მთავარი მუღამია შიშებთან ბრძოლა. რისიც გეშინია ის უნდა ამოიგდო თავიდან. დაავადება იქნება ეს თუ სხვა რამე, ყველაფერი უნდა გამოიკვლიო რომ დაწყნარდე. ყველაზე კარგი წამალი ამ დაავადებასთან ბრძოლაში არის მაქსიმალური კონტაქტი სხვა ადამიანებთან. იდეაში მე რამაც მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე თავის დროზე იყო არანორმალური გრაფიკი. დილით 9-ზე რომ მეწყებოდა სამუშაო დღე ზოგჯერ 10 - 11-ზე ვრჩებოდი. თან მთელი დღე კომპიუტერთან, მთელი დღე დოკუმენტები. ყველანაირად ჩამოცილებული ვიყავი ყველას. მეგობრებსაც ვერ ვნახულობდი. ეტყობა ერთხელაც ვეღარ გავქაჩე და დაიწყო.
ორგანიზმი ძალიან საინტერესო რამეა, გგონია ვირივით ყველაფერს აიტან რაღაც მიზნებითვის, მაგრამ არ არის ეგრე. აუცილებლად გაგრძნობინებს, თან ისე გაგრძნობინებს რომ არ დაგავიწყდეს და პატივისცემა არ მოაკლო მომავალში. ასეა ეს საქმე, მაშინ მივხვდი რომ ვერ მიდიოდა საქმე კარგად. მარტო შემოსავალი არ არის ცხოვრება. მერე დამიჯდა ერთი უფროსი მეგობარი რომელსაც გამოცდილი ქონდა მსგავსი. პირდაპირ მითხრა სანამ ბედნიერი არ იქნები სამსახურშიც და იმდენი თავისუფალი დრო არ გექნება რომ ოჯახსაც მოეკიდო მუდმივად შეგაწუხებს ეგ პრობლემაო.
ჰოდა მეც ავდექი და შევცვალე ყველაფერი. ამოვძვერი კეთილმოწყობილი ჭაობიდან და რადიკალურად განსხვავებულ საქმეს მოვკიდე ხელი. იმდენი დროც მრჩება ახლა საკუთარი პატარა ბიზნესიც მქონდეს და ოჯახთანაც ვიყო მეც კმაყოფილი ვარ, ახლობლებიც და ჩემი ქვეცნობიერიც.
გისურვებ წარმატებებს.

.