ, პრინციპში, არაფერი საშიში ამ ჩაის სმაში არ არის. მით უმეტეს, რომ ერთჯერადი მიღება "მშიერ" მამაკაცს ვერაფრით დააწყნარებს.
ასევე ცნობილია, რომ საშინაო პროდუქტების სიაში, რომელთაც პირობითად შეიძლება "ანტი–სექსი" დავარქვათ, შედიან სხვა "პრეპარატებიც". ეს არის თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც აქვეითებს წნევას, ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას, ასევე ვიტამინ А–თი მდიდარი პროდუქტები, მაგალითად – ნაღების კარაქი.
საინტერესოა, რომ იგივე დამამშვიდებელი საშუალებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება იქცნენ სექსუალური აქტივობის "უშუალო აღმგზნებებად". ეს ეფექტი იმ შემთხვევაში ვლინდება, როცა მამაკაცის თავი (უფრო ზუსტად თავის ტვინის ქერქი) დაკავებულია უამრავი პრობლემით და შემაშფოთებელი აზრებით.
ასე რომ, ამ ეფექტში არავითარი პარადოქსი არ არის, მთავარია "დაიცვათ" დოზები და არ ელოდოთ, ვიდრე ქერქთან ერთად სხვა დანარჩენიც არ "დამშვიდდება", თუ რა თქმა უნდა ეს არ შედიოდა თქვენს მიზნებში. როგორც ცნობილია, ალკოჰოლიც, ისევე, როგორც სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა საშუალებები, იწვევს ქერქის "დამამუხრუჭებელ" ზემოქმედებას. ნაწილობრივ ამით აიხსნება მისი თითქოსდა სექსუალური ლტოლვის გადაჭარბებული შესაძლებლობა. ადამიანი უბრალოდ "ნაკლებად იწყებს ფიქრს". ამასთან, ალკოჰოლი ჩაისაგან განსხვავებით მხოლოდ დიდი დოზებით იწვევს ორგანიზმის "დაწყნარებას". და მაინც, მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან "გვერდითი მოვლენის" სახით იგი იწვევს ორგანიზმის ნერვული დაბოლოებების შესამჩნევ დაჩლუნგებას, რაც ერთგვარი "მსუბუქი ანესთეზიაა".
რაც შეეხება ქალებს. მეცნიერებმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ პიტნის ჩაი ხელს უშლის ქალის სხეულზე არატრადიციულ ადგილებში თმის ზრდას. მეცნიერები დღემდე კამათობენ მზგავსი ზემოქმედების მექანიზმზე, თუ რატომ ახდენს "შემაჩერებელ ეფექტს" ქალის თმის საფარზე პიტნის ჩაი.
თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ შედეგია!
და ბოლოს, პიტნის ჩაი ძლიერი საშუალებაა ცუდი სუნთქვის, დიარეის, გაჭედილი ცხვირის, კუნთებისა და ნაწლავების ტკივილების დროს. ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უძილობას, თავის ტკივილებს, აქტიურად აქვეითებს ტემპერატურას, ადუნებს, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. ამ საოცარი ჩაის მიღება დღის ნებისმიერ დროს შეიძლება: დილით გაგამხნევებთ, შუადღეს – დაგეხმარებათ სხვადასხვა ტკივილების მოსახსნელად, საღამოს – მოგადუნებთ ნებისმიერ მასაჟისტზე უკეთესად. ასე რომ, მიირთვით პიტნის ჩაი და დაივიწყეთ პრობლემები. * * *
ყავის საიდუმლო: მივირთვათ თუ არა ყავა?
ყავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.
ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ. ყავა ყველას ჩუქნის თავის განუმეორებელ გემოს და არომატს, გვანებივრებს ჯიშების და მომზადების მეთოდების მრავალფეროვნებით. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურია და ყოველთვის სასარგებლო არ არის. მკვლევარები უსასრულოდ კამათობენ ყავის სარგებლობა-ზიანის შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან.
ებრძვის დაავადებებს
ყავის ყველაზე აქტიური ელემენტია კოფეინი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორს. კოფეინის შემცველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია- ყავა, შოკოლადი, კაკაო, ჩაი და კიდევ 60-მდე მცენარე. მას იყენებენ მსუბუქ სასმელებში, როგორიცაა კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, მადის და სიმხნევის მოსამატებელ სამკურნალო პრეპარატებში, ასევე გაცივებისას, ბრონქული ასთმისას.
რაშია საიდუმლო?
რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია- ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ეს ეფექტი განპირობებულია ყავის ზემოქმედებით თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე. კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალის გამომუშავებას. ადრენალი იწვევს გულის მუშაობის აჩქარებას, ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად ენერგიის გაზრდას. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ადუნებს სასუნთქ გზებს, რაც აადვილებს სუნთქვას და კუნთების შეკუმშვას. ამგვარად ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას აქტიური მოქმედებებისთვის მთელი დღის განმავლობაში.
თუმცა...
ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ.
მომხრე : კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ.
წინააღმდეგ : ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას. მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის.
წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება.
მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის.
წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით. მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან. წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს.
მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას.
წინააღმდეგ: მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ნამდვილი დეპრესია.
მომხრე: ძალიან სასიამოვნო სიახლე: ყავა შეიცავს ვიტამინ pp და 300-მდე მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. და ეს ყველაფერი არ არის!
წინააღმდეგ: როგორც ყველა სტიმულატორს, ყავასაც გააჩნია უკუჩვენება. მისი მიღება არ შეიძლება საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად.
ფაქტები მთელი მსოფლიოდან
ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მხოლოდ ქალებისთვის. ცდებმა აჩვენა, რომ მამაკაცებზე კოფეინი მსგავს გავლენას არ ახდენს; გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება თავიდან აცილებს გამელოტებას. ამასთან კოფეინი ამგვარად მოქმედებს გარეგნული მოხმარებისას. ექსპერტების მოსაზრებით, თმის სასურველის სიგრძის მისაღწევად საჭიროა დღეში 60-80 ფინჯანი ყავის შეზელვა! მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. სწორედ კოფეინი აიძულებს მას ინტენსიურად მოახდინოს რეაგირება გარემოზე. კანადელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხელს უწყობს ცხიმის გარდაქმნას კუნთების საწვავად. ლამაზები რომ ვიყოთ ყავა შესანიშნავი საგემოვნო თვისებების გარდა შეიცავს ძვირფას კოსმეტიკურ ინგრედიენტებს. მასში შემავალი პინოლის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის მის დაბერებას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ფოტოდაცვითი თვისებები. მსოფლიოში ცნობილი მარკები იყენებენ ყავის ამ თვისებას სახის ძვირფასი კრემების შესაქმნელად. კოფეინის ზემოქმედებით მკვრივდება კანი, იჭიმება სახის ოვალი და ნელდება დაბერების პროცესი.
კოფეინში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ტოქსინებისგან გათავისუფლებას, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, ამიტომ ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს. ისინი შექმნილია განსაკუთრებული მწვანე ყავის საფუძველზე. ასევე იქმნება სპეციალური სურნელები კოფეინის არომატით, რადგან იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხელს უწყობს წონის შემცირებას ფსიქოლოგიურ დონეზე. წყარო www.lady.ge * * * კალციუმის პრეპარატები - მითი თუ აუცილებლობა? სატელევიზიო რეკლამა დაჟინებით გვირჩევს, რომ შევიძინოთ კალციუმი, რომ კალციუმიანი კრემი კანს უფრო გლუვს და ელასტიურს გახდის. რძის მწარმოებლები ყურადღებას ამახვილებენ თავიანთ პროდუქტებში კალციუმის და D ვიტამინის შემცველობაზე. 20 წლის წინ ამის შესახებ არავინ ფიქრობდა და საუბრობდა. არის თუ არა ეს პროდუქტები აუცილებელი თუ უბრალოდ მოდის კაპრიზია?
კალციუმი არის ორგანიზმის საბაზისო მაკროელემენტი, მისი საერთო მასა მოზრდილ ადამიანში შეადგენს 1-1,5 კგ-ს. კალციუმი არის ძვლის ჩონჩხის საფუძველი (99%), იგი უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ შეკუმშვას და გულის მუშაობას. არეგულირებს არტერიულ წნევას და სისხლის შედედებას. სისხლში კალციუმის დონის დაწევა იწვევს გულის რიტმის დარღვევას, სახსრების და მენსტრუალურ ტკივილის. ადამიანისთვის კალციუმის წყაროა საკვები. არასაკმარისი მიწოდებისას ორგანიზმი კალციუმს იღებს ძვლებისგან, რაც იწვევს სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს.
სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საკვებთან ერთად ორგანიზმს ნაკლები კალციუმი მიეწოდება. ამის მიზეზი რამდენიმეა: თანამედროვე ადამიანის კვების ხასიათის შეცვლა, კალციუმის შეწოვის დონის დამწევი პროდუქტების გამოყენება, დიეტები და მსგავსი შეზღუდვები, ვეგეტარიანელობა, სპეციალურად დამუშავებული პროდუქტების გამოყენება და სხვა.
კალციუმის დეფიციტი იწვევს 150-მდე დაავადებას. ართრიტი, სახის დამბლა, ოსტეოპორეზი, ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი და სხვა. თირკმელებში ქვების გაჩენაც არის ორგანიზმის რეაქცია კალციუმის დეფიციტზე და არა სიჭარბეზე. ქვების გაჩენას თან ახლავს ძვლებში კალციუმის შემცირება და ოსტეოპოროზის განვითარება.
სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმის რეზერვების შესწავლა მისი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის. გამოკვლევები მიმდინარეობს პროფილაქტიკური მედიცინის დარგში, რომელიც ნაკლებად ხარჯიანია და მეტად ეფექტურია. გაიზარდა ისეთი მასიური დაავადებების პროფილაქტიკის მნიშვნელობა, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რომელსაც იწვევს ძვლის ქსოვილის მინერალიზაციის დარღვევა, შედეგად კი ძვალი მცირე ტრამვისას ტყდება. მისი საფრთხე გამომდინარეობს ინფორმაციულობის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის დაბალი დონისგან.
მეცნიერების გათვლით უახლოეს მომავალში დედამიწაზე ყოველ მეორე ქალს და მერვე მამაკაცს ოსტეოპოროზი შეაწუხებს. 50 წლის ზევით ყოველ მეორე ქალს გამოავლინდება ოსტეოპენიური სინდრომი. საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანების მოტეხილობების მთავარი მიზეზია-ოსტეოპოროზი.
კალციუმის დეფიციტის და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის პროგრამა მოიცავს კალციუმის და D ვიტამინის კომბინირებული პრეპარატების მიღებას, რაც ისახავს რამდენიმე მიზანს:
საკვებში კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტის კომპენსაციას; ძვლოვანი მასის შემცირების შენელება და შეჩერება; მისი ნაწილობრივი აღდგენა; ტკივილის შემცირება ან გაჩერება; მოძრაობის აღდგენა; ძვლის მოტეხილობისგან დაცვა. მეტად მნიშვნელოვანია პრეპარატის სწორად შერჩევა. ყველაზე დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს კალციუმ კარბონატი. იგი შედის კალციუმის ყველა პრეპარატის შემადგენლობაში, გარდა ამისა მასში ვიტამინი D-ც იგივე რაოდენობით უნდა შედიოდეს. იგი უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან და მის ათვისებას ძვლის ქსოვილის მიერ. ოპტიმალური თანაფარდობაა: 500 მგ. კალციუმი და 200 ME ვიტამინი D3. 45 წლის ზევით რეკომენდებულია დღეში 800 ME და მეტი ვიტამინი D. ამიტომ აქტუალურია ისეთი პრეპარატები, რომელიც შეიცავს 500 მგ. კალციუმს და 400 ME ვიტამინი D3.
კალციუმის და ვიტამინი D3-ს თანაფარდობა განაპირობებს პრეპარატის ეფექტურობას, მისი მიღების რაოდენობას. მედიკოსების რეკომენდაციით კალციუმის და ვიტამინი D3-ს დღიური დოზა უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის დღიურ ნორმას. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კალციუმის დეფიციტის კომპენსაცია ერთწუთიანი პროცესი არ არის, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვა * * *
QUOTE (EXTRAORDINARY @ 12 Nov 2008, 21:06 ) | ზღვის წყალი - სასარგებლო თვისებები
იცით თუ არა რომ ჩვენ ძარღვებში ძველი ზღვის წყალი ჩქეფს? მეცნიერებმა დაადგინეს პალეოზოური ერის დროინდელი ზღვის წყლის ფორმულა. აღმოჩნდა, რომ მისი შემადგენლობა მთლიანად ემთხვევა ჩვენი სისხლის მინერალურ შემადგენლობას. ზოგადად სიცოცხლის ზღვაში ჩასახვის თეორია საკმაოდ ახალგაზრდაა, დაახლოებით საუკუნისაა. 1898 წელს იგი გამოთქვა მეცნიერმა ბუნგემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ თანამედროვე ცხოველებმა წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს სისხლის არაორგანული შედგენილობა.
ოდესღაც წყალი ცოცხალი ორგანიზმების შიდა და გარე საარსებო გარემო იყო, ამიტომ ისინი შეეგუენ ძველი სამყაროს დამახასიათებელ იონთა თანაფარდობას. დედამიწაზე ზღვების შემადგენლობა წლების განმავლობაში იცვლებოდა. ორგანიზმები ან უნდა შეცვლილიყო, ან უნდა შეენარჩუნებინა შიდა გარემო. ბუნებამ გამოიყენა ორივე შესაძლებლობა და ამიტომ ჩვენში არის ძველი ზღვა და მას მემკვიდრეობით გადავცემთ.
შეგვიძლია ეს ინფორმაცია ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ. მაგ. აზოვის და კასპიის ზღვაში ბანაობა მეტად სასარგებლოა, თუ კომფორტს და წონასწორობას ესწრაფვით. უფრო მარილიან ზღვებზე მაგ. ხმელთაშუა და მკვდარ ზღვაზე შეინიშნება სწრაფი გახდომის მომენტი. თუმცა რეალურ გახდომასთან მას კავშირი არ აქვს. მაღალი მარილიანობის გამო სხეული თითქოს გარეთ გამოდის, ჩვეულებრივ პირობებში სხეული სტატუს კვოს აღიდგენს.
პირველი ნაშრომი ზღვის წყლის სარგებლობის შესახებ გამოქვეყნდა ოქსფორდში 1750 წელს. ამის შემდეგ დაიწყეს ზღვის აბაზანების გამოყენება სამკურნალო მიზნით. ზღვაში ბანაობა კი დაიწყეს მე-19 საუკუნეში, როცა კოჭის ზევით ფეხის გამოჩენა ფრივოლური აღარ იყო. მანამდე ბანაობად ითვლებოდა სანაპიროზე მეჩხერ წყალში გასეირნება.
დღესდღეობით მეცნიერები თვლიან, რომ ზღვაზე ბანაობა აუმჯობესებს ცალკეული ორგანოების სისხლის მიმოქცევას, ამცირებს წნევას, გულისცემის სიხშირეს. და რაც მთავარია აკაჟებს ორგანიზმს.
რევმატოლოგები აგიხსნიან, რომ ზღვის წყალი მდიდარია მინერალებით და მიკროელემენტებით, ამიტომ დადებით ზეგავლენას ახდენს ართროზით დაავადებულებზე.
პულმონოლოგები თვლიან, ზღვის წყალი და ჰაერი აძლიერებს იმუნიტეტს, ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგაც.
დერმატოლოგები ზღვაში ბანაობაში მხოლოდ ერთ მინუს ხედავენ: ბანაობის შემდეგ იზრდება კანის მგრძნობელობა ულტრაისფერი სხივებისადმი, ამიტომაც შესაძლოა პლაჟზე მზის დამწვრობა მიიღოთ. ბანაობისას ეპიდერმისში აღწევს ელექტროლიტები, რომლებიც ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებენ უჯრედების მდგომარეობას.
იმუნოლოგებსაც აქვთ თავიანთი არგუმენტები: ზღვის წყალი შეიცავს მაგნიუმის იონებს, რომლებიც ასტიმულირებენ სასიცოცხლო პროცესებს: ძვლის ტვინის წარმოქმნას, უჯრედების გაყოფას და ა.შ. ასე რომ საკმაო მიზეზი გაქვთ ზღვაში საბანაოდ.
ზღვის წყალი და ჰაერი შეიცავს იოდსაც, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ მინერალს. იგი აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, აძლიერებს ნერვულ და იმუნურ სისტემას. ააქტიურებს ტვინის მუშაობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
ზაფხულობით წყლის სანაპიროზე გასეირნებას მეტად სასარგებლოა. ერთი-ორი კვირის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე სირბილი ააქტიურებს კანის ტემპერატურულ და ტაქტილურ რეცეპტორებს, ასევე მის ქვედა ფენებს. ამ მარტივი პროცედურის თერაპიულ ეფექტს ზრდის ქვიშა და წვრილი ქვები, რომლებიც ქუსლის რეფლექსურ წერტილებს გააქტიურებს. ამასთან სწრაფი სირბილი მოძრავ ქვიშაზე საკმაოდ ძნელია, ფიზიკურ დატვირთვას იღებს ფეხების, მუცლის, თეძოების ყველა კუნთი. მთავარი მომენტია, რომ ფეხი მუდმივად უნდა ამოწიოთ წყლიდან.
ასევე სასარგებლოა დილა-საღამოს ცვარიან ბალახზე გასეირნება. რაც დაგეხმარებათ უძილობისას, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას...
მოკლედ გამოიყენეთ დრო თქვენ სასარგებლოდ პლაჟზე, როცა გვერდით უნიკალური ბუნებრივი ტრენაჟორი გაქვთ. * * *
სიმართლე პიტნის ჩაის შესახებ
პიტნის ჩაის ძველ რომში განწყობის ასამაღლებლად და გასაუმჯობესებლად იყენებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ იგი დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე, ხოლო რუსეთში იყენებდნენ მადის გასაუმჯობესებლად და ასევე ამატებდნენ შესასუნთქ თამბაქოში. პიტნის მთავარ სამკურნალო კომპონენტს წარმოადგენს მენთოლი, რომელსაც შეიცავს ამ მცენარის ეთერზეთი. პიტნის ჩაი ასტიმულირებს გულის მუშაობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, გამოიყენება ჰიპერტონიული დაავადებების, სტენოკარდიისა და ათეროსკლეროზის მკურნალობისას.
ცნობილია, რომ ბევრ მამაკაცს არ უყვარს პიტნის ჩაი, რადგან იგი ერთგვარ "მოდუნებას" იწვევს. რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ერთსა და იმავე პროდუქტს სხვადასხვანაირად იღებს, მაგრამ რეაქცია პიტნის ჩაიზე ყველა მამაკაცისათვის ერთმნიშვნელოვანია. ქალის ორგანიზმი ამ მცენარის ჩაის ცოტა თავისებურად ითვისებს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ჯერ კი მამაკაცებზე ვისაუბროთ:
ერთის მხრივ პიტნის ჩაი ძალიან სასარგებლო საშუალებაა: ხსნის გაღიზიანებას, ნევროზულობას, აუმჯობესებს ძილს. მეოეს მხრივ – აქვეითებს აღგზნებულობას, მათ შორის სექსუალურს. თანაც ეფექტი ხანგრძლივი მიღებისაგან გროვდება, და ერთ მშვენიერ დღეს მამაკაცი, რომელიც მუდმივად იყენებს პიტნის ჩაის, აღმოაჩენს, რომ "საერთოდ აღარ უნდა". უბრალოდ აღარ უნდა და მორჩა.
რა თქმა უნდა ეს უკიდურესი შემთხვევაა, და "დამუხრუჭება" მაშინვე გაივლის, როგორც კი ჩაის სმას თავს დაანებებს. თანაც რეაქცია მასზე ყველას სხვადასხვანაირი აქვს. ასე რომ, პრინციპში, არაფერი საშიში ამ ჩაის სმაში არ არის. მით უმეტეს, რომ ერთჯერადი მიღება "მშიერ" მამაკაცს ვერაფრით დააწყნარებს.
ასევე ცნობილია, რომ საშინაო პროდუქტების სიაში, რომელთაც პირობითად შეიძლება "ანტი–სექსი" დავარქვათ, შედიან სხვა "პრეპარატებიც". ეს არის თითქმის ყველა პროდუქტი, რომელიც აქვეითებს წნევას, ახდენს დამამშვიდებელ ზემოქმედებას, ასევე ვიტამინ А–თი მდიდარი პროდუქტები, მაგალითად – ნაღების კარაქი.
საინტერესოა, რომ იგივე დამამშვიდებელი საშუალებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება იქცნენ სექსუალური აქტივობის "უშუალო აღმგზნებებად". ეს ეფექტი იმ შემთხვევაში ვლინდება, როცა მამაკაცის თავი (უფრო ზუსტად თავის ტვინის ქერქი) დაკავებულია უამრავი პრობლემით და შემაშფოთებელი აზრებით.
ასე რომ, ამ ეფექტში არავითარი პარადოქსი არ არის, მთავარია "დაიცვათ" დოზები და არ ელოდოთ, ვიდრე ქერქთან ერთად სხვა დანარჩენიც არ "დამშვიდდება", თუ რა თქმა უნდა ეს არ შედიოდა თქვენს მიზნებში. როგორც ცნობილია, ალკოჰოლიც, ისევე, როგორც სისხლძარღვების გამაფართოებელი სხვა საშუალებები, იწვევს ქერქის "დამამუხრუჭებელ" ზემოქმედებას. ნაწილობრივ ამით აიხსნება მისი თითქოსდა სექსუალური ლტოლვის გადაჭარბებული შესაძლებლობა. ადამიანი უბრალოდ "ნაკლებად იწყებს ფიქრს". ამასთან, ალკოჰოლი ჩაისაგან განსხვავებით მხოლოდ დიდი დოზებით იწვევს ორგანიზმის "დაწყნარებას". და მაინც, მისი ბოროტად გამოყენება არ ღირს, რადგან "გვერდითი მოვლენის" სახით იგი იწვევს ორგანიზმის ნერვული დაბოლოებების შესამჩნევ დაჩლუნგებას, რაც ერთგვარი "მსუბუქი ანესთეზიაა".
რაც შეეხება ქალებს. მეცნიერებმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ პიტნის ჩაი ხელს უშლის ქალის სხეულზე არატრადიციულ ადგილებში თმის ზრდას. მეცნიერები დღემდე კამათობენ მზგავსი ზემოქმედების მექანიზმზე, თუ რატომ ახდენს "შემაჩერებელ ეფექტს" ქალის თმის საფარზე პიტნის ჩაი.
თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ხომ შედეგია!
და ბოლოს, პიტნის ჩაი ძლიერი საშუალებაა ცუდი სუნთქვის, დიარეის, გაჭედილი ცხვირის, კუნთებისა და ნაწლავების ტკივილების დროს. ასევე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, უძილობას, თავის ტკივილებს, აქტიურად აქვეითებს ტემპერატურას, ადუნებს, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას. ამ საოცარი ჩაის მიღება დღის ნებისმიერ დროს შეიძლება: დილით გაგამხნევებთ, შუადღეს – დაგეხმარებათ სხვადასხვა ტკივილების მოსახსნელად, საღამოს – მოგადუნებთ ნებისმიერ მასაჟისტზე უკეთესად. ასე რომ, მიირთვით პიტნის ჩაი და დაივიწყეთ პრობლემები. * * *
ყავის საიდუმლო: მივირთვათ თუ არა ყავა?
ყავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.
ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებუ
This post has been edited by EXTRAORDINARY on 12 Nov 2008, 21:25
მიმაგრებული სურათი
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
EXTRAORDINARY
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1594
წევრი No.: 64846
რეგისტრ.: 18-June 08
|
#11759735 · 4 Dec 2008, 23:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რით არის სასარგებლო ბადრიჯანიგამოკვლევებით დადგენილია, რომ ბადრიჯანი სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად (58%–მდე) ამცირებს. ამიტომ მედიკოსებისა და დიეტოლოგების მიერ ის რეკომენდებულია ათეროსკლეროზის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ბადრიჯანი სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ–სისხძარღვთა დაავაებები, ღვიძლი, ასევე პოდაგრა აწუხებს. ექიმები ორსულ ქალებს რაციონში ამ ბოსტნეულის ჩართვას ურჩევენ. ბადრიჯანი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც გაციებისა და ინფექციისაგან გვიცავს. მასში ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობითაა B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ნერვულ სისტემას ამარაგებს. გარდა ამისა, ნივთიერება, რომელსაც ბადრიჯანი შეიცავს, კანის ქსოვილებს აღადგენს და ჭრილობის შეხორცებას ეხმარება. ეს ბოსტნეული მდიდარია მანგანუმით, რკინითა და თუთიით. ამიტომ რეკომენდებულია სისხლნაკლებობის დროს. ბადრიჯანი სარგებლობის მომტანია მათთვის, ვინც თამბაქოსგან განდგომას აპირებს. საქმე ისაა, რომ ის საკმაოდ ბევრ PP ვიტამინს და ნიკოტინის მჟავას შეიცავს.ეს ბოსტნეული საუკეთესო საკვებია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონისაგან გათავისუფლება სურს. 100 გრამი ეს ძვირფასი ბოსტნეული სულ 28 კკალორიას შეიცავს. ამავე დროს, ის მდიდარია უჯრედისებით, რომელსაც ორგანიზმიდან შლაკები და ჭარბი წყალი გაოაქვს, მაგრამ გახსოვდეთ: ბადრიჯანი ცხიმს ადვილად იწოვს და, საბოლოო ჯამში შეიძლება ზედმეტად ცხიმიან პროდუქტად იქცეს. ის ცოტა ცხიმს შეიწოვს, თუ წრეებად დაჭრით და 10 წუთი ცივ წყალში გააჩერებთ. დაბოლოს, ბადრიჯანი ქორფა შეიძინეთ. საქმე ისაა, რომ ეს ბოსტნეული შეიცავს სოლანინს – ნივთიერებას, რომელიც მას მომწარო გემოს აძლევს. გადამწიფებულ პროდუქტში ეს ნივთიერება ჭარბადაა. სოლანინის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება საყლაპავი მილი და კუჭი გააღიზიანოს. თუ არჩევანში მაინც შეცდით, ყოველი შემთხვევისთვის , ბადრიჯანი დაჭერით და 3%–იან მარილწყალში ჩაყარეთ. ამგვარად სოლანინის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვა. გისურვებთ ჯანმრთელობას. * * * ყოველ დილას, უზმოზე ვაშლი მიირთვითბევრ ადამიანს სახეზე პატარ–პატარა გამონაყარი უჩნდება, რომელსაც არანაირი მალამო და წამალი არ შველის რატომ ჩნდება ის? ყვლა ადამიანს კანქვეშ მიკროპარაზიტები ჰყავს, მათ შორის ტკიპიც. ის გამრავლების პერიოდში კანის ძლიერ ქავილ იწვევს. პარაზიტი სიდიდით ერთი მილიმეტრის მესამედია და მუწუკებში ბინადრობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი ადამიანის სახეზე სწორედ ამ პარაზიტის ბრალია. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ამ სახის ტკიპების გამრავლებას სხვადასხვა დაავადება უწყობს ხელს. მაგალითად: ასეთებია წყლული, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, შეკრულობა და სხვა. ამ დაავადებისაგან თავის დასაცავად კი შეგახსენებთ ბს: 1. დილაობით აუცილებლად ისაუზმეთ. ეს დაგიცავთ გასტრიტის გამომწვევი ტკიპისაგან. თავი აარიდეთ ცხიმიანი და შებოლილი საკვების მიღებას. 2. ყოველ დილას მიირთვით ერთი ცალი ვაშლი ან ერთი ჭიქა მაწონი. ეს დაგიცავთ კუჭის შეკრულობისაგან. ორგანიზმში კი გაჩნდება ტკიპის საწინააღმდეგო სასარგებლო ბაქტერიები. This post has been edited by EXTRAORDINARY on 4 Dec 2008, 23:42
მიმაგრებული სურათი
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
|
EXTRAORDINARY
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1594
წევრი No.: 64846
რეგისტრ.: 18-June 08
|
#11831711 · 10 Dec 2008, 18:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მედიცინის უძველესი საიდუმლოები – ქალებისთვის შორეულ საუკუნეებში ადამიანს იმდენი ხელსაწყო, ათასგვარი ტექნოლოგია და მედიკამენტი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ბუნებასთან სიახლოვით მიღებული ცოდნა: დაავადებებსა და გართულებებს მცენარეებითა და ძვირფასი ქვებით მკურნალობდა. ზოგი ნაყენი და ქვა მხოლოდ ქალისთვის იყო და მამკაცს მათი შეხებაც კი ეკრძალებოდა, ძალა არ დაკარგოსო. მაშ ასე, რა იცოდნენ ძველებმა ისეთი, რაც ჩვენთვის უცხოა და შორეული: აქატი – თუ ქალს სურს, საფრთხეს თავი დააღწიოს, უშიშარი იყოს და სულგრძელი თეთრძარღვიანი შავი აქატი უნდა ატაროს. მუდმივად მომღიმარი, მხიარული, ბედნიერი და ყველასთვის სასურველი სტუმარი იქნება. აქათი ქალის უბიწოების დამცველადაც იტვლებოდა. კომში – მისი ნაყოფის წვენი საშვილოსნოს დაავადებებს შველის, წყვეტს მენსტრუაციას, ორსულს ნაყოფის სენარჩუნებაში ეხმარება. თესლი შარდის ბუშტის დაავადებებს შველის, შარდვის დროს წვის შეგრძნებას ამცირებს. კომშის ტკბილი ჯიშები მატებს მხნეობას, აუმჯობესებს განწყობას, აყუჩებს ტკივილს, აქრობს ცუდ სუნს პირის ღრუში. ალმასი – თუ მშობიარე ქალი ხელზე ალმასს მიიმაგრებს, მშობირობის პროცესი ნაკლები ტკივილით ჩაივლის. ქალი, რომელიც ალმასს ატარებს, გარშემომყოფთა კეთილგანწყობით სარგებლობს. მის აზრს პატივს სცემენ. კუჭის დაავადებები არ შეაწუხებს და ღრმა სიბერემდე ნათელი გონება ექნება. თუ ალმასს ბალიშის ქვეშ დაიდებთ, კოშმარები არ დაგესიზმრებათ. მოწამვლის დროს შხამს ორგანიზმიდან გამოდევნის. ალთე – ნაყენი კარგია ქალური დაავადებების სამკურნალოდ, ხსნის დაღლილობას, კურნავს ჩირქოვან დაავადებებს. ანისული – თესლის ნაყენი შველის მენსტრუაციის შეკავებას, აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას (ქალები ანისულის ზეთს საკვებში იყენებდნენ), შარდის გამოყოფას. ბანანი – მიიჩნევდნენ, რომ მწიფე ბანანი აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას და მეძუძურ დედებს რძეს მატებს. რეჰანი – იმისთვის, რომ არ დაფეხმძიმებულიყვნენ, რეჰანის გამოწურულ წვენს სვამდნენ. რეჰანისა და ვარდის ზეთის ნარევის ტამპონებს სასქესო გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. გველის სურო – ქალებს ეშმაკისა და ბოროტის სულებისგან დამცველად ითვლებოდა, ამსთვის ბალახს ავგაროზივით ატარებდნენ. გველის სუროს წვენს ურევდნენ ახალ რძეს და ვარდის ზეთს და ვაგინალური დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. თეთრთავა – ექიმბაშები ქალებს თეტრთავას მძივის ტარებას ურჩევდნენ იმისთვის, რომ სარძევე ჯირკვლების დაავადებებისგან დაეცვა. ფირუზი – მომაკვდავი ადამიანის ხელზე ფირუზი ფერმკრთალდება და ღიავდება. ითვლებოდა, რომ ფირუზი არიგებდა ნაჩხუბარ ცოლ-ქმარს. როცა იმ ადამიანის გრძნობა, რომელმაც ფირუზის სამკაული გაჩუქათ, ნელდება, ძვირფასი ქვაც იცრიცება. აუმჯობესებს მხედველობას. თვალს დაავადებისგან იცავს. თუ დაფქვავთ და წყალთან ერთად დალევთ, ღვიძლიდან ტოქსინებს გამოიტანს. ვინც ფირუზს თითზე ატარებს, გარშემომყოფების კეთილგანწყობით სარგებლობს. * * * მარგებელი მწვანე დელიკატესი - კივი კივის ისტორია სამხ. ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ჩინეთის მეფეებისთვისაც დელიკატესი იყო, აფასებდნენ, როგორც უცხო ხილს, საპატიო სტუმრებსაც მიართმევდნენ ხოლმე. 1847 წელს ბრიტანელებმა თესლი სამშობლოში ჩამოიტანეს, მაგრამ კივის სიცივის ეშინია და ბრიტანეთში ვერ გაიხარა. 1904 წელს ამერიკელებმა წამოიღეს. დღეს კივი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ. კივის ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი კი იანგტაო ანუ ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა. დღეს კი ყველას უყვარს და ხელმისაწვდომიცაა. რა სიმდიდრეს ფლობს კივიამ პატარა ხილს სეუზლია ჩ ვიტამინზე 24-საათიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. იმდენივე ჩ ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ორი ფორთოხალი და იმდენივე უჯრედისს, რამდენსაც ნახევარი გრიფრუტი; ბანანზე მეტ კალიუმს, ვიტამინ E-ს და მაგნიუმს. იმდენად ბევრ კალიუმს შეიცავს, რომ მაღალი წნევის დროს შეუცვლელია. გაციების პირველი ნიშნების გაჩენისას ორი ცალი კივი გრიპისგან თავდასაცავად სრულიად საკმარისია. ყუათიანი სადილის შემდეგ რამდენიმე ცალი კივი კუჭის სიმძიმის გრძნობასაც ხსნის და გულძმარვასაც. კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკსაც ამცირებს. ალერგიას არ იწვევს. დიდი რაოდენობით სეროტონინსაც შეიცავს და ორგანიძმს სტრესებისგან იცავს. მისგან ღვინოსაც ამზადებენ, მაცივარში ინახავენ და ზამთარში სტენოკარდიის შეტევას იხსნიან. კივის ბევრი ენაზიმი აქვს, რომელიც ცხიმების წვას აჩქარებს და ამიტომ წონაში დაკლების მსურველებს დილა-საღამოს ერთ კივის ურჩევენ ხოლმე. ეს ხილი მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებებს და მინიმალური რაოდენობის ცხიმს შეიცავს. რას ამზადებენ კივისგანკივის არომატი ბევრ კერძს პიკანტურს ხდის. ცალკეც გემრიელია და სხვა ხილს, სალათებსა და ნამცხვრბსაც აგემრიელებს. ხორციან კერძებს ხომ მისი საწებელა უგემრიელესს ხდის. კივის ხეხავენ, ნიგოზს , მარილს,მ, კამასა და სხვა მწვანილს უმატებენ და ხორცთან ერთად მიირთმევენ. ასევე ძალიან გემრიელია გამომცხვარი ვაშლი კივისა და ნიგვზის შიგთავსით. ერთადერთი, რისი მომზადებაც კივისგან არ შეიძლება, ჟელე და მარმელადია. კივის წვნიანი ნაწილით ჟელე რომ მორთოთ, იგი ამ მცენარის ფერმენტების ზემოქმედებით დაიშლება. კივი კარგად ინახება და ამიტომ წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. დროთა განმავლონბაშოი უფრო გემრიელი ხდება. მწიფე ხილი რბილი და უნაოჭო უნდა იყოს. დასამწიფებლად ქაღალდის პაკეტში ინახავენ. ეს პროცესი უფრო დაჩქარდება, თუ ამავე პაკეტში ბანანსაც და ვაშლსაც მოვათავსებთ. ოთახის ტემპერატურაზე 3-5 დღე ინახება. მაცივარში კი - 7 დღე. თუ უფრო დიდხანს შენახვას აპირებთ, მაცივარში პოლიეთილენის პარკში ორი კვირაც არ გამოშრება. This post has been edited by EXTRAORDINARY on 10 Dec 2008, 18:10
მიმაგრებული სურათი
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0613 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003 IPS, Inc.
| |